Just another WordPress site

ჩვენც დავბერდებით / სტუმრად კათარზისში

0 1,622

სათნოების სახლ კათარზისის ბენეფიციარებისთვის ღონისძიება გაიმართა, ღონისძიების ფარგლებში ევროპული განათლების აკადემია ბიდისის ხელმძღვანელმა და საერთაშორისო ორგანიზაცია აკლის საქართველოს წარმომადგენელმა ნათია შათირიშვილმა ბენეფიციარებს იტალიიდან აკლის მიერ  გამოგზავნილი საჩუქრები გადასცეს. ასევე ხელმძღვანელებს ბატონ ზაურსა და მის თანაშემწეს ქალბატონ გიულის სამადლობელო სიგელები გადაეცათათ ამავე ორგანიზაციისგან. ღონისძიებაზე ქართული გვარების პრეზიდენტმა ინგა სიორიძემ ქართული გვარების საპატიო წევრობის დიპლომები გადასცა კათარზისის ხელმძღვანელს და მის თანაშემწეს.  ასევე ამავე დროს კათარზისის მოხუცებისთვის კონცერტი გამართეს მსახიობმა და ავტორ შემსრულებელმა იოანე ქართველმა და ახალგაზრდა ნიჭიერმა მომღერალმა სალი მირიანაშვილმა. მოხუცებმა შემსრულებლებთან ერთად იმღერეს და იცეკვეს კიდევაც. სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და მომავალში კვლავ შეხვედრის იმედით დაემშვიდობნენ ერთმანეთს.

Leave A Reply

Your email address will not be published.