Just another WordPress site

როდის გაიმართება პერსონა 2018 ის დაჯილდოების ცერემონია

0 2,705

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიალი
,,პერსონა” ყოველწლიური პროექტია.
ჯილდოვდებიან ბიზნეს, საჯარო და არასამთავრობო სექტორში მოღვაწე წარმატებული ადამიანები.
ცერემონიალის გამართვის ადგილია- საქართველო, თბილისი.  იმ ადამიანების შერჩევა  და გამოვლენა რომელთა წარმატება და საქმიანობა მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის საკმაოდ საპასუხისმგებლო და  შრომატევადია.
პროექტის საინიციატივო ჯგუფში გაერთიანებული სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომელსაც ბორდი ეწოდება სწავლობენ და აკვირდებიან ბიზნესს, საჯარო და არასამთავრობო სექტორში მომუშავე ორგანიზაციების სხვადასხვა პრიორიტეტებს, როგორიცაა ქველმოქმედაბა, ხარისხის დონე, ნოვატორობა, რეფორმების განხორციელება, ახალი პროდუქციის შექმნა და შემოტანა ბაზარზე, სამედიცინო, საშენებლო, ტურიზმისა და სხვადასხვა სფეროების განვითარება და ასე შემდეგ. სწორედ ამის მიხედვით ხდება შერჩევა და გამოვლენა სხვადასხვა სფეროებიდან წარმატებული ადამიანების , რომლებიც  ,,პერსონა ” – ს ტიტულით ჯილდოვდებიან სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის.

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია ,,პერსონა“ -ს მოწვეული ყავს სპეციალური ბორდი, რომელიც შედგება 21 სხვადასხვა სფეროს ექსპერტისგან, ბორდი აკვირდება ,,პერსონა“-ზე წარდგენილ ადამიანებს, იძიებს მათ შესახებ დამატებით ინფორმაციას და ფარული კენჭისყრის პრინციპით აძლევს ხმას.
სამოქალაქო სექტორის აზრის გათვალისწინებით პროექტს ყოველწლიურად აქვს სოციალური დატვირთვა და ყოველი წელი ეძღვნება სხვადასხვა საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებს
პროქტის წარმდგენია ორგანიზაცია „ქართული განათლება“  თანაორგანიზატორები კი არიან მაღალპოლიგრაფიული ჟურნალი „თქვენი სახე“
პროექტის ოფიციალური მხარდამჭერი: ივენთ კომპანია სითი ნიუსი.  ევროპის ჟურნალისტთა ასოციაცია : European Association of Journalists და WORLd JA ASSOCIACION
პროექტის სამართლებრივ უზრუნველყოფას და მხარდაჭერას  უწევს საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა.
ოფიციალური მედია პარტნიორი: “ფაქტნიუსი” , ჟურნალი “თქვენი სახე”, პროექტის პარტნიორები: ორგანიზაცია „ქართული გვარები“, ევროპული განათლების აკადემია „ბიდისი“, დემოკრატ ქალთა მოძრაობა, საქართველოს სამართლის ჰოლდინგი, კოსმეტიკური კომპანია „უბერი“,  მარიამ გოგრიჭიანის კლინიკა პრივატ მედიქალ გრუპი , კლინიკა ტერდი და  რესტორნი კომპლექსი„ილოური“.
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიალ პერსონას იდეის ავტორი და ორგანიზატორი იოსებ (სოსო) კავკავაშვილი:
,,საქართველოს საქმიანი და წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა ყოველწლიური პროექტია. პროექტმა სტარტი აიღო 2013 წელს ,,საქმიანი და წარმატებული ადამიანების” სახელწოდებით. პროექტმა სულ ორჯერ შეიცვალა სახელი და საბოლოოდ დარეგისტრირდა საქართველოს საქმიანი და წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონას სახელით. 2016 წელს პროექტს სპეციალური ვიზიტით სტუმრობდა ამერიკელი ჯაზისა და სოულის ცნობილი შემსრულებელი, მსოფლიო ვარსკვლავების ვოკალის პედაგოგი ჯული მასინო, რომელიც პროექტის იდეის ავტორისა და ორგანიზატორის იოსებ კავკავაშვილის მოწვევით ჩამობრძანდა. 2016 წლამდე მხოლოდ ქალბატონებისთვის გახლდათ აღნიშნული პროექტი.”  შემდგომ იდეის ავტორს და ორგანიზატორს იოსებ კავკავაშვილის გადაწყვეტილებით და იდეის გენერირებით  პროექტი მამაკაცებისთვისაც გაიმართა. ხოლო 2017 წელს ქალბატონები და მამაკაცები ერთ სივრცეში გაერთიანდნენ და პროექტი ინტერგრირებული სახით წარსდგა საზოგადოების წინაშე.
,,ამ წლების განმავლობაში პროექტს თანა ორგანიზატორობა რამოდენიმე ორგანიზაციამ გაუწია, მათ შორის აღსანიშნავია ივენთ კომპანია სითი ნიუსი და მისი ხელმძღვანელი თეონა ლალიევი. პროექტი 2018 წლისთვისაც ემზადება და წლის ბოლოს 7 დეკემბერს გრანდიოზულ გალა ცერემონიას გამართავს. ”

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიალ პერსონას ბორდის თავმჯდომარე და ერთ ერთი თანაორგანიზატორი.  ქალბატონი ინგა სიორიძე გახლავთ.
ინგა სიორიძე: ,,საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიალ პერსონა-2018-ის გრანფინალი ახლოვდება. ბორდის ძალისხმევით გამოიკვეთა ძალიან ღირსეული პერსონები. საუკუნის პერსონას ტიტული გადეცემა ქალბატონ მარიკა კვალიაშვილს. შეუძლებელია 50-თვე პერსონის აქვე წარმოჩინება, მაგრამ შევეცდები რამოდენიმე გაგცნოთ ესენია: ფრიდონ სულაბერიძე, ანზორ ერქომაიშვილი, „თეატრალური კვარტეტი“, ნუკრი კაპანაძე, ნინო ჩხეიძე, თამუნა მიქელაძე, სოფო სიმონიშვილი, თათია კობალაძე, ნოე სულაბერიძე, დიანა ტრაპაიძე, ნინო ჯანგირაშვილი, ნინო ადამაშვილი, იოანე ქართველი, ლამარა ქოქიაური, თენგიზ აფხაზავა, დავით კობეშავიძე, ჯონი ჯანაშია, გოგი მაღალაშვილი, თინათინ მაჩაიძე, თამარ ჭიჭინაძე, ლია ივანაძე, ლადო შენგელია,  ნინო ჭყონია, ნათია არველაძე, ნანა სამხარაძე, ნარგიზ ბასილაძე, ნონა გოგლიჩაძე, ირმა კხიძე, ნათია შათირიშვილი, ხატია ბედინაშვილი, როინ ნაჭყებია, ლელა გეჯაძე, გიორგი სიხარულიშვილი, გიორგი შალვაშვილი, მანჩო მელქაძე, ნაზი ნადირაძე, ვახო ხუზმიაშვილი, თამარ ფაჩულია, დავით მჭედლიშვილი, ზუკა ცუცქირიძე, გიორგი წიკლაური, ნანა გოდერძიშვილი,  ნინო ჭელიძე და სხვები…..
საამაყო პერსონები, კულტურა, ხელოვნება, სამოქალაქო სექტორი, მედია, განათლება, ბიზნესი, ინოვაცია, ემიგრაცია აი, ასეთი მდიდარია წლევანდელი პეროსნა 2018-ს სია,თითეულ მათგანს ვულოცავ წარმატებებს
დიდი მადლობა ბორდის წევრებს, ურთულესი საქმიანობის მიღმა საუკეტესო და პროფესიონლური შედეგებისათვის. განსაკუთრებულად დიდი მადლობა ბორდის წევრებს: ქალბატონებს მანანა თოდაძეს, მაია ლომთაძეს, მეკო კვაჭანტირაძეს, ნინო კობახიძეს და ბატონებს გიორგი მათიაშვილსა და ზურაბ ბერიაშვილს.”

ყოველთვის საინტერესოა ორგანიზატორების და ბორდის თავჯდომარის  განათლება და გამოცდილება. თუ რა მიღწევები აქვთ მათ. პროექტის იდეის ავტორი და ორგანიზატორი იოსებ კავკავაშვილი: 

განათლება უმაღლესი, საქართველოს ხარისხის მართვის უნივერსიტეტი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
მინიჭებული კვალიფიკაცია : ჟურნალისტი.
ox. em. Academia: საკვალიფიკაციო კურსი: პიარი და მარკეტინგი.
კვალიფიკაცია: პიარის სპეციალისტი.
კარიერა:
სხვადასხვა წლებში მუშაობდა საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრში, საქართველო ამერიკის საერთაშორისო ფონდში, გაზეთებში: ობიექტივი, ინტერნაციონალი,ხვალინდელი დღე, კავკასუს თაიმსი, გახლდათ caucasus group ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. ორგანიზაცია ქართული განათლების დირექტორი, პროექტ სოციალური ინკლუზიის პოპულარიზაცია ავტორი და სხვა.
მიღებული აქვს სერთიფიკატები.
სამუშაო ადგილი: საინფორმაციო პორტალი factnews.ge, საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა, ჟურნალი „თქვენი სახე”.

ინგა სიორიძე ბორდის თავჯდომარე: 

წარჩინებით დაამთავრა ქალაქ ქობულეთის აკაკი წერეთლის სახელობის №1 საშ. სკოლა, გაძლიერებული რუსულის და მათემატიკის კურსით, ასევე წარჩინებით მუსიკალური შვიდწლედი. იყო ქობულეთის აკაკი წერეთლის სახელობის №1 საშ. სკოლასთან არსებული, სუხიშვილების სახელობის ქორეოგრაფიული დასის სოლისტი, პედაგოგი ბელა კოპლატაძის ვოკალური გუნდისა და ლოტბარ-კომპოზიტორ ამირან ბერაძის ხალხური საკრავების ფოლკლორული ანსამბლის სოლისტი, ფლობს დასარტყმელ ინსტრუმენტებსა და ფორტეპიანოს, იყო გოგონათა გუნდის რეგენტი ქობულეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიაში. არის ხატმწერი, შექმნილი აქვს 40- მდე ხატი ქარგვა-ფერწერაში. სხვადასხვა დროს, გახლდათ გაზეთ „CT NEWS”-ის (სითი ნიუსის) რედაქტორი, გაზეთების „ხინო წმიდის“-ა და „Православный церковь“( პრავასლავნი ცერკავ)-ის რედაქტორის მოადგილე , გახლავთ მაღალპოლიგრაფიული ჟურნალი „თქვენი სახე“-ს დამფუძნებელი. Your Face
150 -მდე მათ შორის საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორი და პროსიუსერი. ნიჭისა და სილამაზის კონკურსის „თქვენი სახე“-ს იდეის ავტორი და ორგანიზატორი, რეგიონალური განვითარების ფესტივალის ‘”Georgia beauty fest” (ჯორჯიან ბიუთი ფესტის) დამფუძნებელი და ორგანიზატორი. დიპლომატი, იურისტი, ბუღალტერ-რევიზორი, კიბერნეტიკი, პოლონელი მწერლის მათეუშ პენიონჟეკის ლექსების მთრგმნელი, სცენარისტი, ნოველისტი, პოეტი, ქორეოგრაფი, მუსიკალური პროდიუსერი, კომპანია „თქვენი სახე“-ს დირექტორი და ორგანიზაცია „ქართული გვარების“ პრეზიდენტი.

Leave A Reply

Your email address will not be published.