Just another WordPress site

სოსო პავლიაშვილი: “მე მიყვარს რუსეთი და მადლობელი ვარ მისი”

0 1,981

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი რუსულ მედიასთან საუბარში განცხადებას  აკეთებს”

“თუ ნატოში გაწევრიანებას დააპირებენ, საქართველო ოსეთსაც დაკარგავს და აფხაზეთსაც”

“მე მიყვარს რუსეთი და მადლობელი ვარ მისი. მანახეთ, ერთი ქვეყანა მაინც, რომელიც აშშ-მ ან ევროსაბჭომ გააბედნიერა! შეიძლება უკრაინა გახდეს ასეთი, მაგრამ რუსეთისა და რუსების წყველა-კრულვით მათ უკვე ყირიმი დაკარგეს. საჭიროა, გავაგებინოთ უკრაინას, რომ ჩვენთან უნდა იმეგობრონ და არ უნდა გვაგინონ და გვაფურთხონ. ისევ და ისევ ხალხი გაწამდება, საბოლოოდ კი ისევ ხელისუფლებას მოეკითხება. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს მრავალმილიარდიანი ვალი დაუგროვდა. ვინ გაისტუმრებს ამ თანხას, სააკაშვილი და მისი ამალა? არა. ისევ და ისევ მოსახლეობას მოუწევს ამ ფულის გადახდა. საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშაა- საქართველო ოსეთსაც საბოლოოდ დაკარგავს და აფხაზეთსაც, თუ, ღმერთმა ნუ ქნას, ნატოში გაწევრიანებას დააპირებენ. ისინი შავს ყოველთვის თეთრს დაუძახებენ, ამისი მაგალითი სულ ცოტა ხნის წინ, კოსოვოში ვიხილეთ.”

“მე ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი, ასი პროცენტით ქართველი ვარ, მიუხედავად ამისა, ყოველთვის მიმაჩნდა, რომ რუსეთის კეთილდღეობა ყველა ყოფილი სსრკ ქვეყნისათვის სასიკეთო იქნება. დრო არის საჭირო იმისათვის, რომ რუსეთი გახდეს ის ქვეყანა, რომელიც იგი უნდა იყოს. მან თავისი როლი უნდა ითამაშოს, ჩვენ კი მოთმინება გვჭირდება. მე მჯერა, ღმერთი რუსეთს არ მიატოვებს!”

Leave A Reply

Your email address will not be published.