ფაქტებზე დაყრდნობილი ამბები

ძლიერმა ქარმა სამ დღეში 87 ხე, 62 შენობის სახურავი და 32 მანქანა დააზიანა

0 646

ძლიერი ქარის გამო, 16 თებერვლიდან 19 თებერვლის 12:00 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 261 შეტყობინება შევიდა.

მათ შორის ყველაზე მეტი – 200 შეტყობინება თბილისიდან.

- Advertisement -

ქარმა ქვეყნის მასშტაბით დააზიანა: 87 ხე; 62 შენობის სახურავი; 32 ავტომანქანა; ბუნებრივი აირის 8 მილი; მაღალი ძაბვის 8 ელექტროსადენი და 4 სარეკლამო ბილბორდი.

ძლიერი ქარისგან შექმნილი პრობლემების გამო არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უამინდობის გამო მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადასულები.

Leave A Reply

Your email address will not be published.