თამარ ფაჩულია რეგიონში განათლების განვითარებისთვის პერსონა 2018 ის ტიტულს მიიღებს

 

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2018 – ის გახსნის ცერემონია 4 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო დაჯილდოების ღონისძიება კი ამა წლის ბოლოს 22 დეკემბერს შედგება. პროექტი ყოველწლიურად 50 წარმატებულ ადამიანს ავლენს სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის. მათ შორის განათლების კუთხიდან. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თამარ ფაჩულია რეგიონში განათლების განვითარებისთვის პერსონა 2018 ის ტიტულს მიიღებს.

თამარ ფაჩულია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ,  სხვადასხვა წლებში ქალაქ ფოთში მოღვაწეობდა რამოდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებებში პასუხისმგებელ თანამდებობებზე. ფოთის რეგიონალურ ტელევიზიაში ჟურნალისტად, ასევე გახლდათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოთის ფილიალის ფილოლოგია – ჟურნალისტიკის ფაკულტეტის  დეკანი და  ლექტორი, ასევე გახლდათ ქ.თბილისის საბანკო საფინანსო უნივერსიტეტის ფოთის ფილიალის ხელმძღვანელი. 2009 წლიდან დღემდე გახლავთ შპს თამარ ფაჩულიას სახელობის სკოლა გიმნაზიის დამფუძნებელი და დირექტორი. ასევე გახლავთ ერთი მონოგრაფიისა და 30 მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი , ტრენერი და მასწავლებელი.

შპს “თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზია” დაარსდა 2009 წელს.შპს “თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზია” დაარსდა 2009 წელს.საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით #48, 23.02.2012 წელს  შპს “თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიას მიენიჭა ავტორიზაცია, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმით;მოსწავლეებს სთავაზობს ეროვნული კურიკულებით გათვალისწინებულ 12 წლიან სასწავლო პროგრამას;• დიფერენცირებული სწავლება მაღალკლასელთათვის (ეროვნული გამოცდებისათვის მომზადება);• კორექციის ჯგუფი (დაბალქულიანი მოსწავლეებისათვის);• საგნების:   ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიები;• სკოლას ჰყავს  ლოგოპედი  და ფსიქოლოგი;• I  და II კლასებში ისწავლება მეტყველების კულტურა;• II კლასიდან  ისწავლება რუსული ენა , ხოლო III  კლასიდან  გერმანული ენა;• ტარდება სპორტული მეცადინეობები (მაგიდის ჩოგბურთი, ხელბურთი);• წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება ხდება დიპლომებით (I, II, III, კატეგორიები).შპს “თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზია” გთავაზობთ:• მზრუნველ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოს, პატივისცემასა და ღირსებაზე დამყარებულ ურთიერთობას;• ბავშვზე ორიენტირებულ მეთოდოლოგიას, პიროვნების შესაძლებლობების  მაქსიმალურ გამოვლენას და განვითარებას;• ორიენტაცია ფიზიკურ და ესთეტიკურ განვითარებაზე, რაც მოგვცემს  ზნეობრივად  სრულყოფილი და ჯანმრთელი პიროვნების ჩამოყალიბების საშუალებას;• სასწავლო წლის ბოლოს დამამთავრებელ  გამოცდას;• უარს ვამბობთ რეპეტიტორებზე, ჩვენი სკოლა-გიმნაზიის კურსდამთავრებულებს ექნებათ ფუნდამენტალური განათლება, რომელიც დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტს.

Comments (0)
Add Comment