Just another WordPress site

შიდცით საქართველოში 2019 წელს 15 ადამიანი გარდაიცვალა

0 2,046

2019 წლის 4 მარტის მონაცემებით, აივ ინფექცია/შიდსის 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებულია7521 აივ ინფიცირებული პირი, 5630 – მამაკაცი, 1891 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4007 პაციენტს განუვითარდა, 1540 გარდაიცვალა.

31 იანვრის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 4636 (4096 + 540 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 46 (36 + 10 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 39.6 % (2976) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.5 % (3501) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;

11.3 % (850) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.4 % (105) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (37) – სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (50) – გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2758 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 951 (აქედან ზუგდიდი – 641); შემდეგ იმერეთში 933 (ქუთაისი 455); აჭარაში 839 (ბათუმი – 543); აფხაზეთში (474); კახეთში (361) ქვემო ქართლში (387); შიდა ქართლში (285); გურიაში (157); ფოთში (113); სამცხე-ჯავახეთში (109) და ა.შ.

სულ საქართველოში გამოვლენილია 111 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 69 – ვაჟი, 42 – გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან.

განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით -103 შემთხვევა (მათგან 1 – ძუძუთი კვებით); 4 სისხლის რეციპიენტია; 2პაციენტის ინფიცირების გზა დაუდგენელია.

საქართველოში რეგისტრირებულია 399 ორსული პაციენტი, მათგან ჩაუტარდა არვ პროფილაქტიკა:

აივ/შიდსის დიაგნოზი საქართველოში პირველად 1989 წელს გამოვლინდა.

2019 წელს შიდცით ამ დროისთვის 15 ადამიანია გარდაცვლილი.

წყარო: ინფექციური პათოლოგიებისა და შიცის ცენტრი

 

Leave A Reply

Your email address will not be published.