Just another WordPress site

როგორ ვებრძოლოთ უძილობას – ექიმ თინათინ მაჩაიძის დახმარებით

0 20,621

უძილობა -უბრალოდ ჩვევა თუ ნიშანი, ორგანიზმში მიმდინარე რთული პროცესებისა , სადამდე შეიძლება მიიყვანოს ორგანიზმი უძილობამ, რა უარყოფითი მხარეები აქვს და როგორ აფერხებს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებს, ზრდასრულობის ასაკამდე კი განვითარებას, თემის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი ექიმი, ბიოენერგოთერაპევტი,თინათინ მაჩაიძე გვესაუბრება, რომლის მეთოდური მკურნალობაც აღიარებულია სამედიცინო სამეცნიერო საბჭოს მიერ. არაერთ ჯილდოსთან ერთად, გასულ წელს, საქართველოს წარმატებულ ადამიანთა დაჯილდოვების ცერემონიალ “პერსონა”-ზე ალტერნატიული მედიცინის განვითარებისთვის “პერსონა 2018” ის ტიტული მიენიჭა. ასევე წარდგენილი გახლდათ მედიკოსთა ეროვნულ დაჯილდოვებაზე სადაც “წლის ექიმი- 2018”-ის ნომინაცია გადაეცა.


ქ-ნო თინათინ, რა არის უძილობა და რა შეიძლება იქცეს მის გამომწვევ მიზეზად?
როდესაც ორგაინიზმის ბიოლოგიური საათი, კარგავს რეჟიმს და გადადის უძილობის ფაზაში, ეს უკვე მიუთითებს მასში მიმდინარე რთულ პროცესებს. უძილობას, ახასიათებს ღამის ძილის პერიოდის შემცირება, დაძინების გაძნელება, ზერელი წყვეტილი ძილი და ნაადრევი გაღვიძება. ხშირად დაერთვის მოუსვენრობა, მომატებული აგზნებადობა და სხვა. უძილობის დროს მცირდება ღრმა ძილის პერიოდი, ირღვევა ურთიერთობა ძილის ფაზებს შორის.
რაც შეეხება მის გამომწვევ მიზეზს- ყოველთვის ავღნიშნავ, რომ თითქმის არ არსებობს დაავადება, რომელიც არ არის ც.ნ.ს.- თან ( ცენტრალური ნერვული სისტემა) დაკავშირებული. უძილობაც, სწორედ ამ შემთხვევას უკავშირდება. ფსიქოლოგიური და ფიზიკური გადაძაბვა შესაძლოა ჯანმრთელი ადამიანის უძილობის მიზეზიც კი გახდეს. ძირითად შემთხვევაში კი, ვითარდება- ნევროზის , დეპრესიის, ფსიქოზის დროს. რა თქმა უნდა არსებობს სხვა გამომწვევი მიზეზებიც მაგ: გულ-სისხლძარღვთა ზოგიერთი დაავადება, ასევე ისეთი დაავადებები, რომელთა გამოვლინებაც: ხველა, ქოშინი, ტკივილი ხელს უშლის თავის ტვინის მექანიზმის დროულ ჩართვას ძილში და სხვა.
რა ასაკში შეიძლება ორგანიზმი დადგეს უძილობის საფრთხის ქვეშ?
სამწუხაოდ, ჩვენს რეალობაში, ეს პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას ბავშვთა და მოზარდთა ასაკშიც, რაც რიგ პრობლემებთან ერთად, ძირითად შემთხვევაში განპირობებულია თანამედროვე ტექნიკასთან მჭიდრო კავშირში, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას და ორგანიზმს აჩვევს “იძულებით ფხიზელ მდგომარეობას”.
რამდენად დიდ რისკს წარმოადგენს და რა უარყოფითი თავისებურებით ხასიათდება ორგანიზმისთვის?
ამ პრობლემის სერიოზულობას თავდაპირველად ვერ აღიქვავს ტვინი, რადგან ორგანიზმს გააჩნია ადაპტაციის უნარი. ნელ-ნელა ეგუება ახალ მდგომარეობას და ეჩვევა რეკორდულად ხანმოკლე პერიოდში “გამოძინებას”, შედეგად ვიღებთ ახალ, არაჯანსაღ და არეულ ბიოლოგიურ საათს. სწორედ ამ დროს იხარჯება ორგანიზმში არსებული ყველა რესურსი, იფიტება ორგანიზმი , ტვინი ვეღარ ახდენს უწინდებურად რეაგირებას, იწყება ნევროზი, დეპრესია, შიშები, ენერგიის ნაკლებობა, ჰიპო და ჰიპერტონია, თავის ტკივილები, გაღიზიანება და ა.შ.
რა ზიანის მოტანა შეუძლია უძილობას ბავშვთა ასაკში?
ბავშვთა და მოზარდთა ასაკში კიდევ უფრო მეტ, უძილობით გამოწვეულ პრობლემას ვხვდებით: ზრდისა და განვითარების შეფერხება , მეხსიერებისა და ახალი ინფორმაციის ათვისების პრობლემა, გონებაგაფანტულობა, სხვადასხვა მავნე ჩვევებისადმი დამოკიდებულების მიდრეკილება, აგრესიულობა, უმადობა. ასევე არ ხდება სასურველი რაოდენობით ჰორმონ მელატონინის გამომუშავება, რომლის ნაკლებობაც არაერთ პრობლემას იწვევს, მისი დადებითი მახასიათებლებიდან კი რამდენიმეს გამოვყოფდი:
1.ენდოკრინული სისტემის ნორმალურად მუშაობის უზრუნველყოფა;
2.ორგანიზმში მიმდინარე დაბერების პროცესების შეფერხება;
3.არტერიული წნევის რეგულირება;
4.ზოგიერთ სხვა ჰორმონზე ზეგევლენის მოხდენა;
5.თავის ტვინის უჯრედებზე დადებითი ზემოქმედება.

შესაძლებელია თუ არა უძილობის ფონზე სხვა დაავადების განვითარება?
გასათვალისწინებელია, როგორც ორგანიზმის ასევე მასში მიმდინარე ცვლილებების ინდივიდუალურობა. თუმცა ორგანიზმი, დაავადებების მიმართ უფრო მგრძნობიარე ხდება, რადგან დასუსტებული ორგანიზმი დაავადების მიმღებლობის მხრივ, მაღალ რისკ ჯგუფს წარმოადგენს სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩივილის გამოვლინებისთანავე, მის მოგვარებაზე ზრუნვა მანამ, სანამ სხვა პრობლემების პროვოცირებას შესძლებს, დასუსტებულ ორგანიზმში კი ეს პრობლემები მარტივად ვითარდება და არაერთია.
რამდენად შესაძლებელია უძილობის თვითმკურნალობა, შესაძლებელია თუ არა ამ პრობლემის დამოუკიდებლად დაძლევა?
ძირითად შემთხვევაში, პაციენტი, ექიმს მიმართავს დახმარებისთვის, რაც რეალურად საუკეთესო არჩევანია, რადგან ორგანიზმი საწყის ეტაპზე მალევე ექვემდებარება მკურნალობას და არ ვიღებთ დამატებით, მისგან პროვოცირებულ პრობლემებს. სიტუაციის თვითრეგულირების მოლოდინში კი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დრო იკარგება და თითქმის ყველა მცდელობა “განწირულია”. გარდა იშვიათი გამონაკლისი შემთხვევებისა.
ქ-ნო თინათნ თქვენი მეთოდური მკურნალობა აღიარებულია მსოფლიო სამეცნიერო საბჭოს მიერ, ასევე თქვენს სახელს არაერთი საავტორო რეცეპტი უკავშირდება, მათ შორის უნიკალური მეთოდი სტრესისა და დეპრესიის წინააღმდეგ. რა არის ბიოენერგოთერაპია და რაში მდგომარეობს მისი უპირატესობა?
რაც შეეხება ბიოენერგოთერაპიას, არის უნიკალური მეთოდი, რომელიც ეფექტურად ებრძვის არაერთ დაავადებას. მკურნალობის ეტაპი არ არის მიმართული, ერთ კონკრეტულ დაავადებაზე, რადგან სამკურნალო ბიოველი ებრძვის ორგანიზმში მიმდინარე უამრავ უარყოფით პროცესებსა და ჩივილებს. და რაც მთავარია, ასუსტებს არა ჩივილებს, არამედ კურნავს გამომწვევ მიზეზებს.ზოგადად ჩემი სამკურნალო მეთოდიკა, მოიცავს კომპლექსური მკურნალობის მეთოდს. მათ შორის ბიოენერგოთერაპიას, ფიტოთერაპიას, ფსიქოთერაპიასა და სხვ.
და ბოლოს,გილოცავთ მიღებულ ჯილდოებს და კიდევ ერთ აღიარებას, რა მნიშვნელობის მატარებელია თქვენთვის, ბოლო პერიოდში მიღებული ტიტულები და რა გრძნობაა, იყო ამდენი მადლიერი პაციენტის ექიმი?
რაც შეეხება ტიტულებს, რასაკვირველია ჩემთვის თითოეული ჯილდო ძალიან ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით კი ასეთ ღვაწლმოსილ ადამინთა გვერდით წარდგენა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო, როგორც “პერსონა”-ს ასევე მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოვების ორგანიზატორებსა და ბორდის წევრებს უპირობო მხარდაჭერისა და შრომის დაფასებისთვის. რაც შეეხება ჩემს პაციენტებს განსაკუთრებული მადლობა მათ, ამხელა სითბოსა და სიყვარულისთვის, რასაც ნამდვილად ყოველთვის ვგრძნობ, ვფიქრობ ნებისმიერი ექიმისთვის ამ დამოკიდებულებასა და სიყვარულზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.
დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ მიღებულ ჯილდოებს და გისურებთ წარმატებებს!

ესაუბრა იოსებ კავკავაშვილი

Leave A Reply

Your email address will not be published.