ფაქტებზე დაყრდნობილი ამბები

სალომე მირიანაშვილი ვარშავაში სოლო კონცერტს გამართავს

0 3,857

ახალგაზრდა ქართველი მომღერალი სალომე მირიანაშვილი ვარშავაში სოლო კონცერტს გამართავს, კონცერტი ვარშავაში საქართველოს დღების ფარგლებში გაიმართება. რომლის ორგანიზატორი ვარშავაში საქართველოს საელჩოსთან  ერთად ემიგრანტი ლევან დუმბოვსკი გახლავთ. კონცერტს ვარშავაში მცხოვრები ემიგრანტები, საკონსულო და ცნობილი ვარშაველები დაესწრებიან. ორგანიზატორი ლევან დუმბოვსკის განცხადებით, ვარშავაში ქართულ დღეებს პოლონური პრესა გააშუქებს. ღონისძიების ფარგლებში ქართველი დიზაინერების ჩვენება და ქართული კერძების გამოფენა შედგება. სალომე მირიანაშვილი ვარშავაში უკვე მეორედ მიემგზავრება.

ღონისძიებას საქრთველოდან ქრთული გვარების სამეფო კლუბის პრეზიდენტი და დაჯილდოების ცერემონია პერსონას დირექტორი იოსებ კავკავაშვილი დაესწრებიან

- Advertisement -

შეგახსენებთ, რომ სალომე მირიანაშვილი საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის დისქავერ სილქ როუდ სთარის გმარჯვებულია, იგი ასევე გახლავთ ვოის პერსონა საქართველო 2019.  საქართველოს ვარსკვლავის და სხვა კონკურსების მონაწილე.

Leave A Reply

Your email address will not be published.