ფაქტებზე დაყრდნობილი ამბები

ლიდერთა სკოლა

0 171

 

 

- Advertisement -

,,ლიდერთა სკოლა“ საბანაკე ტიპის აქტივობაა, რომელსაც ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი სასწავლო-საგანმანათლებლო ცენტრ ცოდნასთან ერთად ახორციელებს.

აღნიშნულ საბანაკე ტიპის ღონისძიებაში ახალგაზრდები დაეუფლებიან ცოდნას შემდეგი მიმართულებებით:  ლიდერობა,  ეფექტური კომუნიკაცია, საჯარო გამოსვლა და თვითპრეზენტაცია, სოციალური მედია, ეტიკეტი და პროტოკოლი, დემოკრატია და ადამიანის უფლებები, პროექტის წერა, სამოქალაქო ჩართულობა,  ადვოკატირება, კონფლიქტის მართვა.

ლეილა შარაძე (ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პიარ განყოფილებისა და სოციალური მედიის სპეციალისტი):

„ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ჯერ მხოლოდ 7 თვეა რაც შეიქმნა და უკვე ძალიან ბევრ საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ღონისძიებას ითვლის. ჩვენი ბენეფიციარები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული14-29 წლამდე ახალგაზრდები. ბანაკი ორ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ნაკადში ჩვენ ვმასპინძლობთ 14-18 წლამდე ახალაგზრდებს, ხოლო მეორე ნაკადში 18-29 წლამდე. თითოეულ ნაკადში 30 ახალგაზრდაა ჩართული.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ბანაკს მოჰყვა ძალიან დიდი გამოხმაურება. ჯამში 600-ზე მეტი სააპლიკაციო ფორმა იყო შემოსული, საიდანაც ავარჩიეთ 60 საუკეთესო მონაწილე მათ მიერ დაწერილი სამოტივაციო წერილის საფუძველზე.

,,სასწავლო საგანმანათლებლო ცენტრ ცოდნა“-ს დირექტორი ირმა კახიძე: ჩვენი სასწავლო მოდული დიფერენცირებულია მონაწილეთა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით. პროგრამა მოიცავს როგორც საგანმანათლებლო ნაწილს- იქნება ეს სესიები თუ ტრენინგები, ასევე გასართობ ნაწილსაც. ასე ბანაკში გვყავს ლიდერი, რომელიც თავისუფალ დროს ბავშების გართობაზე ზრუნავს და სთავაზობს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა: კარაოკე, რა?სად?როდის?, ფილმის ჩვენება და ა.შ.

 ბუნებრივია, აღნიშნული ტიპის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების გააქტიურებისთვის და მათი ჩართულობის გაზრდისთვის.

ლეილა შარაძე: მეც დავეთანხმები ქალბატონ ირმას და დავამატებ, რომ ასეთი თემატიკის ღონისძიებები მნიშვნელოვანია მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდისთვის.

,,ლიდერთა სკოლა“-ს პირველი ნაკადი წარმატებით დასრულდა, მონაწილეებს სერთიფიკატები სასწავლო საგანმანათლებლო ცენტრ ცოდნა“-ს დირექტორმა ქ-მა ირმა კახიძემ და ახალგაზრდული რეგიონალური ცენტრის მვალეობის შემსრულებელმა ბ-მა  დავით  მიქელაძემ გადასცეს, ,,ლიდერთა სკოლა“-ს მეორე ნაკადს კი  სასტუმრო ,,ჯორია პალასი ქობულეთი“ ჯერ კიდევ მასპინძლობს.

 

 

 

Leave A Reply

Your email address will not be published.