Just another WordPress site

რისთვის მიიღებს პერსონა 2018 ის ტიტულს თამარ გიგაური

0 3,844

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2018 13 დეკემბერს გაიმართება. პროექტი 50 წარმატებულ ადამიანს გამოავლენს. მათ შორის საუკუნის ლეგენდის ტიტულს ლეგენდარული კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი მიიღებს. ანალოგიური ტიტული გასულ წლებში ქალბატონებმა ნანი ბრეგვაძემ, ლეილა აბაშიძემ მიიღეს. 50 ადამიანს პროექტის ბორდი სხვადასხვა სფეროდან არჩევს მათ შორის გახლავთ სამოდელო სააგენტო ნიუ მოდელსის და სახელოვნებო სტუდიების მარიას დამფუძნებელი ქალბატონი თამარ გიგაური, რომელიც პერსონა 2018 ის ტიტულს მომავალი თსობის განვითარებისთვის მიიღებს.

თამარ გიგაური იურისტი, ბიზნესის სამართალ მცოდნე, დაამთავრა ჯავახიშვილის უნივესტიტეტი  წითელ დიპლომზე. ყოფილი მოდელი. სილამაზის კონკურსის მის პრინცესა საქართველოს დამფუძნებელი და ორგანიზატორი. საბავშვო პროექტი სილამაზის კონკურსის დამაარსებელი და ორგანიზატორი მისს და მისტერ სთარ ბეიბის. ასევე მისს სკოლა 2018 დამფუძნებელი. საერთაშორისო კონკურსების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში მისს მეფე და დედოფალი. მისს პრინცი და პრინცესა.

თამარ გიგაური: მაქვს უამრავი ჩვენება და ღონისძიება ჩატარებული. ასევე მონაწილეობას ვღებულობ საქველმოქმედო ღონისძიებებში აქტიურად. 17 წლის წინ ალბათ ერთ ერთმა პირველმა დავაფუძნე  სამოდელო სააგენტო სტარ სტუდიო ეს იყო ტრამპლინი ჩემთვის ამ სფეროში. 4 წელია დავაფუძნე სამოდელო სააგენტო ნიუმოდელსი და მასთან არსებული ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი რომელშიც  ფუნქციონირებს 1.მხატვრული თანვარჯიშის სტუდია მარია

2. საბალეტო სკოლა სტუდია მარია

3. სპორტული ცეკვების სტუდია მარია 4.ვოკალური სტუდია მარია . 5. სამოდელო სტუდია ნიუ მოდელს.

ვეცადე ყველა სახელოვნებო სტუდია ერთ სივრცეში მომექცია. ვცდილობ ხელი შევუწყო ბავშვთა და მოზარდთა განვითარებას ჩემი მიზანიც ეს არის მეტად განვითარებული და ერუდირებული თაობა ავღზარდოთ რომელსაც უანგაროდ ვემსახურები.

თქვენი მოდელები საერთაშორისო კონკურსზეც იმყოფებოდნენ , მოგვიყევით მათი წარმატების შესახებ…

წელს საერთაშორისო კონკურსზე მის დედოფალი ავიღეთ გრამ პრი ასევე მეორე საერთაშორისო კონკურსზე მისს პრინცესა მსოფლიოზე 2 ადგილი. საქართველოში ტალანტის ფესტივალზე ავიღეთ ოქროს მედალი .

თქვენს მიერ ჩატარებულ ადგილობრივ კონკურსებზეც რომ მოგვიყვეთ

სილამაზის კონკურსი მისს პრინცესა საქართველო იმდენად მოთხოვნადი და პოპულარული გახდა რომ საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა და ჩვენ ვართ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში მისს პრინცესა მსოფლიოში

თამარ გიგაური: სააგენტოს მიზანი არის ხელი შეუწყოს ბავშვთა და მოზარდთა სწორ განვითარებას ასევე ჩვენს ინტერესებში შედის და ჩართულები ვართ საერთაშორისო პროექტებში, ჩვენი სურვილის საქართველო წარმოვაჩინოთ და გავაცნოთ ჩვენი კულტურა სილამაზე ყველას.

Leave A Reply

Your email address will not be published.