ფაქტებზე დაყრდნობილი ამბები

კახა კალაძემ პარკირების რეფორმის დაწყების დრო დაასახელა

0 632

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ზონალურ პარკირებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს უპასუხა.

- Advertisement -

„მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ, ეს არის ზონალური პარკირების შემოღება. სამწუხაროდ, ამ რეფორმას, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, ბევრი ადამიანის მხრიდან არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა. გვინდა, კიდევ ერთხელ ავუხსნათ საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს დედაქალაქში პარკირების სისტემის მოწესრიგება, როგორც ეს ევროპის განვითარებულ ქალაქებშია. ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ. ვცდილობთ, საუკეთესო მაგალითები გადმოვიტანოთ იმ ქალაქებიდან, სადაც ეს სისტემა დანერგილია. ზონალურ პარკირებას მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგების პარალელურად განვახორციელებთ. ეს გულისხმობს როგორც ავტობუსების შემოყვანას, ასევე, მეტროს ვაგონების მოდერნიზება-განახლებას.

მეტროს ვაგონებს თებერვალში ოთხი ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატება, რაც დამატებით, მეტი მგზავრის გადაყვანისა და პიკის საათებში მოცდის დროის შემცირების შესაძლებლობას მოგვცემს. ეს რეფორმები და ღონისძიებები საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას გაზრდის. აღსანიშნავია, რომ მგზავრთა რაოდენობა მეტროში 25%-ით არის გაზრდილი. მეტროს ვაგონების დამატებისა და ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ყველაზე სწრაფი, კომფორტული და პოპულარული გახდება. ჩვენი ყველა რეფორმა დედაქალაქის განვითარებას, მოწესრიგებას, ცხოვრებისა და გადაადგილებისთვის მის კომფორტულ გარემოდ გადაქცევას ემსახურება. ვიცით, რომ უამრავი პრობლემაა, მაგრამ ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემები ეტაპობრივად მოვაგვაროთ. ქალაქში არსებული პრობლემების მიმართ ჩვენი ხედვები და დამოკიდებულება ამ ერთი წლის განმავლობაში უკვე განხორციელებული თუ მომავალში დაგეგმილი პროექტებითაც კარგად ჩანს. ამ რეფორმების შედეგად თბილისი ყველაზე კომფორტული, მოწესრიგებული, კეთილმოწყობილი და უსაფრთხო ქალაქი გახდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დედაქალაქში პარკირების საათობრივი საფასური, სავარაუდოდ, სულ ცოტა, 50 თეთრიდან დაიწყება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ღირებულება გაიზარდოს.

ზონალური და საათობრივი პარკირება 1 ივლისიდან ამოქმედდება. ვისთვის არ იქნება თბილისში საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა სავალდებულო, წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ასევე ცნობილია, რომ დედაქალაქის საზღვრებში დგომა – გაჩერებისა და პარკირების წესების დაცვის მიზნით, ადმინისტრაციული პას

Leave A Reply

Your email address will not be published.