ფაქტებზე დაყრდნობილი ამბები

შესაძლოა ტრამპს იმიჩმენტიგამოუცხადონ

0 627

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„ყველაფერი რაც ახლა ხდება, აშშ-ის პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი თაღლითური სქემაა. დემოკრატებს სურთ, წაგართვან იარაღი, ჯანდაცვა, ხმის უფლება, თავისუფლება, მოსამართლეები. მათ ყველაფრის წართმევა სურთ. ჩვენ ამას არასოდეს დავუშვებთ. ჩვენ ვცდილობთ, გავაშროთ ეს ჭაობი, იმიტომ რომ სასწორზე ჩვენი ქვეყანა დევს. ყველაფერი ძალიან მარტივია: ისინი ჩემს შეჩერებას ცდილობენ, ვინაიდან მე თქვენთვის ვიბრძვი. ეს არასოდეს მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა. 

 

- Advertisement -

 

 

აშშ-ის დაზვერვის თანამშრომელმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა, რომელიც მისი და ერთ-ერთი უცხოელი ლიდერის საუბარს ეხებოდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს ლიდერი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი იყო.

ჩანაწერის თანახმად, ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის საკითხი განიხილა. აშშ-ის კონგრესის დემოკრატმა წევრებმა კი გამოთქვეს ვარაუდი, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.

ამის შემდეგ თეთრმა სახლმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის ლიდერ ვოლოდიმერ ზელენსკის შორის 25 სექტემბერს შემდგარი სატელეფონო საუბრის სტენოგრამა (.pdf) გამოქვეყნა. მანამდე კი თავად ზელენსკიმაც დაადასტურა, რომ სატელეფონო საუბრისას ტრამპი მას ბაიდენზე ზემოქმედებისკენ არ უბიძგებდა.

მიუხედავად ამისა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ნაწილმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა დაიწყო. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას იმპიჩმენტის შესახებ ამერიკელების 47% მხარს უჭერს.

Leave A Reply

Your email address will not be published.