ფაქტებზე დაყრდნობილი ამბები

დააკავეს ქალი რომელმაც პეკინზე ბავშვი დაჭრა

0 1,781

თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვან ბავშვს სავარაუდოდ ქალმა ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენა.

როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი ქალი იყო და ის ადგილიდან მიიმალა. თუმცა სამართალდამცველების სამძებრო ღონისძიებების შედეგად იგი ამ დილას დააკავეს.

- Advertisement -

მცირეწლოვანი სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება არასრუწლოვნის მიმართ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

Leave A Reply

Your email address will not be published.