Just another WordPress site

რესტორანი ძველი ქალაქი და მისი დირექტორი ალიკა ტერტერაშვილი პერსონა 2018 ის ტიტულს მიიღებს

0 1,912

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2018 ის გრანდიოზული დაჯილდოების ცერემონია 13 დეკემბერს გაიმართება. პროექტის ორგანიზატორები და ბორდი 50 წარმატებულ ადამიანს სხვადასხვა სფეროდან პერსონა 2018 ის ტიტულით დააჯილდოვებს. მათ შორის მნიშვნელოვანი სფერო სარესტორნო ბიზნესი გახლავთ.

წელს სარესტორნო სფეროდან ბრენდ პერსონა 2018 ს ტიტულს რესტორანი კომპლექსი ძველი ქალაქი და მისი დირექტორი ალიკა ტერტერაშვილი მიიღებს . რესტორანი ძველი ქალაქი გამორჩეულია ინტერიერ ექსტერიერით, ხარისხით, სამზარეულოს მაღალი დონით, უმაღლესი ხარისხის პროდუქციით. ასევე მნიშვნელოვანია სტაფი რომელიც ამ რესტორანში მუშაობს, ისინი მოწესრიგებულნი და მობილიზებულნი არიან იმისთვის , რომ რესტორანში მისულ სტუმარს კომფორტი შეუქმნან. ამ ყველაფერს კი არაჩვეულებრივი, პროფესიონალი პიროვნება ალიკა ტერტერაშვილი ხელმძღვანელობს, სწორედ ამიტომ ბორდის მიერ გადაწყდა წელს დაჯილდოვდეს რესტორანი ძველი ქალაქი და მისი დირექტორი . რესტორანი ძველი ქალაქი ასევე მასპინძლობას გაუწევს პროექტს და 13 დეკემბერს პერსონა 2018 ს ტიტულის მქონე  კულტურის სფეროს წარმომადგენლებს საზეიმო ვახშამზე უმასპინძლებს. რესტორანი აგრეთვე პერსონა 2018 ის ტიტულის მქონე წარმატებულ ადამიანებს სთავაზობს სპეციალურ დიდ  ფასდაკლებას 13 დეკემბერს რათა ის სიხარული და ემოცია რასაც პერსონას ტიტული იწვევს აღნიშნონ ამ რესტორანში .

Leave A Reply

Your email address will not be published.