Just another WordPress site

Diessel – გამოგვყევი ახალი სტილი თბილისში

0 1,396

მეამბოხე სტილით შემოსული ბრენდი – გაყევი Diesel-ს, გახდი გამორჩეული!
ტანსაცმლის პრესტიჟული იტალიური ბრენდი Diesel უკვე ოფიციალურადაა საქართველოში. მაღაზიით, რომელიც 19 მარტს თბილისში ჭავჭავაძის #50-ში გაიხსნა, ბრენდს ჩაცმის სრულიად ახალი ტენდენციები შემოაქვს.
საქართველოში Diesel აგრძელებს ახალ სოციალურ კამპანიას „გამოგვყევი“, რომლის მთავარი მიმართულება მეამბოხე, cool სტილია. ამით ის ანგრევს არსებულ სტერეოტიპს, რომ ჩაცმა მხოლოდ Influencer-ების საქმეა.
„თბილისში წარმოდგენილი პროდუქტი იმ კოლაბორაციის შედეგია, რომელიც ჩვენსა და ბრენდის ოფიციალურ მხარესთან შედგა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა Diesel საქართველოში ორიგინალი სამოსით იქნება ბაზარზე. ჩვენ ვაგრძელებთ ბრენდის ახალ კამპანიას „Be a Fallower”, რაც ქართულად ითარგმება, როგორც „გამოგვყევი“. მომხმარებელს ამით მოვუწოდებთ, რომ არ დაკარგონ დიდი დრო იმაზე ფიქრში, თუ რა ჩაიცვან, უბრალოდ იყვნენ Diesel-ის მომხმარებლები და გახდნენ გამორჩეულები“, – აცხადებს Diesel-ის მენეჯერი გიორგი ლოხიშვილი.
მოლაპარაკებები ბრენდთან დაახლოებით 1 წელი მიმდინარეობდა. ამ პერიოდში ტექნიკური და მაღაზიასთან დაკავშირებული დეტალები, დაწყებული ლოკაციიდან, დამთავრებული დიზაინითა და ავეჯით, ქართულმა წარმომადგენლობამ მთლიანად იტალიურ მხარესთან შეათანხმა. ამ პროცესის გავლა Diesel-ის მოთხოვნებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო, რაც საქართველოში ბრენდის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კომპანია Mega Sport-მა ზედმიწევნით შეასრულა.
„ბრენდის ძირითადი მოთხოვნები სწორ ფინანსურ გათვლებსა და ბაზრის ანალიზს შეეხებოდა. ამისთვის ქართულმა მხარემ შესაბამისი სამუშაოები ჩაატარა. სრულყოფილი ბიზნეს-გეგმის შექმნასთან ერთად ბაზრის შესწავლა მიმდინარეობდა და გამოიკვეთა, რომ საქართველოში Diesel-ზე მოთხოვნა დიდია. ასევე გავიარეთ თითოეული დეტალი, რომელიც მაღაზიის მდებარეობასა და დიზაინს ეხებოდა. ავეჯიც კი, რომლითაც მაღაზია გაფორმდა, თავად ბრენდის დიზაინერებმა შექმნეს. შესაბამისად, თბილისში ჩვენი ხარისხის ყველა სტანდარტი Diesel-ის მოთხოვნებთან აბსოლუტურ შესაბამისობაშია“, – განმარტავს Mega Sport-ის დამფუძნებელი დავით ჩხეიძე.
2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ინსპირაცია Diesel-ის დიზაინერებმა ლონდონის ანდერგრაუნდიდან აიღეს, რის გამოც მას ელექტრონულ მუსიკასთან შინაარსობრი კავშირი აქვს. ამიტომ კომპანიის მენეჯერებმა მაღაზიის გახსნის აღნიშვნა ღამის კლუბთან Khidi ერთად გადაწყვიტეს. მომხმარებელს, მეგობრებსა და სტუმრებს Diesel-მა 3 მაისს, ივენთზე Diesel Night With Involve Records უმასპინძლა.
ღონისძიება Diesel Night at Khidi თავად ლეიბლის სულისჩამდგმელმა, ესპანელმა დიჯეიმ და თანამედროვე ეისიდ ტექნო ჟღერადობის ერთ-ერთმა წამყვანმა ფიგურამ REGAL მა გახსნა. ივენთზე დაუკრა ფრანგმა დიჯეიმ, FABRIZIO RAT-მა. მათთან ერთად სტუმრების განწყობაზე INVOLVE RECORDS-ის ოჯახის წევრი და ლეიბლ FIDES-ის დამაარსებელი Giuseppe Maffei ზრუნავდა.
G2-ში კი 18 წლიანი ბრწყინვალე კარიერის მქონე, მადრიდში დაფუძნებული არტისტმა Eduardo de la Calle-მ დაუკრა, ხოლო მას ქართველი არტისტი ლუკა მეტრეველი, ელექტრო ჰაუს პროექტით L8, უწევდა მასპინძლობას.
ივენთის სტუმრებს შორის ქართული მოდისა და შოუ-ბიზნესის არაერთი წარმომადგენელი იყო. მათ შორის გიორგი ვარდოსანიძე, თამთა შედანია, კრისტი ყიფშიძე და ლიკა ქორქია. არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა მათგან Diesel-ის სახეები შეირჩეს. თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას ამ დროისთვის არც ბრენდის და არც ინფლუენსერების მხარე ადასტურებს.
„Diesel-ს ჩემს ყოველდღიურ ჩაცმის სტილში განსაკუთრებული ადგილი აქვს. უკვე ვსტუმრობდი მის მაღაზიას ჭავჭავაძის გამზირზე და ახალი კოლექციიდან პირველი შენაძენი გავაკეთე, რაც ჩემს Instagram გვერდზეც გავუზიარე საზოგადოებას. რაც შეეხება ჩემი და ბრენდის თანამშრომლობას, ამ დროისთვის დადსტურებულად ვერაფერს გეტყვით, თუმცა ყველაფერი მოსალოდნელია“, – აცხადებს მოდელი და ტელეწამყვანი ლიკა ქორქია.
ცნობილია, რომ 2019 წელს Diesel თბილისში მეორე მაღაზიის გახსნასაც გეგმავს. კომპანიის წარმომადგენლებს მომხმარებლისთვის სიურპრიზის გაკეთება აქვთ გადაწყვეტილი და დეტალებს ჯერჯერობით არ ამხელენ. თუმცა, დამფუძნებლები აანონსებენ, რომ ახალ მაღაზიას კიდევ უფრო გამორჩეული, სრულიად უნიკალური 3D კონცეფცია ექნება.
Diesel ტანსაცმლის იტალიური ბრენდია, რომელიც ძირითადად ჯინსის სამოსით არის ცნობილი. იგი როგორც ქალის, ისე მამაკაცის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, სუნამოსა და აქსესუარების ხაზს ფლობს. ასევე აწარმოებს პროდუქტს ინტერიერისთვის და აქვს სამოსის მიმართულება ბავშვებისთვის, სახელწოდებით Diesel Kids.
Diesel 1978 წელს რენცო რუსომ მის ყოფილ პარტნიორთან, ადრიანო გოლდშმიცთან ერთად დააფუძნა. კომპანიის მთავარი ოფისი იტალიაში ფლორენციის მახლობლად პატარა ქალაქში ბრეგანცაში მდებარეობს.
ბრენდს ასევე აქვს გამოშვებული ტრანსპორტის 2 მოდელი, Fiat Nuova 500 და მოტოციკლი Ducati.

Leave A Reply

Your email address will not be published.