ფაქტებზე დაყრდნობილი ამბები

ლიზი მამულაშვილი პერსონა 2019 ის ტიტულს რეგიონში კულტურის განვითარებისთვის მიიღებს

0 5,880

30 ოქტომბერს საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდდდოების ცერემონია პერსონა 2019 ის შუალედური ღონისძიება გაიმართება, რომელიც წელს უკვე მეექვსედ ქვეყნის 50 წარმატებულ ადამიანს სხვადასხვა სფეროდან გამოავლენს. შეგახსენებთ რომ პერსონას ტიტული სხვადასხვა წლებში მიღებული აქვთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც არიან ნანი ბრეგვაძე, ლეილა აბაშიძე, კახი კავსაძე, მანანა თოდაძე, გიორგი უშიკიშვილი, მარიკა კვალიაშვილი და სხვვები.   როგორც გასულ წლებში წელსაც წარმატებულ ადამიანებს სპეციალური 21 ადამიანისგან შემდგარი ბორდი გამოავლენს ,  რომელშა შორის გახლავთ უზომოდ ნიჭიერი დიზაინერი ქალაქ გორიდან ლიზი მამულაშვილი. ლიზი მამულაშვილს დამთავრებული აქვს საქართველოს სამხატვრო აკადემია. სხვადასხვა წლებში მუშაობდა არასამთავრობო სექტორში.  ლიზი  ასევე  არაჩვეულებრივად ხატავს გაკეთებული აქვს რამოდენიმე პერსონალუუური გამოფენა.  დიზაინერი ბევრი წელია საკუთარ ტანსაცმლის ხაზე ქმნის , რომელსაც გორელ ქალბატონებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმატებული ქალბატონები იცვამენ. იგი ხშირად ღებულობს მონაწილეობას ჩვენებებში  და სილამაზის კონკურსებში.  მან აგრეთვე მონაწილეობა მიიღო რეგიონ ფეშენ ვიკზე, სადაც მისი ლუქებით უცხოელი  მოდის აგენტები დაინტერესდნენ და  საზღვარგარეთ მიიწვიეს კიდევაც. ლიზი მამულაშვილი პერსონა 20199 ტიტულს მიიღებს რეგიონში შემოქმედების განვითარებაში და საუკეთესო დიზაინერობისათვის. სპეციალური ტიტული კი დეკემბრის თვეში დიპლომის სახით გადაეცემა გრანდიოზულ ღონისძიებაზე.  შეგახსენებთ რომ აღნიშნული ტიტული გასულ წელს ცნობილმა დიზაინერმა ნათია არველაძემაც მიიღო.  წელს აგრეთვე საუკუნის პერსონის ტიტულს მსახიობი თამარ სხირტლაძე და მომღერალი გიული ჩოხელი მიიღებენ.

- Advertisement -

 

Leave A Reply

Your email address will not be published.