ფაქტებზე დაყრდნობილი ამბები

“ჯეირანი” – უცნაური გასართობი სივრცე თბილისში

თბილისში უცნაური და განსხვავებული გასართობი სივრცე გაიხსნა. ფაქტნიუსმა ადგილის შესახებ ძალიან მალე შეიტყო და გადაწყვიტა ინტერვიუ ჩაეწერა ბარი „ჯეირანის“ მფლობელთან გიორგი ბუთიაშვილთან.

0 177

თბილისში უცნაური და განსხვავებული გასართობი სივრცე გაიხსნა. ფაქტნიუსმა ადგილის შესახებ ძალიან მალე შეიტყო და გადაწყვიტა ინტერვიუ ჩაეწერა ბარი „ჯეირანის“ მფლობელთან გიორგი ბუთიაშვილთან.
ბარი ჯეირანი: ივანე თარხნიშვილის ჩიხი #3

  • გამარჯობა გიორგი.
  • გამარჯობა.
  • გთხოვთ მოგვიყვეთ ჯეირანის შესახებ. რითია განსხვავებული ეს ადგილი სხვა ბარებისგან და კაფეებისგან?
  • განსხვავებული და უცხო ბევრი რამაა, აი მაგალითად ჩვენ ძირითადად ორიენტირებული ვართ სამაგიდო თამაშებზე… მართალია ზოგადად ხდება ხოლმე საქართველოში მსგავსი ივენთების მოწყობა მაგრამ ბევრად განსხვავებული და დიდი რაოდენობით გვექნება ჩვენ ეს თამაშები! თანაც ყოველდღიურად. საქართველოში „ჯეირანი“ უცხო ხილია! ჩვენ ვართ პირველი ობიექტი რომელიც ამ მხრივ იმუშავებს! ვგეგმავთ სამოცდაათამდე სამაგიდო და სხვადასხვა თავშესაქცევი თამაშის შემოტანას და ბარის მომხმარებლებისთვის შეთავაზებას! გარდა ამისა კვირაში 5 დღე ჯეირანის წუთები იწყება ბარში!
  • ჯეირანის წუთები? ეს რა არის?
  • ახლავე აგიხსნით! როგორც უკვე ავღნიშნე კვირაში ხუთი დღის განმავლობაში იქნება სპეციალური ივენთი „ჯეირანში“… შემთხვევით შერჩეულ დროს (გვაქვს პროგრამა რომელიც შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპით ირჩევს გარკვეულ დროს) დაიწყება თუარა ჯეირანის წუთები ბარში სპეციალური მუსიკა ირთვება და ყველას ვინც ბარის სტუმარია ატყობინებს ივენთის დაწყების შესახებ! ჯეირანის წუთების დროს ნებისმიერ ბარის სტუმარს შეუძლია ითამაშოს ნებისმიერ სასმელზე ყველასთვის ცნობილი თამაში ჯეირანი! მოგების შემთხვევაში ბარის სტუმარი სასმელს უფასოდ მიიღებს, წაგების შემთხვევაში კი უბრალოდ იმ ღირებულებას გადაიხდის რაც ღირს პროდუქტი…
  • გიორგი ეს წესები მხოლოდ სასმელებს ეხება?
  • არა, შეუძლიათ სნექებზეც ითამაშონ და საჭმელზეც.
  • გიორგი რას გეგმავთ სამომავლოდ?
  • სამომავლოდ ვგეგმავთ ბევრი სხვადასხვა ქვეყნის კერძების შემოტანას ჯეირანში, ასევე ვფიქრობთ რომ მინიატურული კერძებიც დავამზადოთ! კერძის საფასური გაცილებით იაფი იქნება, ხარისხი კი ერთი და იგივე! ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ბარის სტუმრები სრულ კონფორტში გვყავდეს! ვგეგმავთ რომ მომღერლების საღამოები გავმართოთ ცოცხალი შესრულებით რათქმაუნდა! ოღონდ გვინდა რომ გამოცდელ და ნაკლებად ცნობად მომღერლებს მივცეთ შანსი! გამოავლინონ თავაანთი პოტენციალი. ეს სულ ასე იქნება! ჯეირანი არის და ყოველთვის იქნება ახალი ნოვატორული და არაორდინალური იდეების ივენთების და აზრების გენერატორი!
  • ბოლო შეკითხვა! რატომ მაინც და მაინც ჯეირანი?
  • ხო ეს ცოტა უცნაურია (იცინის). საქმე იმაშია, რომ ჩემ ცხოვრებაში ჯეირანი ბევრ რამეს წყვეტს! მაგალითად როცა არ ვიცი ხოლმე როგორ მოვიქცე ქუჩაში ვაჩერებ ადამიანს და ვთხოვ რომ ჯეირანი მეთამაშოს. წაგებაზე და მოგებაზე ფსონებად გადაწყვეტილებებს ვდებ ხოლმე და ასე ძალიან მიმარტივდება! მაგალითად ჩემ შვილს ჯეირანით შევურჩიეთ სახელი, მე ელენე მინდოდა მეუღლეს სოფი.
  • გიორგი მოიგე ის თამაში?
  • ვერა, სოფი ქვია! (იცინის)
  • ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის ბარ „ჯეირანს“ განვითარებას და წინსვლას ვუსურვებ!
  • პირიქით მადლობა ფაქტნიუს ინტერვიუსთვის!
- Advertisement -

ჯეირანის ფეისბუქი გვერდი

Leave A Reply

Your email address will not be published.