Just another WordPress site

გენერალი ნიკოლსონი: რუსეთი „თალიბანს“ აიარაღებს

0 1,186

რუსეთი ტერორისტულ ორგანიზაცია „თალიბანს“ იარაღს აწვდის. ამის შესახებ ავღანეთში აშშ-ს სამხედრო ძალების მეთაურმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. გენერალ ჯონ ნიკოლსონის თქმით, რუსეთი ავღანეთში დესტაბილიზაციას უწყობს ხელს.

გენერლის განცხადებით, რუსული იარაღი თალიბანის ხელში ტაჯიკეთიდან ხვდება.

„ჩვენ ვისმენთ ნარატივს, რომელიც აბუქებს „ისლამური სახელმწიფოს“ როლს ავღანეთში და ამით რუსების მიერ „თალიბანის“ ქმედებების გამართლება ხდება. ჩვენ ვხედავთ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას „თალიბანის“ დაფინანსების წყაროების შესახებ. ასევე, ავღანელებს ჩვენთან მოაქვთ რუსული იარაღი და აცხადებენ, რომ ამ იარაღს „თალიბანს“ რუსეთი აწვდის. ჩვენ ვიცით, რომ რუსები ამაში გარეულები არიან“, – აცხადებს გენერალი ინტერვიუში.

ჯონ ნიკოლსონის აზრით, რუსების მიერ „თალიბანის“ მხარდაჭერა ახალი ტენდენციაა. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ, ტაჯიკეთისა და რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერთობლივი კონტრ-ტერორისტული წვრთნები ჩაატარეს: „ჩვენ ნანახი გვაქვს რუსული მეთოდები – მათ ჩაიტანეს დიდი რაოდენობით შეიარაღება და მისი ნაწილი იქვე დატოვეს“. გენერლის ვარაუდით, ეს იარაღი საბოლოოდ „თალიბანის“ ხელში ხვდება.

ავტორი: პაპუნა კახიძე

 

Leave A Reply

Your email address will not be published.