სუსი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობით დაინტერესდა

C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა. ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოძიება მედიკამენტების განაწილების პროცესში არსებულ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

უწყება სწავლობს, რამდენად სწორად ჩამოიწერა ვადაგასული და გამოუყენებელი მედიკამენტების ჩამოწერა.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცახდებით ამ შემთხვევაში გამოძიება პრევენციული ხასიათისაა.

დავით სერგეენკოს განმარტებით, მედიკამენტები, რომლებიც პაციენტების ნაკლები რაოდენობის გამო ზედმეტი დარჩა, დონაციის პრინციპით სხვა ქვეყნებს გადაეცა.

“გამომდინარე იქიდან, რომ ამ წამალს დონაციის პრინციპით ვიღებთ, ასეთი მასშტაბის პროექტები ყოველთვის კონტროლდება საგამოძიებო თუ მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან. მაკონტროლებს და მაგალითად ჯანდაცვის სამინისტროს, მოქმედების ერთნაირი პროტოკოლი აქვს”, – განაცხადა მინისტრმა.

დღესვე დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევების ღირებულება კიდევ უფრო მცირდება. სერგეენკოს თქმით, გენოტიპის ანალიზის დაფინანსებას ამირეიდან სახელმწიფო უზრუნველყოფს, რაც კვლევების ჯამურ ღირებულებას 140 ლარით შეამცირებს. პაციენტის მაქსიმალური ხარჯი 160 ლარს არ აღემატება.

C ჰეპატიტისუსი
Comments (0)
Add Comment