ფაქტებზე დაყრდნობილი ამბები

გორის მერის მოადგილე განათლების სამინისტროში გადადის სამუშაოდ

0 3,659

გორის მერის მოადგილე ეკა სუხიშვილი მერის მოადგილის პოზიციაზე 2017 წლიდან მუშაობდა. მისი ფეისბუქ გვერდზე განთავსებული პოსტიდან ჩანს, რომ ეკა სუხიშვილი სამუშაოდ განათლების სამინისტროში გადადის, თუმცა თანამდებობას ამავე პოსტში არ აკონკრეტებს. შეგახსენებთ , რომ ეკა სუხიშვილის ოჯახის საკუთრება გახლავთ გორის სუხიშვილის უნივერსიტეტი.

ეკა სუხიშვილი: ცხოვრებაში ყოველთვის დგება მომენტი, როცა რაღაც მთავრდება და ახალი იწყება.ჩემი ცხოვრების მანძილზე უამრავი ესეთი საწყისი და დასასრული გავიარე, მაგრამ ყოველთვის უკეთესობისკენ მივდიოდი წინ ნაბიჯ-ნაბიჯ.ხან ეკლიან გზით, ხანაც სწორი და უფლის მადლობელი ვიყავი და ვარ ყველაფრისთვის.მე მიყვარს ყველა და ყველაფერი და სწორედ ეს მაძლევს იმ დიდ ენერგიას, რითიც ვუმკლავდები დღევანდელობას. მე მიყვარს ყველა ის ადგილი სადაც მიმუშავია და ვისთანაც მიმუშავია, თავისი ემოციებით, სითბოთი თუ სიცივით.მე მიყვარს ყველა ის საქმე რასაც ვაკეთებ, ვისთვისაც ვაკეთებ და რატომაც ვაკეთებ.დღეს კიდევ უფრო ვიგრძენი რამხელა სითბო და ურთიერთობა დაგროვილა მთელი ამ 21 თვის განმავლობაში, მადლობა ამ ემოციისთვის თითოეულ თგვენგანს.მადლობა სიყვარულისთვის და მადლობა კეთილი სურვილებისთვის.ჩვენ ერთად შევძელით ცვლილებები, ხშირად კარგად, ხანდახან არც თუ ისე,მაგრამ ვინც არ მუშაობს წარმატებას ვერ აღწევს და ვერც შეცდომას უშვებს.მადლობა ჩემ გუნდს, რომ არა მათი მხარდაჭერა ამდენი წარმატებული პროექტი, პროგრამა და სხვა ბევრი ვერ შედგებოდა. მადლობა აიპებს,ბაღებს,სპორტს,ხელოვნების სკოლებს. მადლობა თითოეულ პედაგოგს იმ დუხჭირი,მწირი პირობებით ,რომ უდიდეს საქმეს ემსახურებით.მე თქვენ მაძლიერებდით.მადლობა თითოეულ მოქალაქეს ვისაც შევხვედრივარ,ბენეფილიალებს-ყველა იმ დალოცვისთვის რასაც ჩემთვის იმეტებდით,მიუხედავად გამომდიოდა თუ არა.მადლობა ჟურნალისტებს-ყოველთვის ვგრძნობდი თქვენგან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას.მადლობა ყველა იმ ადამიანს ,ვინც მაკრიტიკებდა,რადგან კრიტიკა აუცილებელია,რაცარუნდა უსამართლო გეჩვენებოდეს,სწორედ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წყალობით უფრო ვაფასებდი ყოველწამიერ ურთიერთობას.მადლობა საკრებულოს ყველა წევრს თავისი ხელმძღვანელობით(ბატონ დავითს).თქვენი მხარდაჭერა ჩემ ყოველ წამოწყებაზე მნიშვნელოვანი იყო.მადლობა გუბერნიას (ბატონ გიგის,ბატონ სიმონს,ბატონ ამირანს,ბატონ ნუგზარის) და რათქმაუნდა ვერცერთი პროექტი ვერ შედგებოდა რომ არა ბატონი კოტეს მხარდაჭერა.მადლობა ყველა ყოფილ მოადგილეს,ყოფილ თანამშრომელს ვისთანაც გარკვეული პერიოდი მომიწია მუშაობა.მადლოა ჩემ ერიკოს.მე თქვენ ყველანი ძალიან მიყვარხართ.მადლობა ჩემ ქალაქს,ცემ რაიონს,თითოეულ ადამიანს ვისაც სხვადასხვა ღონისძიებებზე შევხვედრილვარ.უდიდესი გამოცდილება მივიღე.გამოცდილება ურთიერთობის,საქმის,განსაკუთრებული მადლობა ჩემ ოჯახს(მშობლებს,შვილებს,შვილიშვილებს)რომ უძლებდნენ ჩემ რეჟიმს და ყოველთვის მხარში მიდგნენ.ძნელია ჩამოვთვალო სათითაოდ ყველა.მე თქვენ მიყვარხართ,გაფასებთ,მეამაყებით და მზად ვარ სიცოცხლის ბოლომდე დავიხარჯო თქვენს სამსახურში,ჩემი ხალხის სამსახურში.მე დღეს ვტოვებ ჩემ თანამდებობას მერის მოადგილის დარგში და გადავდივარ ახალ პოზიციაზე განათლების სამინისტროში.ახალი გამოწვევები,ახალი საზოგადოება,ახალი საქმე.მე არ გემშვიდობებით უბრალოდ ნახვამდის

- Advertisement -

Leave A Reply

Your email address will not be published.