ფაქტებზე დაყრდნობილი ამბები

საბა უგრეხელიძე: ხანდახან თაყვანისმცემელი ქალბატონების მიმართ ყურადღების გადანაწილება მიძნელდება

0 2,939

საბა უგრეხელიძემ სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალებში” სახასიათო როლი ითამაშა. სპეციალობით იგი სოც – ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფიის სპეციალისტია, თუმცა ხელოვნება მას ძალიან უყვარს. იგი რეგიონ მოდის კვირეულს წაიყვანს. გთავაზობთ ინტერვიუს საბასთან.
გვიამბეთ თქვენეზე …
ბავშობიდან ჩემი განსხვავებული სტილის გამო ყოველთვის ვხდებოდი ყურადღების ცენტრში, ამიტომ ხშირად მიწვევდნენ გადაღებებზე, გადაღებული ვარ რეკლამებში, კლიპებში, ასევე დოკუმენტურ ფილმში და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“. ვარ უმაღლესი განათლებით: სოც-ეკონემ პოლიტიკური გეოგრაფია. ასევე ვიყავი ფეხბურთელი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გახლავართ ტიფლო კომენტატორი, ჩემი ხმის საშუალებით სტადიონზე მოსული უსინათლოები და უნარშეზღუდული მაყურებელი სრულყოფილ ინფორმაციას ღებულობს და კმაყოფილ მაყურებლად გრძნობს თავს. ყოველი თამაშის შემდეგ ამ ადამიანებისაგან საოცარ სითბსა და პატივისცემას ვგრძნობ, რაც მე პირადად ძალიან მაბედნიერებს.
როგორ ფიქრობ, კინო და მოდის კვირეული, ეს კავშირშია ერთმანეთთან?
მოდის კვირეული და კინო, რა თქმა უნდა კავშირშია ერთმანეთთან, ორივე ხელოვნების ნაწილია და მე, სულითხორცამდე, ამ ხელოვნების ნაწილი ვარ
პოპულარობამ ხომ არ შეგცვალათ?
ჩემი მხრიდან ცოტა უხერხულია ამაზე საუბარი, მაგრამ სერიალმა „ჩემი ცოლის დაქალები“ თავისი სათქმელი თქვა.
თქვენ უნდა წაიყვანოთ Region Fashion Week Festival 2019, როგორ ფიქრობთ ეს თქვენი სტილია?
ძალიან მხიბლავს შოუმენობა, ფაქტიურად დიდი კომფორტი და ადრენალინია, მსგავსი ემოცია წამყვანობისა და ფეხბურთის თამაშის დროს მაქვს. მიმაჩნია ყველა საქმეს სპორტული ენერგია და „დუხი“ სჭირდება
როგორ მოხვდით ამ გარემოცვაში?
იმედია იცნობთ ყველაზე საყვარელ ინგა სიორიძეს, ჩემი მეგობარია, გამესაუბრა და თან მითხრა „საბუ, უარს არ ამბობ, ეს შენ მოგიხდება, ფეშენ ბიჭი ხარო“. კი ვიცინე, მაგრამ დავთანხმდი. მიყვარს ეს გოგო და ასევე დიდ პატივს ვცემ. აქვე მინდა ავღნიშნო მოდის კვირეულს ძალიან მაღალი დონის ორგანიზატორები ჰყავს. სოსო კავკავაშვილი და ინგა სიორიძე, მართლაც რომ საოცრებებს ახდენენ. მადლობა ორივეს ამ ნდობისათვის
გაიზრდება თუ არა თქვენი თაყვანისცემლების რიგი?
აი, ამ თემაზე არ დავფიქრებულვარ, თუმცა ქალბატონების დიდი სიყვარული და ყურადღება იმდენი დოზით მაქვს, ზოგჯერ ვფიქრობ ერთი ვარ და როგორ გადავანაწილო
მაინც არ გაგვეცითთ სრულ პასუხი?
კარგით (იცინის) რაკი მოდის კვირეულის წამყვანი ვარ და შესაბამისად სახე, უპირობოდ გაიზრდება ინტერესი და თაყვანისმცემელთა რიგიც.
და ბოლოს
რა თქმა უნდა „არა ოუპაციას“ და დიდი მადლობა „ფაქტნიუს“, ასევე ულევი წარმატებები თქვენს გუნდს.


ინგა სიორიძე: საბა არის მარტო გული, ასეთი კარგები მილიონში ერთია ხოლმე, ძალიან მიხარია მოდის დღეებს რომ გაუძღვება, ცამდის დარწმუნებული ვარ, ეს მას უფრო გაზრდის. საბა ოგრეხელიძე- 100 პროცენტით Region Fashion Week-ის ფორმატია. არის განათლებული, უსიმპატიურესი და ჭერმეტყველი, მეტი რაღა დავამატო, „ფეშენ“ წამყვანი გვეყოლება, მადლობა მას არჩევნისთვის.

- Advertisement -

Leave A Reply

Your email address will not be published.