ფაქტებზე დაყრდნობილი ამბები

მის და მისტერ პლანეტა 2019 ის გამარჯვებულები ცნობილია

0 7,971

მის და მისტერ პლანეტა“ გახდნენ კონკურსანტები რუმინეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან

თბილისში გამართულ კონკურსში მონაწილეობას 15 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა

თბილისი, 20 ოქტომბერითბილისში, ნიჭისა და სილამაზის რიგით მეხუთე საერთაშორისო კონკურსში „მის და მისტერ პლანეტა“ რუმინეთისა და სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს, როგორც  „Sputnik-საქართველოს“ კონკურსის დამფუძნებელმა ეკა მგალობლიშვილმა უმაბო „მის პლანეტას“ ტიტულის მფლობელი გახდა 26 წლის რუმინელი გოგონა Hodisan Denisa Gabriela, ხოლო „მისტერ პლანეტის“ წოდება მიენიჭა 18 წლის სამხრეთ აფრიკელ Aubrey Pieterse.

Конкурс красоты Мистер и мисс Планета 2019 - финал
© SPUTNIK / STRINGER
რიგით მეხუთე საერთაშორისო კონკურსში „მის და მისტერ პლანეტა“ – ფინალი

„ჩვენ მოვიწვიეთ 300 VIP სტუმარი, რომელიც გადაწყვეტილებას ჟიურისთან ერთად იღებდა. დარბაზი ერთხმად სკანდირებდა: „რუმინეთი, რუმინეთი“. წელს ყველაფერმა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ჩაიარა“, – გვიამბო მგალობლიშვილმა.

რაც შეეხება მონაწილეებს საქართველოდან, მარიამ მამუცაშვილი გახდა კონკურსის ვიცე-მისი, ხოლო გოგა ჯიქიამ მეორე ადგილი დაიკავა.

Конкурс красоты Мистер и мисс Планета 2019 - финал
© SPUTNIK / STRINGER
რიგით მეხუთე საერთაშორისო კონკურსში „მის და მისტერ პლანეტა“ – ფინალი

ფინალისტები 15 ქვეყნიდან თბილისს ეწვივნენ, რათა საკუთარი ნიჭი და სილამაზე უჩვენონ. მონაწილეები საქართველოდან, ალბანეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, ინდოეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან და სხვა ქვეყნებიდან მაყურებლის წინაშე წარდგნენ სხვადასხვა სამოსით და საღამოსთვის მომზადებულ ნომრები უჩვენეს.

Конкурс красоты Мистер и мисс Планета 2019 - финал
© SPUTNIK / STRINGER
რიგით მეხუთე საერთაშორისო კონკურსში „მის და მისტერ პლანეტა“ – ფინალი

პირველად კონკურსი 2015 წელს ჩატარდა, როდესაც Miss Planet-ის პრეზიდენტმა ირინა პაპაზოვამ კონკურსანტების ფინალური დაპირისპირებისთვის თბილისი აირჩია.

წყარო სპუტნიკ საქართველო.

- Advertisement -

Leave A Reply

Your email address will not be published.