ფაქტებზე დაყრდნობილი ამბები

მე-6 და მე-9 კლასელებს წელს საპილოტე გამოცდების ჩაბარება არ მოუწევთ

0 744

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძის განცხადებით, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შემდეგ, აქცენტი მე-6 და მე-10 კლასელების ეროვნულ შეფასებაზე გაკეთდება. თუმცა დღეს განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ წელს მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის გამოცდების დანიშვნა არ იგეგმება. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

მინისტრის მოადგილის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა გამოცდების ახალ მოდელზე:

- Advertisement -

“გვინდა, რომ უკვე შემოდგომიდან დავიწყოთ მ-10 კლასის მოდელის და ინსტრუმენტების პილოტირება. ეს იმას ნიშნავს, რომ წელს გამოცდების დამატება არ მოხდება არც მე-6 და არც მე-10 კლასში.

ახალ მოდელზე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ და გვსურს, რომ 2020 წლის ზაფხულისთვის ახალი ინსტრუმენტი დავნერგოთ და ეს იქნება საყოველთაო გამოცდების სახით”, – თქვა ირინა აბულაძემ.

მე-12 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდების წელსვე გაუქმების შესახებ ბრიფინგზე პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. სიახლის თანახმად 2020 წლიდან გაუქმდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები.

2020 წლიდან თითოეულ პროგრამაზე ბარიერს უნივერსიტეტები დაადგენენ. 2020 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება სამ სავალდებულო საგანში იქნება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მესამე იქნება იმ პროფილის მიმართულებით, რა სპეციალობასაც აბიტურიენტი აირჩევს. კერძოდ, ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში – ისტორიას.

რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას, მისი ან სხვა პროფილური გამოცდის დამატების უფლება უმაღლესმა სასწავლებლებმა მიიღეს.

დეტალურად იმის შესახებ თუ რა გამოცდები გაუქმდა და რა ჩაბარდება წაიკითხეთ აქ.

Leave A Reply

Your email address will not be published.