ფაქტებზე დაყრდნობილი ამბები

გიორგი გახარიას პოლიტიკურმა ნაბიჯებმა საქართველო ნატოს დაუახლოვა-ნატოს ვიცეადმირალი

0 2,129

საქართველოს ვიცეპრემიერთან, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან  შეხვედრის  შემდეგ ნატოს საზღვაო ძალების (MARCOM) სარდალმა,  ვიცეადმირალმა სერ კლაივ ჯონსტონმა შეხვედრა შეაფასა. მისი განცხადებით,  გიორგი გახარია არის ექსპერტი რეგიონში, შესაბამისად, მისთვის მნიშვნელოვანი იყო, მოესმინა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ვიცეპრემიერის მოსაზრებები.

“ჩემთვის, როგორც ნატოს საზღვაო სარდლობის ხელმძღვანელისთვის,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა, არა მხოლოდ მისი როგორც მინისტრის მნიშვნელოვანი როლიდან,  ასევე,  ვიცეპრემიერის პოზიციიდან გამომდინარე. მან წარმატებული ნაბიჯები გადადგა იმ პოლიტიკის განვითარების მიმართულებით, რომელიც საქართველოს აძლევს  შესაძლებლობას დაუახლოვდეს ნატოს, რაც თავისთავად ძალზედ სასარგებლოა.  მიმაჩნია, რომ იგი არის ექსპერტი რეგიონში, შესაბამისად, მსურდა მისი  აზრების მოსმენა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ასევე, მიმეღო  მისგან რჩევები შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ნატოს საზღვაო ძალების სარდალმა სერ კლაივ  ჯონსტონმა.

​შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და ნატოს  საზღვაო ძალებს შორის არსებულ პრაქტიკულ თანამშრომლობასა და სანაპირო  დაცვის გაძლიერებაზე ისაუბრეს. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ბრიუსელის  სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას საქართველოსთვის. ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს საქართველოს სანაპირო დაცვასთან თანამშრომლობის  გაძლიერების საკითხს.

ნატოს საზღვაო ძალების სარდალი, ვიცეადმირალი სერ კლაივ ჯონსტონი  საქართველოს ხვალ დატოვებს. ეს ნატოს საზღვაო ძალების სარდლის პირველი ვიზიტია საქართველოში.

Leave A Reply

Your email address will not be published.