ორი წლის ფრანგი ბიჭუნას გარდაცვალების საქმეზე, ბავშვის ბებია და ბაბუა დააკავეს - რა დეტალები ხდება ცნობილი გახმაურებულ ამბავზე

ორი წლის ფრანგი ბიჭუნას გარდაცვალების საქმეზე, ბავშვის ბებია და ბაბუა დააკავეს - რა დეტალები ხდება ცნობილი გახმაურებულ ამბავზე

2 წლის ფრან­გი ბი­ჭუ­ნას, ემილ სო­ლე­ი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავ­მა მსოფ­ლიო შეძ­რა. 2023 წელს ის საფ­რან­გე­თის ალ­პებ­ში და­ი­კარ­გა, ბი­ჭუ­ნას ცხე­და­რი და­კარ­გვი­დან ერთი წლის შემ­დეგ იპო­ვეს.

ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე საფ­რან­გე­თის პო­ლი­ცი­ამ ახ­ლა­ხან ოთხი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვა. მათ შო­რის არი­ან ემი­ლის ბე­ბია და ბა­ბუა ფი­ლიპ და ენ ვე­დო­ვი­ნე­ბი. და­ნარ­ჩე­ნი ორიც ბი­ჭუ­ნას ახლო ნა­თე­სა­ვე­ბი - მისი დე­ი­და და ბიძა არი­ან. ბავ­შვი სწო­რედ ბე­ბია-ბა­ბუ­ის სახ­ლი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და. და­კარ­გვის მო­მენ­ტში სახ­ლში არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ბავ­შვის მშობ­ლე­ბი, მაგ­რამ იქ იყო ცხრა ადა­მი­ა­ნი - ემი­ლის ბე­ბია, ბა­ბუა, დე­ი­დე­ბი და ბი­ძე­ბი.

  • ემი­ლი ბო­ლოს 2023 წლის 8 ივ­ლისს ნა­ხეს - ის ორმა მე­ზო­ბელ­მა, სოფ­ლის ერთ-ერთ ქუ­ჩა­ზე შე­ნიშ­ნა. მათი თქმით, ბავ­შვი მარ­ტო და­დი­ო­და.

პო­ლი­ცი­ას ბავ­შვის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ბე­ბი­ამ შე­ა­ტყო­ბი­ნა. მე­ო­რე დღეს, სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ებ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს 700-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი შე­უ­ერ­თდა, თუმ­ცა ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს მი­აკ­ვლია.

2024 წლის 30 მარტს ერთ-ერ­თმა მო­ლაშ­ქრემ, ბავ­შვის ბე­ბია-ბა­ბუ­ის სახ­ლთან ახ­ლოს ცხედ­რის ნა­წი­ლე­ბი იპო­ვა. ექ­სპერ­ტი­ზამ კი და­ად­გი­ნა, რომ ნეშ­ტი 2 წლის ემი­ლის იყო. მა­შინ პრო­კუ­რო­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ნა­პოვნ ნა­წი­ლებს ემი­ლის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზის გა­სარ­კვე­ვად მათ­თვის და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია არ მი­უ­ცია და და­ა­მა­ტეს, რომ ბავ­შვი შე­საძ­ლოა გარ­დაც­ვლი­ლი­ყო "და­ცე­მის, მკვლე­ლო­ბის, ან გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის შე­დე­გად".

  • პრო­კუ­რორ­მა, ჟან-ლუკ ბლა­შონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბავ­შვის ბე­ბია-ბა­ბუ­ის და­კა­ვე­ბა ბოლო თვე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გია და პო­ლი­ცია "რე­გი­ონ­ში რამ­დე­ნი­მე ად­გილს" იკ­ვლევს.

ფრან­გუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, პრო­ვან­სის რე­გი­ონ­ში პო­ლი­ცია ემი­ლის ბე­ბი­ი­სა და ბა­ბუ­ის სახ­ლში შე­ვი­და და მათ ერთ-ერთი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა ჩა­მო­არ­თვა.

ცნო­ბის­თვის, საფ­რან­გეთ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­სა­კი­თხად და­ა­კა­ვონ, სა­ნამ პო­ლი­ცია ბო­ლომ­დე გა­მო­ი­ძი­ებს, იყ­ვნენ თუ არა ისი­ნი ჩარ­თუ­ლი და­ნა­შა­ულ­ში.