ფაქტებზე დაყრდნობილი ამბები

ქრისტინე კაპანაძე: ,,ჩემი მიზანია ინდოეთში გავხდე ცნობილი მოცეკვავე და მსახიობი”

0 3,659

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წელს უკვე მეექვსედ გაიმართება და ტრადიციულად სფეროს განვითარებისთვის 50 ადმიანს დააჯილდოებს, რომელთა შორის გახლავთ არაჩვეულებრივად ნიჭიერი ინდური ცეკვების ოსტატი ქრისტინე კაპანაძე. პერსონას დაჯილდოების გალა ივენთი 20 დეკემბერს სასტუმრო გრანდ მეტეხი პალასში გაიმართება.

ქრისტინე კაპანაძე 14 წლის თბილისიდან, 5 წლიდან ცეკვავს ინდურ ცეკვებს, მომწონს მათი კულტურა და ტრადიცია. დღესდღეობით თბილისში აქვს საკუთარი სტუდია განგა, სადაც ასწავლის ინდური კულტურით და ცეკვით დაინტერესებულ ბავშვებს.. ასევე გახლავთ ინდური სამოსის დიზაინერი, ეს მისთვის ახალი სფეროა თუმცა მან უკვე მოასწრო ორ მოდის კვირეულზე ანაკლია ფეშენ ვიქზე და რეგიონ მოდის კვირეულზე  საკუთარი კოლექციის გატანა, სადაც მოდის ბლოგერებისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა. ინდური ცეკვების უბადლო სემსრულებელი ქრისტინე კაპანაძე ფიქრობს , რომ ამ სფეროშიც წარმატებული გახდება. 

- Advertisement -

ქრისტინე კაპანაძე: ,,ჩემი წარმატების და ჩემი წინსვლის საფუძველი ჩემი ოჯახია . ჩემი ოჯახის წევრები ყველაფერში გვერდში მიდგანან, დღეს თუ რამეს წარმოვადგენ მათი დამსახურებაა. ჩემი ჰობია ფორტეპიანოზე დაკვრა, თავისუფალ დროს მიყვარს წიგნები კითხვა, ვარ მე-10კლასში. მყავს ძმა ილია, რომელიც რეპავს ლექსენთან ერთად, მას ზედმეტსახელად ილია კაპო უწოდეს. ჩვენს ოჯახს ,,ნიჭიერების ბუდეს” ეძახიან.” დედა ილონა ღოღაძე ცნობილი ადვოკატია ხოლო ჩემი ბებია ანა ლენორმანი ცნობილი ასტროპარაფსიქოლოგია.”

რატომ დაინტერესდი ინდური კულტურით და ინდური ცეკვით?

ბავშვობიდანვე მომწონდა ჟრელი ფერები, მრავალფეროვნება განსხვავებული ტრადიციები და კულტურა, ყველაზე ახლოს ჩემტვის ინდური კულტურა და ტრადიციები ღმოჩნდა, პირველად ინდური ცეკვა ვნახე ინდურ ფილმში , რომელიც ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე , რომ ინდური ცეკვა შემესწავლა. ინტერნეტში ვუყურებდი ინდურ ცეკვებს ვსწავლობდი ილეთებს და შემდგომ დამოუკიდებლად ვდგამდი ცეკვებს, ასევე ამ ცეკვებში ვიყენებ საკუტარ იმპროვიზაციასაც.

მოგვიყევი შენი წარმატებების შესახებ, რომელიც ასე მრავლად გაქვს

ინდურ სფეროში მოღვაწეობის მანძილზე მაქვს ბევრი ჯილდო და ტიტული. ვარ პროექტ ,,შენ შეგიძლია ცეკვას” მონაწილე და ,,ნიჭიერის” ნახევარფინალისტი. მიღებული მაქვს პიონერფილმისგან ჩარლი ჩაპლინის დიპლომი. 2017 წელს პირველი ადგილი ავიღე Fiestalonia Georgia-ში. 2018 წელს პროექტში ,,ბიზნეს ლედი” მივიღე ,,პატარა ბიზნეს ლედი 2018” წოდება. 2019 წლის იანვარში მონაწილეობა მივიღე პროექტ World Rising Star-ში, სადაც მივიღე ტიტული ,,Best Dancer 2019”. 2019 წელს ასევე მონაწილეობა მივიღე პროექტში Best Princess & Prince of the world, მივიღე ტიტული ,,Miss Europe 2019”. მიმდინარე წელს მივიღებ საქარტველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია  ,,პერსონა 2019” -ის ჯილდოს ინდური კულტურის პოპულარიზაციისათვის . დაჯილდოვებული ვარ დიპლომით საერთაშორისო ფესტივალში ,,გაზაფხულის რიტმები” მაღალი საშემსრულებლო ოსტატობოსათვის. საქართველოში პირველად შეიქმნა ინდური ხაზი, ჩემი ლუქები ექსკლუზიურად ანაკლიაში, ფეშენ ვიქზე გავიდა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა, გადმომეცა ტიტული ,,წლის ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა დიზაინერი”. აქტიურად ვარ ჩართული მერიისა და გამგეობის გამართულ ღონისძიებებზე. ასევე აქტიურად ვთანამშრომლობ ინდოეთის საელჩოსთან. საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირისგან მიღებული მაქვს არტ-ფოლკის დიპლომი და საერთაშორისო ხარისხის იუნესკოს სერთიფიკატი. მაქვს ქორეოგრაფ-რეპეტიტორის წოდება. ამ წელს ასევე მივიღე Best Fashion Laurete-ის წოდება.

როგორი იყო ეს წელი თქვენთვის?

ეს წელი ჩემთვის ,,განვითარების წელი” იყო, ამ წელს პირველად წავედი ინდოეთში საქმიანი ვიზიტით და ქორეოგრაფებისგან მაღალი შეფასება მივიღე. სულ ახლახანს ინდოეთიდან ისევ მომივიდა ფესტივალზე მონაწილეობის მოწვევა, კიდევ ერთხელ ვაპირებ ვესტუმრო ჩემს საყვარელ ქვეყანას და კიდე მივიღო ტიტულები. ინდოეთში პირველად ჩასვლის დროს ქორეოგრაფმა დევეშ მირჩანდანმა ჩემს ცეკვას მაღალი შეფასება მისცა და ამან უფრო დიდი სტიმული მომცა იმის რომ ვიბრძოლო მიზნისთვის და უფრო მეტად განვვითარდე. ჩემი მიზანია ინდოეთში გავხდე ცნობილი მოცეკვავე და მსახიობი, ასევე ძალიან მინდა მქონდეს ჩემი ბუწიკები. ჩემი დევიზია: იბრძოლე გამარჯვებისთვის, იარე მხოლოდ წინ და წინ!”

Leave A Reply

Your email address will not be published.