Just another WordPress site

რა დაავადებებს იწვევს მარილის ჭარბი მოხმარება ბავშვებში – რჩევები და რეკომენდაციები

0 561

ჭარბი მარილის პრობლემა ბავშვთა კვებაში

მართალია, რომ მარილი სიცოცხლისთვის აუცილებელი მინერალია, მაგრამ მის ჭარბი მოხმარებას ზიანი მოაქვს არა მხოლოდ ზრდასრული ადამიანისთვის, არამედ ბავშვებისთვისაც.

ზრდასრულებში  მარილის ჭარბი მოხმარება ასოცირებულია ჯანმრთელობის  სხვადასხვა პრობლემებსა და მდგომარეობებთან, როგორიცაა ოსტეოპოროზული ცვლილებები, კუჭის კიბო, თირკმლის ქრონიკული დაავადებები,   თირკმლის კენჭოვანი დაავადება, ზოგადი სიმსუქნე, ის ამძიმებს მენიერის დაავადების, ასთმის, ალც-ჰაიმერის დაავადებისა და დიაბეტის სიმპტომატიკასაც

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით,   ინსულტისა და სხვა კარდიო-ვასკულური პათოლოგიებისა 15% მსოფლიოში არის ასოცირებული მარილის ჭარბ მოხმარებასთან, მათ შორის  სიკვდილის  შემთხვევების დიდი ნაწილი მოდის დაბალი შემოსავლის  მქონე  ქვეყნებზე.

როგორც ხედავთ მარილის ჭარბი მოხმარება საშიშია და მით უფრო საშიშია  ბავშვებისთვის, არადა სულ რამდენიმე წლის წინ მარილისგან მომდინარე საფრთხე თითქმის უცნობი იყო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს, რომ არ მივიღოთ დღე-ღამეში 6 გრამზე მეტი მარილი.  6 გრამი მარილი, ერთ გადასწორებულ ჩაის კოვზს შეესაბამება.  ეს დოზა ბავშვების შემთხვევაში კი უფრო მცირეა.

გახსოვდეთრომ 1 წლამდე ბავშვისთვის რეკომენდირებული მარილის დოზა  დღეში მხოლოდ 1 გრამია

დადასტურებულია, რომ კვებითი ჩვევები ბავშვებსა და მოზარდებში–გავლენას ახდენენ მათ კვებით ქცევაზე მოზრდილობისას. მარილისა და ზოგადად, მარილიანი საკვების სიყვარული, ეს არის გზა აღნიშნული გემოვნებითი ფაქტორის ჩამოყალიბებაში. მოზრდილ პირებში მარილის მოხმარების შემცირების რეკომენდაციების ეფექტურობა და მათი წარმატების ერთგვარი გასაღები–ბავშვებში ამ ჩვევის სასტარტო მაჩვენებელშია.

საქართველოში გაცილებით მძიმე სურათი გვაქვს, რადგანაც მოზრდილების მსგავსად, ბავშვებში, რეალურად, მარილის მოხმარება მაქსიმალურ რეკომენდირებულ დოზას აღემატება.

მარილის მოხმარება შეიძება რამდენიმე მარტივი გზით შემცირდეს. მაგალითად  ჯანმრთელი საუზმე – ჩიპსების, შებოლილი ძეხვეულის, ნაცვლად;

ნებისმიერი ასაკის ბავშვისათვის სადილის მომზადებისას, მარილის დამატებისაგან თავის შეკავება და ბავშვების გადაჩვევა სუფრასთან მარილის დამატებისგან;

ავტორი : ნინო ჭელიძე

Leave A Reply

Your email address will not be published.