Just another WordPress site

როინ ნაჭყეპია პერსონა 2018 ის ტიტულს მედიცინის განვითარებისთვის მიიღებს

0 2,595
ქართული ფლორის საოცრება ასე უწოდეს მას, წამალი სალხინო აღიარებულია როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. წამალი სალხინოს ავტორი არაჩვეულებრივი პიროვნება როინ ნაჭყეპია გახლავთ, რომელიც 13 დეკემბერს საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიაზე პერსონა 2018 ის ტიტულს მედიცინის განვითარებისთვის მიიღებს.
გთავაზობთ სალხინოს შესახებ სრულ ინფორმაციას გთავაზობთ.

სიტყვა “სალხინო” ქართველი ადამიანის ცნობიერებაში ლხინთან, ბედნიერებასთან, ჯანსაღ ცხოვრებასთან ასოცირდება. ამას გარდა, უკვე ათეულ წელზე მეტია, ქართველებმა და, არა მარტო ქართველებმა, იციან, რომ სიტყვა “სალხინოს” სხვაგვარი განმარტებაც აქვს: ეს არის საქართველოს მაღალმთიან რაიონებში გავრცელებული სამკურნალო ბალახებითა და უძველესი კოლხი შთამომავლების ტრადიციული რეცეპტით დამზადებული უნიკალური წამალი, რომელიც უკვე 20 წელია სხვადასხვა დაავადებით შეწუხებული მოსახლეობისათვის შვების მომგვრელად იქცა.

  წამალი “სალხინო”, ში შემავალი უნიკალური ნივთიერებების არსებობა და მისი უებარი სამკურნალო თვისებები შემოწმებული და დამტკიცებულია სხვადასხვა ქვეყნის ათეულობით სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ლაბორატორიებში, კლინიკებსა და კათედრებზე. მიღებული აქვს სახელმწიფო პატენტები და ლიცენზია. 

თუ გავითვალისწინებთ “სალხინოს” მაღალ სამკურნალო ეფექტს, სხვადასხვა დროს მიღებულ კლინიკურ-ლაბორატორიულ დასკვნებს, ასევე, ათასობით მადლიერ პაციენტს, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა მისი მაღალეფექტურობა, მაშინ “სალხინოს” სამკურნალო ეფექტი და ორიგინალობა თანამედროვე მეცნიერული თვალსაზრისით საკამათო აღარ იქნება.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, დაწვრილებით გაგაცნოთ წამალ “სალხინოს” შემადგენლობა და ქიმიური ანალიზი:

წამალი “სალხინო” შეიცავს საპონინებს, იოდს, რკინას, ტრიტეპენსალონინს (ციკლამენი), ფლავონოიდებს (კამფეროლი და კვერცეტინი), ფენოლკარბოლმჟავებს (სინალოვს, ფერულოვს და სხვა), ანტოციანებს და ცხიმოვან ზეთებს, Gგლიკოზიდური და სადოდინომური ხასიათის შენაერთებს. “სალხინოში” შემავალი ზოგიერთი ნივთიერების პროცენტული მაჩვენებლებია:

მონოსაქარიდები 5%; ანტიოქსიდანტური აქტივობა შეადგენს 39-52%; პოლისაქარიდები 2%; ტრიტერეპენოვანი საპონინები 12-19%; ფლავონოიდები 0.1%; მთრთიმლავი ნივთიერება 1,5%; ფენოლკარბოლმჟავები 0,11%; კუმარინები 0,5%; იოდი 7.10-6%.

თუ გავშიფრავთ “სალხინოში” შემავალ უნიკალურ ნივთიერებებს ცალ-ცალკე, მივიღებთ წამლების მთელ კომპლექსს, რომლებიც სამედიცინო პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება კომპლექსური თერაპიის დროს. სწორედ ამ ნივთიერებების არსებობით მიიღწევა ის უტყუარი ეფექტი, რაც გააჩნია წამალს სხვადასხვა დაავადებასთან მიმართებაში.

წამალ “სალხინოში” შემავალი ნივთიერებები მედიცინაში გამოიყენება ცალ-ცალკე სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.

ფაქტია, რომ თავისუფალი რადიკალები დამანგრეველად მოქმედებენ ადამიანის ორგანიზმის ქსოვილებზე. მის მიერ ჯანმრთელი უჯრედების ბირთვის მოშლა – ეს სიბერის პროცესია.

ცნობილია, რომ თავისუფალი რადიკალები აზიანებენ უჯრედის მემბრანებს. ეს სხვადასხვაგვარად მჟღავნდება. თუ შეტევა განიცადეს იმ უჯრედებმა, რომლისგანაც შედგება სისხლძარღვები, მათი კედელი მოქნილობას კარგავს და იწყება ათეროსკლეროზი. თუ თავის ტვინის ნეირონები დაზიანდა, ეს ყურადღებისა და მეხსიერების დაქვეითებას იწვევს.

თავისუფალი რადიკალები აზიანებენ უჯრედის ბირთვს, რაც განაპირობებს უჯრედის დაღუპვას. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ფილტვების, სისხლძარღვებისა და სხვა  ქსოვილების დაზიანება. თავისუფალი რადიკალები გვხვდება კიბოს, ალცჰაიმერის დაავადების, ანთებითი დაავადებების, იშემიური დარღვევებისა და მრავალი დაავადებების დროს. ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების რაოდენობის ზრდის ხელშემწყობი ფაქტორია: ინფრაწითელი სხივი, დიდი ფიზიკური დატვირთვა, ემოციური ძვრები, გამონაბოლქვი აირების მაღალი კონცენტრაცია ატმოსფეროში. თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას ხელს უწყობს თამბაქოს წევა, ულტრაიისფერი სხივი, აგრეთვე ორგანიზმში მათი რაოდენობა ანთებითი პროცესების დროსაც იზრდება.

თავისუფალი რადიკალების დამანგრეველი მოქმედების წინააღმდეგ საბრძოლველად ადამიანს მრავალი შესაძლებლობა გააჩნია. მათთვის ”ხაფანგს” წარმოადგენს ანტიოქსიდანტური დაცვის სისტემა. ანტიოქსიდანტების რაოდენობა “სალხინოში” შეადგენს 39-52%-ს. ცნობილია, რომ ანტიოქსიდანტები იცავენ ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების მიერ გამოწვეული დაზიანებებისგან. მათ უნარი აქვთ, დაიცვან ორგანიზმი ათეროსკლეროზის განვითარებისა და სიმსივნური დაავადებებისაგან.

ანტიოქსიდანტები ხელს უწყობენ ადრეული დაბერების პროცესის შენელებას, იცავენ ორგანიზმს გულის დაავადებებისაგან და აძლიერებენ იმუნიტეტს. ანტიოქსიდანტების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს ახალგაზრდა ადამიანის ორგანიზმშიც.

ავადმყოფობისადმი მიდრეკილება, ტონუსის დაქვეითება, მშრალი, აქერცვლადი კანი – ყოველივე ეს ანტიოქსიდანტური დაცვის დაქვეითებაზე მეტყველებს.
ეპიდემიოლოგიურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ანტიოქსიდანტები ამცირებენ სიმსივნის განვითარების სიხშირეს და აძლიერებენ იმუნურ სისტემას.

მედიცინაში გამოიყენება მონოსაქარიდები: D-გლუკოზა,D-მანოზა, D-ფრუქტოზა. D-გლუკოზისა და  D-ფრუქტოზის გარდა თავისუფალი მონოსაქარიდები ბუნებაში იშვიათად გვხვდება. ჩვეულებრივ, ისინი შედიან ოლიგო და პოლისაქარიდების შემადგენლობაში.

გლუკოზა მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებაა. Oორგანიზმი მას ადვილად ითვისებს. სახამებელი საჭმლის მომნელებელ ორგანოებში გლუკოზად გარდაიქმნება და სისხლის მეშვეობით ყველა უჯრედს მიეწოდება. უჯრედში გლუკოზა განიცდის დაჟანგვას, რომლის დროსაც ენერგიის ნაწილი გამოიყოფა სითბოს სახით, ნაწილი კი ადენოზინტრიფოსფორმჟავას (ატფ) სინთეზს ხმარდება, რომლის დაშლისას მიიღება საჭირო ენერგია კუნთების შეკუმშვისათვის, ნივთიერებათა სინთეზისთვის და სხვა.

გლუკოზა მედიცინაში ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ (ინფექციური დაავადებები, გულის დეკომპენსაცია და სხვა), სამკურნალო პრეპარატების მოსამზადებლად, სისხლის დასაკონსერვებლად, საკონდიტრო საქმეში.

პოლისაქარიდები ნახშირწყლების ენერგიის ძირითადი წყაროა. მრავალი პოლისაქარიდი ცოცხალ სისტემაში ასრულებს საყრდენ ფუნქციას. მონაწილეობენ უჯრედთა განსაკუთრებული ზედაპირის წარმოქმნაში, რაც იმუნოლოგიურ სპეციფიკას განაპირობებს. როგორც ირკვევა, ნახშირწყლოვანი ნაერთები მონაწილეობენ განაყოფიერებაშიც.

ინულინს ადვილად ითვისებს ორგანიზმი, ამიტომ დიაბეტით დაავადებულთა კვებასა და მკურნალობაში გამოიყენება.

ცელულოზა და უჯრედისი ხელს უწყობენ მცენარეული საკვების მონელებას.

პექტინოვან ნივთიერებებს ახასიათებთ ჰიპოტენზიური, წყლულის სამკურნალო და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. იყენებენ სისხლდენის შემაჩერებელი, ანტისეპტიკური პრეპარატების მოქმედებაში. ისინი ხელს უწყობენ  ორგანიზმიდან მძიმე მეტალების: კობალტის, ტყვიის, სპილენძის გამოდევნას.
ლორწოები შემომფენად, დამარბილებლად, ყოველგვარი გამაღიზიანებლებისგან დამცველად გამოიყენება. ხმარობენ დიეტურ კვებაში, ზემო სასუნთქი გზების კატარისა და კუჭ-ნაწლავის პათოლოგიებისას.

ტრიტერპენული საპონინები მედიცინაში გამოიყენება. მათი ძირითადი ფარმაკოლოგიური მოქმედება გამოიხატება სეკრეციის გაძლიერებაში. იწვევენ ამოხველებას, შარდდენას, ნაღვლისდენას. ზოგიერთ საპონინსა და მის შემცვლელ მცენარეულ ნედლეულს ახასიათებს მატონიზებელი, მასტიმულირებელი მოქმედება. აქვს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ანტივირუსული, ჰეპატოპროტექტორული აქტივობა. ზოგიერთ მცენარეში მას კარდიოტონური თვისებები გააჩნია. ტრიტეპენული საპონინების შემცვლელი პრეპარატები გამოიყენება მხოლოდ პერორალურად.

შემკვრელ-შემბოჭველ საშუალებებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ტანინებს. ისინი იწვევენ ცილების დალექვას და მკვრივი ალბუმინატების წარმოქმნას. ახასიათებთ ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიალური და სისხლდენის შემაჩერებელი თვისებები.

ლორწოვან გარსზე, ჭრილობისა და დამწვარი ადგილების ზედაპირზე მოხვედრისას იწვევენ ცილებისა და ჭრილობის ექსუდატის ნაწილობრივ შეხვეჭას და აპკის წარმოქმნას. ზოგიერთი გლუკოზიდით მოწამვლისას მთრთიმლავ ნივთიერებებს ხმარობენ, როგორც ანტიდოტს მძიმე მეტალებით, ალკალოიდებით.

ფლავონოიდებს ახასიათებთ ბიოლოგიური აქტივობის ფართო სპექტრი. მოქმედებენ გულსისხლძარღვთა სისტემაზე, არიან ჰიპოტენზიური და კარდიოტონული საშუალებები. კატექინები, ანთოციანები (რუტინი, ქვერცეტინი, ქვერციტრინი, ლეიკოანთოცინიდები, მირიცეტინი, პელარგონიდინი) ახდენენ გულის რიტმის ნორმალიზაციას, აძლიერებენ გულის კუნთის შეკუმშვის ამპლიტუდას.

ფლავონოიდები აუმჯობესებენ სისხლის მიკროცირკულაციას, მოქმედებენ ენზიმატურ პროცესებზე, თირკმლის ფუნქციაზე, აძლიერებენ დიურეზს და კონკრემენტების გამოდევნას ორგანიზმიდან. აქვთ შარდში აზოტის კონცენტრაციის შემცირების უნარი. (რობინი ჰიპეროზიდი) ფლავონოიდები ეფექტურია ჰემორაგიული დიათეზის, ჩ ავიტამინოზის, კაპილაროტოქსიკოზების, ქრონიკული ჰეპატიტის, ყაზბობის, სისხლდენების დროს. არის ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული საშუალებები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ფლავონოიდების (ერიოდიქტინი, ჰესპერიდინი) პ-ვიტამინური აქტივობა. ისინი ამცირებენ სისხლძარღვთა კაპილარების სიმყიფეს, მოქმედებენ შეღწევადობასა და რეზისტენტობაზე. მეტად მნიშვნელოვანია უკანასკნელ ხანებში დადგენილი მათი ანტიოქსიდანტური, რადიოპროტექტორული, სიმსივნის საწინააღმდეგო და ჰოპოგლიკემიური მოქმედება. ასევე, საინტერესოა იზოფლავონოიდების დამახასიათებელი ესტროგენული  თვისებები.

ფენოლმჟავები (ფენოლკარბოლმჟავები) ტიპური თანმხლები ნივთიერებებია, რომლებიც მონაწილეობენ ჯამური პრეპარატების სამკურნალო ეფექტების მიღებაში. გააჩნიათ მასტიმულირებელი და ანტიჰიპნოზური თვისებები, აუმჯობესებენ ორგანიზმის გამძლეობას არაკეთილსასურველი ზემოქმედების მიმართ.

კუმარინებს ახასიათებთ მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური მოქმედება. მათგან უმთავრესია სპაზმოლიტური (პასტინაცინი, ატამანტინი, დიმიდინი, ვიბელინი), სიმსივნის საწინააღმდეგო (პეუცედანინი) და ანტილეიკოდერმული მოქმედებები (ფსორალენი, ბერგაპტენი, ქსანტოტოქსინი, ანგელიცინი, იზობერგაპტენი, ოქსიპეუცედანინი, ქსანტოტოქსალი, ბერგაპტოლი, იზოპიმპინელინი, ოსტრუტოლი, მარზეზინი). ეს უკანასკნელი დაკავშირებულია კუმარინების ფოტოსენსიბილურ აქტივობასთან. კუმარინებისათვის დამახასიათებელია  პ-ვიტამინური აქტივობა (ექსკულეტინი, ფრაქსეტინი, და მათი გლიკოზიდები), ანტიმიკრობული (უმბელიფერონი), ანტიკოაგულანტური (დიკუმარინი), სიცხის დამწევი, ნაღვლისმდენი, შარდმდენი, ჰიპოტენზიური, კურარეს მსგავსი, ესტროგენული და სხვა.

იოდი აუცილებელი მიკროელემენტია ფარისებური ჯირკვლის ჰორმონის – თიროქსინის სინთეზისთვის. ზრდის კალციუმისა და ფოსფორის ათვისებას. იოდის  სადღეღამისო ნორმა შეადგენს – 0,1-0,2 მგ-ს.

იოდის პრეპარატებს ახასიათებს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. გაუსნებოვნებისთვის იოდით ამუშავებენ საოპერაციო არეს. ორგანიზმში მოხვედრილი იოდის პრეპარატები მოქმედებენ ნივთიერებათა ცვლაზე, აძლიერებენ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას. მცირე დოზებით მას იყენებენ ათეროსკლეროზის სამკურნალოდ.

მცენარეული სამკურნალო ნარევის “სალხინოს” ქიმიური ანალიზის შედეგები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზური ქიმიისა და გარემოს ქიმიის ლაბორატორიებში საერთაშორისო სტანდარტული მეთოდების (ISO) გამოყენებით ჩატარებული იყო “სალხინოს” საერთო და რეკომენდებული წესით ორჯერ გამოხდილ წყალზე მომზადებული ექსპერტის ანალიზები.

მიღებული შედეგები მოცემულია 1 და 2 ცხრილებში.

ცალკეულ ფლაკონებში ნარევის მასა მერყეობს 1.04-სა და 1.12 გ-ს შორის (სინჯების რაოდენობა – 7), ხოლო ნაცრიანობა 8.10-სა და 9.21%-ს შორისაა. ამ პარამეტრების საშუალო მნიშვნელობები მოცემულია 1-ელ ცხრილში. წყალში გაუხსნელი მასის საშუალო ნაცრიანობა 10.10%-ის ტოლია.

ექსტრაქტში თუთიის, სპილენძის და ტყვიის შემცვლელობები შეადგენს 36, 12 და 4 მკგ/ლ, რაც ბევრად ნაკლებია სასმელი წყლებისათვის ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებზე.

ჩამოთვლილი სამკურნალო ნივთიერებების ერთობლივი არსებობა “სალხინოში” იძლევა იმ უტყუარ ეფექტს, რაც გააჩნია  წამალს სხვადასხვა დაავადების მკურნალობისას.

წარმოგიდგენთ იმ მეცნიერ-მკურნალთა და სამკურნალო დაწესებულებათა ხელმძღვანელების არასრულ სიას, რომელთაც შეამოწმეს წამლის მაღალეფექტურობა და რეკომენდაცია გაუწიეს მას ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების სამკურნალოდ:

საქართველოს რესპუბლიკა: ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორი, მედიცინის დამსახურებული მოღვაწე პროფესორი ვეფხვაძე.

ონკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი გ. ნემსაძე. განყოფილების ასპირანტი გ. ყატაშვილი. პოლიკლინიკის ექიმი, ქირურგი სანავა, ონკოლოგიური ცენტრის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ზ. დევდარიანი. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული, ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინის და მეანგინეკოლოგიის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, მედიცინის დამსახურებული მოღვაწე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, აკადემიკოსი პ. კინტრაია. ორსულთა პათოლოგიის განყოფილების გამგე, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დირექტორი ი. მამარდაშვილი. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული ა. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ლ. მანაგაძე.

უროლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი, რესპუბლიკის მთავარი უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თ. ჩიგოგიძე. ექიმი ორდინატორი გ. ლომიძე. უროლოგიის სამეცნიერო კვლევითი კონსულტაციური პოლიკლინიკის მთავარი ექიმი, რესპუბლიკის დამსახურებული მოღვაწე გ. ჩაჩხიანი.

პირველი კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში გ. ბარათაშვილი. კლინიკა #1 ა. ალადაშვილის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი, კლინიკის მთავარი ექიმი, დოქტორი ზ. ბერიძე. ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილების გამგე გ. პარასკებაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი პროქტოლოგი ნ. კარაპეტიანი, რესპუბლიკის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ქირურგიულ დარგში, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი პროფესორი ნ. დოლიძე, ქირურგიული განყოფილების გამგე, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ე. გოცირიძე, პრეპარატის კლინიკურ კვლევებზე პასუხისმგებელი მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი დ. მშვენიერაძე, ფარმაკოლოგიური კომიტეტის თავმჯდომარე აკადემიკოსი ბ. ჭუმბურიძე.

სანქტ-პეტერბურგის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი: თერაპიის კათედრის პროფესორი ა. კრილოვი, უროლოგიის კათედრის პროფესორი ვ. ალექსანდროვი, სტომატოლოგიური თერაპიის პროფესორი ი. ფიოდოროვი, ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრაზე არსებული ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილების გამგე, აკადემიკოსი ს. სიმბირცევი, პრორექტორი სამკურნალო დარგში, პროფესორი ნ. დზუცოვი. მე-5 კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე არსებული პირველი ქირურგიული განყოფილების მთავარი ექიმი ი. ბლუნშტეინი. ქირურგიული განყოფილების გამგე, დოცენტი ი. სპესივცევი, ქირურგიული განყოფილების გამგის მოადგილე, დოცენტი ა. კონიჩევი. ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი ე. ვორონინი, განყოფილების გამგე ი.ასპელი.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი: აქტი კომპლექსურ თერაპიაში პრეპარატ “სალხინოს” კლინიკური გამოყენების შესახებ ონკოლოგიურ ავადმყოფებში – პროფესორი მ. მამედოვი, ჰემატოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერებათა კანდიდატი ო. ფარაჯევი. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს კ. ფარაჯევის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი პედიატრიის ინსტიტუტი: მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი ნ. გულიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო. ბაქოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული ჰ. გასიმოვის სახელობის #1 გინეკოლოგიური კლინიკის მთავარი ექიმი ს. აბბასოვი.

უკრაინის ქალაქ ტრუსკავეცკის საქალაქო საავადმყოფოს უროლოგიური განყოფილების გამგე ო. ლისიკი.

სასომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ერევანში უროლოგიის ცენტრის, კლინიკა “ნიუ-მედის” დოცენტი ზ.ა ერზიკიანი, დირექტორის მოადგილე მედიცინის დარგში, პროფესორი ვ.ა ნაზინიანი და სხვა.

“სალხინოს” ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული და სხვა სამკურნალო თვისებების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ მისი სამკურნალოდ გამოყენების წინ და მკურნალობის შემდეგ ანალიზის ჩატარების მეშვეობით. შედეგის წინასწარი დადგენა ლაბორატორიულ პირობებში შეუძლებელია, რადგან წამალი სამკურნალო ეფექტს ავლენს მხოლოდ ავადმყოფის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, გარეგან ეფექტს კი – დაზიანებულ ადგილზე საფენებად გამოყენების შემთხვევაში.

თუ გაინტერესებთ წამალ “სალხინოს” შესახებ კლინიკურ-ლაბორატორიული დასკვნები და მადლიერი პაციენტების აზრი, იხილეთ ვებგვერდის მისამართზე

www.salkhino.ge, ტელ: (822)95 90 60, (822) 14 41 58 
ფარმაცევტული კომპანია “სალხინო”-ს გენერალურიდირექტორი და წამლის ავტორი როინ ნაჭყებია

Leave A Reply

Your email address will not be published.