პერსონა 2018 – ს მედიცინის განვითარებისთვის ჯონი ჯანაშია მიიღებს

 

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2013 წლიდან იმართება და ამ წლების მანძილზე პროექტი სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს აჯილდოვებს. უკვე ტრადიციულად პერსონა 2018 ზე 50წარმატებული ადამიანი მიიღებს ჯილდოს. პროექტის საზეიმო გახსნა 30 სექტემბერს გაიმართება ხოლო დაჯილდოების ცერემონიალის ღონისძიება კი ამა წლის ბოლოს 22 დეკემბერს შედგება, რომელსაც სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსაბლი რუსთავი გახსნის.

თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო და მისი ხელმძღვანელი ჯონი ჯანაშია საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2018 ის პრიზს მედიცინის განვითარებასა და ხელშეწყობისთვის მიიღებს. ბატონი ჯონის ორი პროფესია აქვს იგი გახლავთ  ექიმი ნარკოლოგი და ამავდროულად ჟურნალისტი. მისი განათლება კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება:

დამთავრებული აქვს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.
ამავდროულად მეორადი ფაკულტეტები – ჟურნალისტიკა, მასობრივი დადგმების რეჟისურა

მისი სამუშაო გამოცდილება საკმაოდ მდიდარი და წარმატებულია.

  • 1988-1989 – ქალაქ თბილისის II ბავშვთა საავადმყოფო ექიმი–ინტერნი.
  • 1989–1993 – თბილისის რესპუბლიკური ნარკოლოგიური საავადმყოფო – ექიმი ორდინატორი.
  • 1993–1997 – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამმართველო–შეიარაღებული ძალების მთავარი ნარკოლოგი უფროსი ოფიცერი.
  • 1998–2003 – საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო–საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის დირექტორი, პრესსამსახურის უფროსი, მინისტრის მთავარი მრჩეველი.
  • 2003-2004  – ტელეკომპანია იმედი–პროდიუსერი.
  • 2004-2008  – შპს „სამკურნალო კომბინატი“ –ს გენერალური დირექტორი.
  • 2008-2009 – ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი–განყოფილების გამგე.
  • 2009-2014 – საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფკავშირების პრეზიდენტი.
  • 2014 – დღემდე თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო– დირექტორი.

ბატონი ჯონი ჯანაშია გახლავთ
5 სამეცნიერო ნაბეჭდი ნაშრომის ავტორი. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში თბილისის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს ჩაუტარდა საფუძვლიანი რეაბილიტაცია.

ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო ხილიანზე 1936 წლიდან ფუნქციონირებს და თბილისის ერთ-ერთ უძველეს სამკურნალო დაწესებულებას წარმოადგენს. საავადმყოფოს დაარსებაში დიდი წვლილი მიუძღვის სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის გამგეს და პროფესორს, ნიკოლოზ ანდრიაძეს.

2016 წლიდან საავადმყოფო განახლდადა გაფართოვდა: დაემატა ახალი სტრუქტურული ერთეულები, მთლიანად გადაიარაღდა ლაბორატორია უახლესი დანადგარებით, შეიცვალა აპარატურა უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით, სახე იცვალა პალატებმა, სულ მალე მთლიანად განახლდება მთელი კლინიკა.

პაციენტებს ემსახურებიან უმაღლესი დონის სპეციალისტები, პროფესორები, მედიცინის დოქტორები და უბრალოდ, კარგი ექიმები.

კლინიკა გაშლილია 90 საწოლზე, 24 საათიან რეჟიმში ფუნქციონირებენ მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების, ნაწლავური ინფექციების, რეანიმაციული, ინტენსიური თერაპიის, ლაბორატორიული, ნარკოლოგიური და მიმღები განყოფილებები.

ლაბორატორიაში, ასევე, 24 საათის განმავლობაში, შესაძლებელია ხარისხიანი კვლევის ჩატარება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. კეთდება კლინიკური, ბიოქიმიური, იმუნოსეროლოგიური და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევები.

კლინიკას დაემატა ალერგოლოგიურიგანყოფილებაც, სადაც მოქმედებს დღის სტაციონარი, ალერგო-დიაგნოსტიკა, მწვავე ალერგიული მდგომარეობის კუპირება (ასთმა, ჭინჭრის ციება და ა.შ.), რეგულარული ამბულატორიული დაკვირვება, ჰიპოალერგიული ყოფისა და კვების ინდივიდუალური შერჩევა, პაციენტებისა და მისი ოჯახის წევრებისთვის საგანმანათლებლო პროგრამები.

რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, ალერგოლოგიის განყოფილება არა მარტო ბავშვებს, არამედ უფროსებსაც მოემსახურება. ნარკოლოგიური განყოფილება კი, მხოლოდ უფროსი ასაკის პირთათვისაა განკუთვნილი.

კლინიკაში ფართოდ არის გაშლილი სამეცნიერო სასწავლო პროცესი,ფუნქციონირებს ორი კათედრა, სადაც მედიცინის საფუძვლებს ეუფლებიან მომავალი ექიმები და კვალიფიკაციას იმაღლებენ უწყვეტი სამედიცინო განათლების რეჟიმში, როგორც ადგილობრივი, ასევე სხვა სამედიცინო დაწესებულებების სპეციალისტები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2017 წლის 12 ივლისიდან ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით,აფილირებული კლინიკის სტატუსიმიენიჭა.

ყოველი თვის ბოლო შაბათს საავადმყოფოში ტარდება უფასო კონსულტაციები. კონსულტაციებს გაგიწევენ კლინიკის: ინფექციონისტები, პედიატრები, ნევროლოგები, ოტორინოლარინგოლოგები და ალერგოლოგები (ნებისმიერი ასაკის პირთათვის). აქციის ფარგლებში უფასოა სისხლის საერთო ანალიზიც.

საავადმყოფო მუშაობს შემდეგი სამედიცინო მიმართულებებით:

ბავშვთა ინფექციური კლინიკურ საავადმყოფოში მუშაობს კლინიკო-დიაგნოსტიკური ბიოლოგიური და ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია. ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე ავტომატიზირებული ანალიზატორებით. კეთდება შემდეგი გამოკვლევები:

✔ კლინიკური გამოკვლევები
✔ ბიოქიმიური გამოკვლევები
✔ იმუნოსეროლოგიური გამოკვლევები
✔ ბაქტერიოლოგიური გამოკვლევები

ინფექციური საავადმყოფოპერსონა 2018ჯონი ჯანაშია
Comments (0)
Add Comment