Just another WordPress site

ქართველი მომღერლების კონცერტს ისრაელში 10 000 ადამიანი დაესწრო

0 1,987

ისრაელში ქართველი მომღერლების კონცერტი გაიმართა. აშდოდის
ქართველ ებრაელთა კულტურის სახლის ინიციატივითა და ქალაქის ვიცე-მერის მოშე ბოტერაშვილისა და ტამი როზენის ორგანიზებით ნინო ძოწენიძემ, რუსა მორჩილაძემ, ნოდიკო ტატიშვილმა, მაკა ზამბახიძემ, დათუნა მგელაძემ, სოფო ბედიამ, სოფო ნიჟარაძემ და ქართული ესტრადის სხვა ვარსკვლავებმა იმღერეს.

წაროდგენა აშდოდის ამფითეატრში შედგა. კონცერტი უფასო იყო, მას 10.000 ათასი ადამიანი დაესწრო. როგორც ჩვენთან საუბრისას, კონცრტზე საქართველდან მიწვეული სტუმარი ლილე კოჭლამაზაშვილი აცხადებს, ‘’ღონისძიებამ ანშლაგით ჩაიარა, მომღერლებმა მაყურებელს დაუვიწყარი წარმოდგენა უჩვენეს’’აღსანიშნავია, რომ ისრაელში, ქართველი ებრაელებისთვის გრანდიოზული კონცერტი უკვე მეთექვსმეტე წელია ტარდება. მას სათავეში აშდოთის ვიცე-მერი, მოშე ბოთერაშვილი უდგას.

- Advertisement -

Leave A Reply

Your email address will not be published.