ფაქტებზე დაყრდნობილი ამბები

გიორგი მასხულიამ ჩაიხანა ბაზარში სოციალურად დაუცველ ბავშვებს უმასპინძლა

0 4,704

გიორგი მასხულიამ ჩაიხანა ბაზარში  საქველმოქმედო ღონისძიება გამართა, რომელზეც ნინო სოხურაშვილის ფონდთან ერთად სოციალურად დაუცველ ბავშვებს უმასპინძლა. ღონისძიებაზე იმღერეს ელა დევლახმა, ჯაჯუ ვარსკვლავაძემ და გიორგი შალვაშვილმა.  ასევე გაიმართა გიორგი მასხულიას, ნინო ქარქუსაშვილის და მარი სარალიძის კოლექციების ჩვენებებიც.

გიორგი მასხულია: მე ავასრულე იმ ულამაზესი ბავშვის ოცნება რაც მთხოვა და მან ჩემთან ერთად გაიარა პოდიუმზე ქართულ სამოსში, რომელიც შემოსა ჩოხა.ჯი ბატონ ნუგზარ კვანტალიანმა. მე ვეცადე, რომ ამ ბავშვების გული ერთი დღით მაინც გამეხარებინა, მე არ ვარ მილიონერი, მე უბრალოდ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს რომლებიც გვერდით დამიდგნენ და ამით ვიგრძენი თავი მდიდარი, მადლობა ყველას თანადგომისთვის ვინც ამ ბავშვების ბედნიერი წუთებისთვის შეიტანეთ წვლილი.

- Advertisement -

Leave A Reply

Your email address will not be published.