Just another WordPress site

Freedom House-მა შეცდომა დაუშვა

0 34

11 აპრილს, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების თვალსაზრისით ტენდენცია გაუარესებულია, რის დასტურადაც ორგანიზაციას რამდენიმე მცდარი ფაქტი ჰქონდა მითითებული. მათ შორის ის, რომ თითქოს დაიხურა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი, რომელიც პირდაპირ ეთერში პარლამენტის სხდომებს გადასცემდა.

ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ „საზოგადოებრიი მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ ანგარიშში მოყვანილ ფაქტს უხეში შეცდომა უწოდა.

„როგორც ჩანს, „ფრიდომ ჰაუსის“ ინფორმატორებმა მეორე არხს არასასესიო კვირაში უყურეს ან განზრახ არასწორი ინფორმაცია მოიგონეს. „ფრიდომ ჰაუსის“ ინფორმაცია, რომ მეორე არხზე პარლამენტის სხდომები აღარ გადაიცემა, უბრალოდ ტყუილია. ვფიქრობ, ყველასთვის თვალსაჩინო ფაქტის ასეთი გაყალბება, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

13 აპრილს ორგანიზაციამ თავის ანგარიშში შეცდომა გაასწორა და აღნიშნა, რომ დოკუმენტის ადრეულ ვერსიაში არასწორად განაცხადა, თითქოს საზოგადოებრივი მაუწყებლის GPB-ის მეორე არხი დაიხურა, “არხი დღესაც ოპერირებს, თუმცა მისი კონტენტი შემცირდა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

Leave A Reply

Your email address will not be published.