Just another WordPress site

11 წელი აგვისტოს ომიდან – მამუკა ბახტაძე: ,,ოკუპაცია დაიწყო 90-იან წლებში

0 5,726
მამუკა ბახტაძე: ,,ოკუპაცია დაიწყო 90-იან წლებში”
- Advertisement -
,,ოკუპაცია დაიწყო 90-იან წლებში” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გორში ყოფნის დროს. ის ანწუხელიძის ქუჩაზე აშენებულ კორპუსებში იმყოფებოდა, სადაც, ძირითადად, გასული საუკუნის 90-იანი წლების კონფლიქტის შედეგად დევნილები ცხოვრობენ.

,,დღეს მე სტუმრად ვიმყოფებოდი ოჯახში, რომელიც იძულებული იყო 90-იანი წლების დასაწყისში დაეტოვებინა თავისი სახლ-კარი. ისინი ცხინვალიდან არიან. დღეს რამდენიმე ადამიანი სვამდა კითხვას, თუ როდის დაიწყო ოკუპაცია და სწორედ

ეს არის პასუხი, რომ ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენი მოქალაქეები იძულებულები იყვნენ დაეტოვებინათ თავიაანთი სახლ-კარი. ვიმყოფებით დასახლებაში, რომლის მშენებლობაც ორი წლის წინ დაიწყო. წელს და მომავალ წელს კიდევ 2 000-ზე მეტ დევნილს გადაეცემა ბინა’’ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი შესრულდა. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრი 90-იან წლებში ცხინვალიდან დევნილი ქესანაშვილების ოჯახს პირადად ესტუმრა და ასევე, მისი თქმით, მომავალ წელს ბინა კიდევ 2 000-ზე მეტ დევნილს გადაეცემა.

..ჩავთვალოთ, რომ ის, რაც ამ კორპუსების სახით გვაქვს, მხოლოდ, დროებით გააუმჯობესებს ჩვენს მდგომარეობას. ჩვენი მუდმივი საფიქრალი კი დაკარგული ტერიტორიებია’’ – აღნიშნა ერთ-ერთმა დევნილმა პრემიერ-მინისტრათან შეხვედრის დროს.

წყარო qartli.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.