Just another WordPress site

სკოლის მოსწავლეების მიერ ჩამოყალიბებული ორგანიზაცია

0 1,481

არასამთავრობო ორგანიზაცია “ფრთა “სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს. “ფრთის” მიზანია საქართველოში არაფორმალური განათლებაში ახალი სიტყვის თქმა. საზოგადოებისთვის ინოვაციური და საინტერესო პროექტების მიწოდება. ორგნიზაციის ფარგლებში იგეგმება აქტიური და გლობალური საკითხებისადმი მიძღვნილი ისეთი პროექტების ჩატარება როგორიცაა: სამიტები,მოდელირებები,დებატები ტრენინგისა და გაცვლიტი პროგრამების შეთავაზება ახალგაზრდებისთვის.

“ფრთის” პირველი პროექტია “ჰეგემონი 2018” პროექტის სახელი საინტერესოდ ჟღერს, მაგრამ კითხვებსაც აჩენს რადგან “ჰეგემონი” ერთპიროვნულ მართველს ნიშნავს. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი გვპასუხობს, რომ პროექტის სახელი “ჰეგემონი 2018” მონაწილეებს 90-იან წლებში დააბრუნებს რადგან სწორედ ამ წლებში ყველა პოლიტიკური პარტია ცდილობდა ხელისუფლებაში მოსულიყო ერთპიროვნულად.

მონაწილეები განაწილდებიან შემდეგ ბლოგებში:

  1. მრგვალი მაგიდა/საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ზვიად გამსახურდია
  2. მოქალაქეთა კავშირი – ედუარდ შევარდნაძე
  3. მხედრიონული საბჭო – ჯაბა იოსელიანი
  4. გვარდია/საქართველოს შეიარაღებული ძალები – თენგიზ კიტოვანი
  5. თავადაზნაურთა ალიანსი – ბაგრატიონთა უკანასკმნელი შთამომავლები

 

ავტორი: პაპუნა ახიძე

Leave A Reply

Your email address will not be published.