Just another WordPress site

საქართველოში გრიპით ორი ადამიანი გარდაიცვალა / რა სიმპტომები ახასიათებს H1N1

0 611

H1N1-ით ვირუსით ქუთაისში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, ბათუმში 53 წლის ქალბატონის გარდაცვალების შემდეგ კიდევ ერთი ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა.

დავით სერგენკოს თქმით, ორივე გარდაცვლილი მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებოდა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაავადებულთა რაოდენობა მატულობს, თუმცა ქვეყანა ჯერჯერობით ეპიდემიის ზღვარზე არ არის.

გრიპის ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაზე საუბრობს დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელიც. დავით გამყრელიძე ამბობს, რომ მისი თქმით, H1N1-ით გარდაცვალების უკვე ორი შემთხვევაა დაფიქსირებული.

H1N1-ის პირველივე სიმპტომი მაღალი ტემპერატურაა, რომელის დაწევაც მედიკამენტებით ვერ ხერხდება. ბავშვებში ხშირია კრუნჩხვებიც. გართულების შემთხვევაში კი ვირუსი ფილტვების ანთებას იწვევს.

Leave A Reply

Your email address will not be published.