ფაქტებზე დაყრდნობილი ამბები

თსუ-ში და ილიაუნიში შემოუღიათ რეგულაციები, მეცნიერებს, ნაშრომებში რუს მეცნიერთა ციტირება ეკრძალებათ-ხათუნა საგინაშვილი

0 611

“მოკლედ, რაშია საქმე , თურმე თსუ-ში და ილიაუნიში (სხვებს ვარკვევთ) შემოუღიათ რეგულაციები, რომელთა თანახმადაც მეცნიერებს სამეცნიერო ნაშრომებში რუს მეცნიერთა ციტირება ეკრძალებათ, წარმოგიდგენიათ დეგენერაციის და დეგრადაციის დონე?  ანუ თუ რუს მეცნიერთა აქსიომატური დებულებების მოხმობა გჭირდება, ეს გეკრძალება და გინდა თავში ქვა გიხლია, რა წყალშიც გინდა გადავარდი, გინდაც ქვის ხანაში დაბრუნდი, მაგრამ ამას ვერ გამოიყენებ და თუ გამოიყენე, დაგრჩება დისერტაცია დაუცველი და მტვრიან თაროზე შემოდებული.

არა, ამას მოფიქრება ხომ უნდოდა? არა, მაინც რა დავაშავეთ ამის ფასი, რომ მსგავსი დეგენერატები არიან სხვადასხვა სფეროს მართვის სადავეებთან?!  სანამ ამ კითხვაზე პასუხს მივაგნებთ და რაიმეს მოვიმოქმედებთ, მოგვიწევს ლომონოსოვის მასის მუდმივობის კანონისა და მენდელეევის პერიოდული სისტემის რამით ჩანაცვლება. შემდეგ ეტაპზე ტოლსტოის და დოსტოევსკის დაწვამენ და ჭიაკოკონობას გამართავენ. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ოკუპანტთან უკანალით მებრძოლი “გმირები” ამ რეფორმატორი-აღმზრდელების გამოზრდილი არიან” – წერს ხათუნა საგინაშვილი.

- Advertisement -

Leave A Reply

Your email address will not be published.