Just another WordPress site

რიგ ქვეყნებში ჰომოსექსუალობის კრიმინალიზაციას ითხოვენ

0 141

UCLA- ს სამართლის სკოლაში უილიამის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, 1980-იანი წლებიდან ლგბტ პირებისა და მათი უფლებების მიღწევების საშუალო დონე გაიზარდა, მაგრამ მიღება კიდევ უფრო პოლარიზებულია. ამის შესახებ nbcnews-ი იუწყება.

 

კვლევა გლობალურ და რეგიონალურ გამოკითხვებს ეფუძნება, რომელიც 141 ქვეყანაში 1980 -2014 წლებში ჩატარდა. უილიამსის ინსტიტუტმა ახალი “Global Acceptance Index” – ის ძირითადი ანგარიშის შედგენისას გაანალიზა ლგბტ-ის გავლენა პოლიტიკურ გარემოზე და ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაზე.

პოლარიზებული პროგრესი
პირველ ანგარიშში, რომლის სახელწოდებაა პოლარიზებული პროგრესი, აღმოჩნდა, რომ 80 ქვეყანაში (57%) ლგბტ პირების მიღება გაიზარდა, 46 ქვეყანაში (33%) შემცირება და 15 ქვეყანაში (11%) ამ თვალსაზრისით ვითარება არ შეცვლილა.
როგორც სათაური გულისხმობს, შედეგებმა აჩვენა, რომ ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე ქვეყნებში მზარდი პოლარიზაციაა, როდესაც საქმე ლგბ პირების მიღებას ეხება. ისლანდია, ჰოლანდია, შვედეთი და დანია ყველაზე მეტად აღიარებული ქვეყნები იყვნენ. ისინი ასევე იყვნენ ის ქვეყნები, რომლებმაც 1980 წლიდან ლგბტ პირების მიღების თვალსაზრისით უდიდესი ნაბიჯები გადადგეს. საუდის არაბეთმა და განამ, იმავე პერიოდში ყველაზე ნაკლები ადამიანი მიიღეს.
კვლევა მოწმობს, რომ ლგბტ პირების საზოგადოებაში მიღება გავლენას ახდენს მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, დასაქმების შედეგებსა და პოლიტიკურ მონაწილეობაზე. თუმცა, ლგბტ პირების საზოგადოებიდან გარიყვამ შესაძლოა დაშინება, ძალადობა და შევიწროება გამოიწვიოს.
“სამწუხაროდ, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები ბევრ ქვეყანაში საზოგადოებიდან გარიყული არიან”, – ნათქვამია 2017 წლის გაეროს ანგარიშში.
“მარგინალიზაცია და პერიფერიზაცია მანკიერი ციკლის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც სხვა პრობლემების იწვევს. ატმოსფერო, რომელიც გამორიცხავს ადამიანებს სოციოლოგიური გარემოდან, ძალადობისთვის და დისკრიმინაციისთვის გარდაუვალია”.

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch- ის მკვლევარმა რაიან ტორესონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლგბტ პირების ზუსტი სურათის შექმნა მნიშვნელობას იძენს.
უილიამსის ინსტიტუტის მეორე ანგარიშია “ლგბტ პირების სოციალური მიღება და სექსუალური უმცირესობების სამართლებრივი ჩართულობა”, სადაც ლგბტ-ს მიღებასა და სამართლებრივ ინკლუზიურობაზეა საუბარი. აქ გამოიკვეთა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცააა ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია, ურთიერთობათა აღიარება და დასაქმების დაცვა.
კვლევამ ასევე დაადგინა, რომ პრესის თავისუფლება ლგბტ პირების იურიდიულ ინკლუზიას უკავშირდება, რაც მედიის შესაძლო როლის გამოხატვას მოითხოვს.

“ნამიბიაში, მავრიტანიაში, ბოტსვანასა და სინგაპურში უფრო მეგობრული დამოკიდებულებაა [ლგბტ პირების მიმართ] ვიდრე სამხრეთ აფრიკაში,” – აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი. “თუმცა ეს ის ქვეყნებია, სადაც ჰომოსექსუალობის კრიმინალიზაციას მოითხოვენ”.

Leave A Reply

Your email address will not be published.