ფაქტებზე დაყრდნობილი ამბები

COMIC-CON 2019: MARVEL-მა პირველი LGBT პერსონაჟი წარადგინა

0 631

Marvel Studios-ის ხელმძღვანელმა კევინ ფაიგიმ Comic-Con 2019-ზე, რომელიც სან-დიეგოში იმართება “თორის” ახალი ნაწილი დააანონსა, რომელსაც “სიყვარული და ქუხილი” უწოდეს. ფაიგიმ გამოაცხადა, რომ ფრენჩაიზში ნატალი პორტმანიდაბრუნდება და ის ქალი თორი გახდება, ხოლო ტესა ტომპსონის ვალკირია კი პირველი LGBT პერსონაჟი გახდება.

“როგორც ახალმა მეფემ, მან თავისი დედოფალი უნდა იპოვოს. ეს მისი პირველი დავალება იქნება”, – თქვა ტომპსონმავალკირიაზე.

- Advertisement -

კევინ ფაიგიმ თავად აღნიშნა, რომ MCU-ში ვალკირია პირველი არატრადიციული ორიენტაციის სუპერგმირი იქნება. ეს შოკისმომგვრელი არ უნდა იყოს, რადგან გმირი კომიქსებშიც ბისექსუალია, ამიტომაც Marvel-მა არც ლიბერალური საზოგადოება გააბრაზა და არც უმრავლებოს დაუპირისპირდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.