Just another WordPress site

Levan Dumbowski will get “Persona 2019″‘s title – ლევან დუმბოვსკი პერსონა-2019 -ის ტიტულს მიიღებს

0 2,111

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია ,,პერსონა 2019“ -ის საზეიმო მიების ცერემონია ამა წლის მაისის ბოლოს გაიმართება, პროექტის ბორდმა , რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ ორგანიზაცია „ქართული გვარები“-ს პრეზიდენტი ინგა სიორიძე ,,პერსონა 2019“ ზე წარდგენილი წარმატებული ადამიანების გამოვლენა უკვე დაიწყო. პროექტს 2019 წელს ორგანიზაცია ქართული განათლება და ორგანიზაცია ქართული გვარები წარადგენენ. პროექტის იდეის ავტორი და დირექტორი კი ჟურნალისტი და პროდიუსერი იოსებ კავკავაშვილი გახლავთ. პროექტის ფარგლებში საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც ჯილდოვდებიან მიღწეული წარმატებისთვის, ერთერთი ასეთი თვალსაჩინო მაგალითი კი ბატონი ლევან დუმბოვსკი გახლავთ, რომელიც  წარდგენილია პერსონა 2019 – ზე  ემიგრაციაში ქართული ტრადიციების, კულტურისა და ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის პერსონა 2019.
ლევან დუმბოვსკი დაიბადა 1975 წელს, ქ.თბილიში. კულინარია, მისი ბავშობის დიდი სურვილი და მისწრაფება იყო. 15 წლის ბიძამ  მოსკოვში წაიყვანა და მიიყვანა ბატონ არჩილ გომიაშვილთან, რესტორან „12 საკმში“. საიდანაც დაიწყო მისი კულინარიული მოღვაწეობა, სწორედ ამ რესტორანში  შეისწავლა ქართული სამზარეულო და ნამდვილი გემოვნების შეხამება. ლევანი 17 წლის დაბრუნდა თბილისში და დაიწყო მუშაობა ბატონ კოტე კაპანაძესთან ელიტალურ კლუბ-რესტორან „ოლიმპიკ“-ში, ერთი წლის მუშაობის თავზე, შემოთავაზება მიიღო ბატონ ჰამლეტ ხუციშვილისაგან, რათა თანამშრომლობა დაეწყო რესტორან „გორაძირ“-ში, სადაც რეტორნის მენიუში საავტორო კერძები შეიტანა. აქვე პირველად ქართული რესტორნის სივრცეში, მენიუში შევიდა ახალი კერძი „მადამ ბოვარი“, რომლის ნამდვილი სახელწოდებაა „მადამ ბარი“, მაგრამ სახეცვილება სახელწოდებაში ავტორმა შეიტანა, რომელიც დღემდე უცვლელად დარჩა ქართული მომხმარებლის სივრცეში, მანვე „მადამ ბოვარი“-ს იგრედიენტში შეიტანა ღორის სუკი. ამ პერიოდში, ქალაქს მოედო „მადამ ბოვარი“ და უკეთესი ანაზღაურებით ახალი შემოთავაზებაც გაჩნდა, რასაც მოყვა რესტორან-კლუბ „კოსმოს“-ში გადასვლა. შემდგომი ნაბიჯი იყო „შობა“, სადაც 1 წელიწადი იმუშავა, აქვე ჩატარდა კულინარიული კონკურსი და გაიმარჯვა კიდევაც. შემდგომ კი მუსაობდა  ქალბატონ თინათინ ზარდიაშვილთან, ქართულ ეთნოგრაფიული სახლ-მუზეუმთან არსებულ რესტორან „თამადა“- ში. 2005 წელს პოლონეთში გახსნა რესტორანი „კავკასიური სახლი“, რომელმაც მომენტალური აღიარება ჰპოვა ქ.ვარშავაში. 2015 წელს სასომხეთში, კერძოდ ქ.ერევანში ქვეყნის მაშტაბით ჩატარდა კულინარიული კონკურსი, რომელშიც 250 მაღალი კატეგორიის მზარეული მონაწილეობდა, როგორც სასომხეთიდან ასევე ევროპის სხვა და სხვა ქვეყნიდან. მან ეს კონკურსი გაიმარჯვა, წითელ წიგნში შეტანილი თევზ- სევანის იშხანით, მოამზადა 49 სახის კერძი, რომელმაც მანამდე არსებული ყველა რეკორდი მოხსნა. ამავე პერიოდში გახსნა ქ.ერევანში საკუთარი რესტორანი „ლეოს მარანი“, რომელიც წარმატებული და პოპულარული გახდა სასომხეთში. უკეთესი ბიზნეს თვალსაზრისით, 2019 წელს ქ.ვარშავას ცენტრში, ისევ გახსნა ახალი ქართული თონე რესტორანი, იგივე სახელწოდებით “LEO’S MARANI” („ლეოს მარანი“), სადაც მზადება ძველი ტრადიციული ქართული და სომხური სამზარეულო, მათ შორის საავტორო კერძები. ეს გახლავთ, პოლონეთში პირველი ღია სამზარეულო, სადაც მობრძანებული სტუმრები თვალს ადევენებენ, როგორ მზადდება მათ მიერ შეკვეთილი კერძები. 44 წლის ასაკში, მას კულინარიის სფეროში 30 წლის პროფესიული გამოცდილება აქვს და ამდენივე წელი, ქართული კულტურის, ხელოვნების და სამზარეულოს სახელს აცნობს სხვა და სხვა ქვეყანას. ის გახლავთ, მაღალი კლასის მზარეული.

Georgian’s successful people’s rewarding ceremony “Persona 2019”’s ceremonial reception will be held in this year’s May. Project’s leader is organization named “Georgian Surnames” whose president is Inga Sioridze. “Persona 2019” has already begun presenting successful people’s display. In 2019, Project will be displayed by organizations “Georgian Education” and “Georgian Surnames”. And the project’s idea’s author and director was journalist and producer Ioseb Kavkavashvili. The project does not include only Georgia, it also includes successful and respected people who are abroad. And one of the best example of it is Levan Dumbawski, who is presented at “Persona 2019”.

Levan Dumbowski was born in 1975, in Georgia, Tbilisi. Becoming a cook was his childhood dream. When he was 15 years old, his uncle brought him in Moscow to Archil Gomiashvili to the restaurant “12 Sakmi”. It was the beginning of his cookery life. He learnt about Georgian cookery in his life for the first time and it continued for 2 years. When he was 17, he returned in Tbilisi and started working with Kote Kapanadze in club-restaurant named “Olimpic”. After working for a year, he was asked by Hamlet Khutsishvili to work in a restaurant named “Goradziri” where he presented main dishes in menu. Apart from that, there was made a new dish which was included in menu and its name was “Madame Bovary” whose real name is “Madame Barry”, but the change in the name was made by author which stayed invariable. He also included “Pig’s Suki” in “Madame Bovary’s ingredient. In a short space of time, everyone heard about “Madame Bovary” and there was a new offerings with better payments. They went in restaurant-club named “Cosmos” this time. The next step was “Christmas” where he worked for 1 year. Cooking competition also took place here and he won it. After that, he was working with Tinatin Zardiashvili in restaurant named “Tamada” which was near Georgian ethnographical museum. In 2005 he opened a new restaurant in Poland named “Caucasian House” which was quickly respected and acknowledged in Warsaw. In 2015 another cooking competition took place in Armenia, Yerevan which included the whole country where 250 high skilled cook participated and they were not only from Armenia but from Europe too. Levan won that competition as well. He made 49 different dishes with fish “Sevan”’s ishkhan which is in “IUCN Red List”. He could do something that no one did in the past. He opened his own restaurant in Yerevan named “Leo’s Marani” which became successful and popular in Armenia. He had a better business plan so he opened a new Georgian Tone restaurant in Warsaw which was also named as “Leo’s Marani”. There was made an old traditional Georgian and Armenian dishes. This was the first restaurant in Poland which would let guests to watch how their dishes were made. When he was 44 he already had 30 year experience in cookery. He is a real high skilled and amazing cook.

Leave A Reply

Your email address will not be published.