როინ ნაჭყებია პერსონა 2018 ის ტიტულს მიიღებს

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წელს უკვე 5 გაიმართება. პროექტი ტრადიციულად 50 წარმატებულ ადამიანს გამოავლეს სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის. მათ შორის პერსონა 2018 ის ტიტულს სახალხო მკურნალი როინ ნაჭყებია მიიღებს.

დაჯილდოების ცერემონია ამა წლის 22 დეკემბერს გაიმართება. ხოლო პროექტის საზეიმო წარდგენა 30 სექტემბერსაა დაგეგმილი

როინ ნაჭყებია-ფარმაცევტული კომპანია ,,სალხინო”-ს დამაარსებელი.ქველმოქმედი. როინ ნაჭყებიამ მოახერხა სხვადასხვა ქვეყნებში მეცნიერულ დონეზე ეღიარებინათ კომპანიის მიერ წარმოებული წამლები: ,,სალხინო”,,,ფერდი” და ,,ბად ანტიოქსიდანტი”. სახეზეა ათასობით განკურნებული, მადლიერი პაციენტი.ეხმარება და სრულიად უსასყიდლოდ მკურნალობს უმწეო ავადმყოფებს. ,,საქართველოს ტრადიციული მედიცინის განვითარების კუთხით უნიკალური შესაძლებლობები გააჩნია. ასეთი ხერხით დამზადებული წამლები :ბუნებრივი,ძლიერმოქმედი და უვნებელია.ისინი მოქმედებენ როგორც ანტიბიოტიკები და ამავდროულად გამოირჩევიან სამკურნალო თვისებებით.”

– წამლის წარმოშობის ისტორია…

– როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ამ მცენარეთა ნარევებს ჩვენი წინაპრებიც იყენებდნენ, თუმცა კონკრეტულად არ ვიცი, პირველად როდის და ვის მიერ იქნა აღმოჩენილი ამ წამლის შემადგენლობა და სამკურნალო თვისებები. მე, როგორც ბიზნესმენმა, მისი დამზადება წმინდა კომერციული მიზნით 1986 წელს დავიწყე. წამლის წარმოების ნებართვის შესახებ განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროში, სწორედ, 1986 წელს შევიტანე. 1988 წლიდან, როგორც ამ წამლის გამომგონებელმა, საბჭოთა კავშირის სახალხო მკურნალის წოდება მივიღე. იმ პერიოდში ამ წამალს რუსეთში და საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში უფრო იცნობდნენ, ვიდრე საქართველოში. მაშინდელ პრესაში “სალხინოს”, როგორც ხალხური მედიცინის ყველაზე წარმატებული პრეპარატის, შესახებ უამრავი სტატია იწერებოდა. მახსოვს, “ვეჩერნი ლენინგრადში” გამოქვეყნებული წერილით მისი ავტორი იმასაც კი ამტკიცებდა, რომ “სალხინო” სიმსივნის განკურნებასაც კი შეძლებსო. ეს, რა თქმა უნდა, სიმართლეს ნაკლებად შეესაბამება. მის ამ თვისებაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ იმის მტკიცება კი ნამდვილად შემიძლია, რომ ეს პრეპარატი მასტიტს კურნავს. მასტიტი კი, ადვილი შესაძლებელია, სიმსივნის წინაპირობა იყოს. შსპ “სალხინოში” ყოველდღიურად, სულ ცოტა, ათი მადლიერი პაციენტი მაინც მოდის, რომლებიც, სწორედ, ამ პრეპარატის წყალობით განიკურნენ. მე შემიძლია, ნებისმიერ მსურველს, თუნდაც, ბოლო ოცი დღის მანძილზე მოსული 115 პაციენტის საუბრის ჩანაწერი მოვასმენინო, რომლებიც საკუთარი ავადმყოფობისა და გამოჯანმრთელების ისტორიებს ყვებიან. ამის საპირისპიროდ, ერთი პაციენტიც კი არ გვახსოვს, უკმაყოფილო რომ დარჩენილიყო. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ განაწყენებული და უკმაყოფილო პაციენტი არასდროს გვყოლია.

– თქვენთვის თუ არის ცნობილი ვიწრო პროფილის მქონე სპეციალისტების დასკვნები? ხდება თუ არა მათ მიერ “სალხინოს”, როგორც სერიოზული სამკურნალო პრეპარატის, პაციენტებისთვის ოფიციალურად დანიშვნა?

– რა თქმა უნდა. ეს პრეპარატი, როგორც უკვე აღვნიშნე, მრავალ დაავადებას კურნავს. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ მას ექიმები, ვიწრო პროფილის მქონე სპეციალისტები, თავიანთ პაციენტებს ოფიციალურად უნიშნავენ. ეს წამალი აღიარებულია და აპრობირებულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროების მიერ. პრეპარატს სპეციალური ლიცენზია და პატენტი აქვს. ფაქტია, რომ იგი უკვე აღარ განეკუთვნება ხალხური მედიცინის ნიმუშს.

 

 

პერსონა 2018როინ ნაჭყებიაწამალი სალხინო
Comments (0)
Add Comment