Just another WordPress site

რისთვის მიიღებს პერსონა 2019 – ის ტიტულს სილამაზის და ესთეთიკის ცენტრი გოლდი და მისი დამფუძნებელი ჯუნა შიუკაშვილი

0 6,472

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წელს უკვე მეექვსედ სფეროს განვითარებასა და ხელსეწყობისთვის ქვეყნის 50 წარმატებულ ადამიანს დააჯილდოებს. რომელთა შორის გახლავთ სრულიად საქართველოს კათალიკოს პტრიარქი ილია მეორე, კინოსა და თეატრის ცოცხალი ლეგენდა 90 წლის, კოტე მარჯანიშვილის თეატრის მოქმედი მსახიობი თამარ სხირტლაძე, ჯაზის ცოცხლი ლეგენდა გიული ჩოხელი და სხვები. განათლება, მედიცინა, კულტურა, პოლიტიკა, ბიზნესი, სამოქალაქო სექტორი და სხვა სფეროებიდან პერსონის ტიტულზე წარდგენილ ადამიანებს სპეციალური 25 კაციანი ბორდი ადასტურებს, რომელთა შორის გახლავთ ქალბატონი ჯუნა შიუკაშვილი. 

- Advertisement -

ჯუნა შიუკაშვილი რეგიონში ესთეტიკური მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პერსონა 2019 – ის ტიტულს მიიღებს.  იგი გახლავთ . კოსმეტოლოგი, ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტი, საავტორო კოსმეტოლოგიური მალამოების ავტორი და სილამაზისა და ესთეტიკის სალონების ცენტრ “გოლდ”-ის დამფუძნებელი, რომელიც ქალაქ გორში მდებარეობს.
გოლდი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის სილამაზისა და ესტეტიკის სალონების ქსელი 6 წელს ითვლის. GOLD-ი საკუთარ მომხმარებელს, მომსახურებას სამ ფილიალში უწევს. გორელი ქალების სილამაზესა და ესთეტიკაზე, 50 პროფესიონალი ადამიანისგან დაკომპლექტებული გუნდი ზრუნავს. მსურველებს კი, შესაძლებლობა აქვთ 30-ზე მეტი პროცედურით ისარგებლონ. 

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში დაჯილდოების ცერემონია პერსონას ფარგლებში კიდევ ერთი შუალედური ღონისძიება გაიმართება, ხოლო პერსონას დაჯილდოების გალა ცერემონიას  გრანდ შერატონ მეტეხი პალასი 20 დეკემბერს უმასპინძლებს. აღსანიაშნავია ის ფაქტი, რომ პროექტის ფარგლებსი პერსონას ტიტული მირებული აქვთ ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან ნანი ბრეგვაძე, კახი კავსაძე, ლეილა აბაშიძე, მარიკა კვალიაშვილი, ბესი იაშვილი, ნოდარ ემხვარი, ნაზი ნადირაძე და სხვები.

Leave A Reply

Your email address will not be published.