Just another WordPress site

შეუძლიათ თუ არა ბანკებს ხანდაზმული სესხის გაცოცხლება – უფასო კონსულტაციები

0 1,671

ბოლო პერიოდში ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე რომ, ხანდაზმულ სესხებს აცოცხლებენ ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები. ფაქტნიუსი ამ საკითხთან დაკავშირებით ,,საქართველოს სამართლის ჰოლდინგის დირექტორს ქ-ნ ირმა კახიძეს ესაუბრა.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენი ორგანიზაცია ეხმარება მოქალაქეებს ხანდაზმული სესხების ჩამოწერაში? თუ შეგიძლიათ აგვიხსნათ რას ნიშნავს ხანდაზმული სესხი? და უნდა გადავიხადოთ თუ არა სესხი რომელიც ხანდაზმულია?
ხანდაზმულობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით არის კანონმდებლობით დადგენილი ვადა, რომელიც აითვლება სესხის დაბრუნების მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებას გააჩნია სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
თუ სესხის გადახდის ვალდებულება ნაწილ-ნაწილ არის განსაზღვრული ან სესხისთის გათვალისწინებულია ყოველთვიური პროცენტი, თითოეული შესრულებისათვის დამოუკიდებლად აითვლება სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
თუ მოვალემ მოთხოვნის ხანდაზმულობის მიუხედავად, ნებაყოფლობით გადაიხადა სესხი, მაშინ არ შეუძლია ხანდაზმულობაზე მითითებით უკან გამოითხოვოს შესრულება.
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ათი წელია, ანუ როცა სასამართლო გადაწყვეტილლებით ხდება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება, აღნიშნული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება შესაძლებელი იქნება გადაწყვეტილების გამოტანიდან 10 წლის განმავლობაში.
ირღვევა თუ არა მსესხებლის უფლება იმ შემთხვევაში, როდესაც ბანკები სხვა კომპანიების მეშვეობით ახორციელებენ თანხების ამოღებას? აქვთ თუ არა მათ ამ ინფორმაციის გამჟღავნების უფლება?
საქართველოს კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით, ბანკში არსებული მსესხებლის შესახებ ინფორმაცია არის კონფედენციალური და არა აქვს ბანკს კლიენტის თანხმობის გარეშე გადასცეს სხვა, მესამე პირს, მაგრამ თუ ამის შესახებ ბანკმა სესხის გაცემის დროს ხელშეკრულებაში მიუთითა და მსესხებელს ხელი აქვს მოწერილი ხელშეკრულებაზე, ასეთ შემთხვევაში მსესხებელი ბანკს პასუხს ვეღარ მოსთხოვს. სამწუხაროდ 100 მსესხებლიდან 90 მსესხებელი სესხის ხელშეკრულებას ხელს ისე აწერს რომ მას არ კითხულობს, მანამ სანამ სესხი პრობლემური არ გაუხდება, ხელის მოწერის შემდეგ მოგვმავრთავენ ხოლმე კონსულტაციისთვის და არა წინასწარ მანამ სანამ ხელს მოაწერენ, რაც ძალიან ცუდი პრაქტიკაა ჩვენს ქვეყანაში.
რაც შეეხება ხანდაზმული სესხის გაცოცხლებას, ეს თავად მსმესხებლის ინფორმირებულობაზეა დამოკიდებული, თუ სასამართლო პროცესზე მხარემ არ მიუთითა თავის შესაგებელში ან ზეპირად არ განუმარტა სასამართლოს რომ მოთხოვნის უფლება ხანდაზმულია, სასამართლოს ამის უფლება არა აქვს, რომ მხარეს მისცეს კონსულტაცია, ან თავად იმსჯელოს სესხის ხანდაზმულობაზე, მხარის მითითების გარეშე, შესაბამისად მსესხებელს სასურველია სასამართლო პროცესზე ჰყავდეს კომპეტენტური პირი, ან მინიმუმ აიღოს კონსულტაცია, რომელიც უმეტეს შემთხვევაში უფასოა, ჩვენს ორგანიზაციაში იურიდიული კონსულტაციები უფასოა, ასევე უფასოა მომსახურეობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული პირებისათვის. ჩვენი კომპანიის იურისტები მუშაობენ მთელი საქართველოს მაშტაბით.
,,საქართველოს სამართლის ჰოლდინგი“
მის: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. 37, ბ-6;
ტელ: 0(322) 99 08 59;
5 93 78 60 60;
ქ. ქუთაისი, რუსთაველის გამზ 71;
0 (431) 25 12 27;
5 93 280 251;

Leave A Reply

Your email address will not be published.