ფაქტებზე დაყრდნობილი ამბები

თაკო გიგაური ,,ჩემი ყველაზე დიდი ჯილდო ჩემი ოჯახი და შვილებია“

0 6,882

თაკო გიგაური ,,ჩემი ყველაზე დიდი ჯილდო ჩემი ოჯახი და შვილებია“
თაკო გიგაური სამოდელო სააგენტო ნიუ მოდელს და სახელოვნებო სტუდია მარიას ხელმძღვანელობს, ყოფილ მოდელს წარსულში საინტერესო სამოდელო კარიერა ქონდა იგი ხშირად ღებულობდა დიზაინერების ჩვენებებში მონაწილეობას როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეშე. თაკო გიგაურს ყავს მეუღლე და ორი შვილი. სწორედ დაოჯახების შემდეგ თაკომ გადაწყვიტა აქტიურ სამოდელო კარიერის შემდგომ მომავალი თაობისთვის გაეზიარებინა საკუთარი გამოცდილება და მან კულტურული განათლების კერა სამოდელო სააგენტო ნიუ მოდელს და სახელოვნებო სტუდია მარიაა დაარსა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს ქალაქ თბილისში თაკოს სტუდიებში მოდელის პროფესიის გარდა ბალეტი, მხატვრული ტანვარდიში, ქართული ცეკვა და სიმღერა ისწავლება.
თაკო გიგაური: ,, განსაკუთრებული მხიარული ბავშვობა მქონდა , ვფიქრობ , რომ ბავშვობის ოცნება ამიხდა, ბავშვობიდან ვოცნებობდი მოდელობაზე და ეს ოცნება ამიხდა, პროფესია , რომელიც სამომომავლოდ ავირჩიე ეს გახლდათ ოჯახთან შეტანხმებული, ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ უმაღლესის დამთავრების შემდეგ მივხვდი, რომ რადიკალურად განსხვავებული პროფესია დავამავრე. უკვე ზრდასრულ ასაკში დავრწმუნდი , რომ ხელოვნება უფრო მეტად მიზიდავდა.“
თაკო გიგაურის სახელოვნებო სტუდიაში დრეს 100 მდე ბავშვი ეუფლება სამოდელო კარიერას, ცეკვას, სიმრერას და ტანვარდიშს. თაკო კიგაური ასევე ფლობს რამოდენიმე ბავშვთა სილამაზის კონკურსის ლიცენზიას საქარტევლოში, რომელსაც წარმატებით ახორციელებს ყოველ წლიურად. ესენია მის პრინცესა საქართველო, მის და მისტერ სტარ ბეიბი, და მის სკოლა. თაკო გიგაურს და მის სტუდიას მიღებული აქვს უამრავი დიპლომები, სერტიფიკატები და მადლობის სიგელები, რომელთგანაც მკვეთრად აღსანიშნავია ,,ივერია ბრილიანტის დიპლომი და ორდენი“ და ასევე ,,პერსონა 2018“ ტიტული კულტურის და ხელოვნების განვითარებისთვის. ის აგრეთვე გახლავთ ბრენდ პერსონა 2019. თაკო და მისი აღსაზრდელები ხსირად მოგზაურობენ სხვადასხვა ქვეყნებში მიწვევით ბავშვთა სილამაზის კონკურსებზე და ფესტივალებზე და ისინი უმეტესად გამარჯვებულები ბრუნდებიან საქართველოში.
თაკო გიგაური: ,, იურიდიული ფაკულტეტის წითელ დიპლომზე დამტავრების შემდგომ ერთი წელი ერთერთ სამინისტროში იურისტად ვმუშაობდი, ეს იყო პერიოდი ,როდესაც ზალიან არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს, მე ვთვლი , რომ ეს არ იყო ჩემი კარიერის დასაწყისი, ჩემი კარიერა დაიწყო სამოდელო სფეროში, რომელსაც დღემდე აქტიურად ვაგრძელებ ბავშვებთან ურთირთობით.“
თაკო გიგაურისთვის ყველაზე დიდი ღირსება ოჯახია, იგი თვლის, რომ რომ არა შვილები ბავშვებთან ურთიერთობა სახელოვნებო სტუდიასი გაუჭირდებოდა, მისი შვილები მისავე დაარსებულ სტუდიაში ეუფლებიან ხელოვნებას და კულტურას.
თაკო გიგაური: ,,ჩემი ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემი შვილები და უკვე შემდგომ პატრიარქის ლოცვა კურთხევით ღირსების ორდენი და პერსონა 2018 – ტის ტიტული კულტურის სფეროში

- Advertisement -

Leave A Reply

Your email address will not be published.