ფაქტებზე დაყრდნობილი ამბები

სავარაუდოდო johnson baby- კიბოს აჩენს

0 10,112

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა კომპანია Johnson & Johnson-ის საქმეზე იმის დასადგენად, იცოდნენ თუ არა კომპანიის წარმომადგენლებმა პროდუქტში კანცეროგენების შემცველობის შესახებ, გამოძიება დაიწყო.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ვაშინგტონში იკვლევენ კონკრეტულ დოკუმენტებს, რომლითაც დადგინდება, რა ინფორმაციას ფლობდნენ კომპანიის წარმომადგენლები საბავშვო ტალკის შემადგენელი საშიში ნივთიერებების შესახებ.

- Advertisement -

საბავშვო ტალკი  Johnson & Johnson-ის ერთ-ერთი პოპულარული პროდუქტია. მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე კომპანიის წინააღმდეგ 14, 000 სასამართლო სარჩელი მომზადდა. მომხმარებლები ირწმუნებოდნენ, რომ ტალკი საკვერცხის კიბოსა და მეზოოთელიომას იწვევს.

კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობენ და Johnson-ის საბავშვო ტალკი კიბოს გამომწვევ ნივთიერებებს არ შეიცავს.

Johnson & Johnson-ის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა მიმდინარე წლის მაისში ოკლაჰომას შტატშიც დაიწყო. პროკურორი კომპანიას სინთეტური ნარკოტიკის ეპიდემიის გაღვივებაში ადანაშაულებდა.

მანამდე კი კომპანიას $29 მილიონის გადახდა მოუწია ქალისთვის, რომელიც Johnson & Johnson-ს ფილტვების დაავადების გამომწვევი ტალკის წარმოებაში ადანაშაულებდა.

წყარო:Forbes

ავტორი:პაპუნა პავლე კახიძე

Leave A Reply

Your email address will not be published.