ფაქტებზე დაყრდნობილი ამბები

აჭარაში დასაქმების მსურველთათვის ტრენინგები ტარდება

0 1,152

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთერთი პრიორიტეტი რეგიონში დასაქმების პრობლემის მოგვარება გახლავთ, სწორედ აქედან გამომდინარე სსიპ აჭარის დასაქმების სააგენტოს დაკვეთით რეგიონში ტრენინგები გაიმართა სამუშაოს მაძიებლებისთვის. ტრენინგები კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ასოციაციამ ჩაატარა. ტრენინგები ხულოს შუახევში  და ქედაში ჩატარდა. ტრენინგებს გამოცდილი ტრენერი ლაშა ხუტიაშვილი უძღვებოდა. ტრენინგების ფარგლებში სამუშაოს მაძიებლებს ჩაუტარდათ სივის შევსების, კომუნიკაციის და სხვა უნარჩვევების მასტერკლასები. ასოციაციის განცხადებით მოსახლეობა მართლაც მოტივირებულია და აქედან გამომდინარე აჭარის რეგიონში აგრეთვე იგეგმება დასაქმების ფორუმი, რომელშიც სხვადასხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციები ჩაერთვებიან ფორუმს აჭარის დასაქმების სააგენტო გამართავს.  ფორუმზე დამსაქმებლები სამუშაოს მაძიებლებს შეხვდებიან.

Leave A Reply

Your email address will not be published.