Just another WordPress site

რატომ აღარ გაიმართება საქართველოში მისტერ ვალენტინი საქართველო 2019

0 4,555

უკვე 11 წელია საქართველოში მისტერ ვალენტინი საქართველოს ირჩევენ. კონკურსის საქართველოში ჩატარების იდეა ტელეწამყვან გია ჯაჯანიძეს ეკუთვნის. თავიდან კონკურს აწ უკვე გარდაცვლილი ქეთა ნაჭყებია ატარებდა, ხოლო ქეთა ნაჭყებიას გარდაცვალების შემდეგ კონკურს კახი ხაბეიშვილი ატარებს,  კონკურსმა მისტერ ვალენტინმა გასული წლების განმავლობაში ბევრი სკანდალი გამოიარა თუმცა რაც ეხლა ხდება ცნობილი იგი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. ირკვევა,  რომ 2016 წლიდან კონკურსის საქართველოში გამართვის შესაძლებლობა  იდეის ავტორმა გია ჯაჯანიძემ პროდიუსერ ინგა სიორიძეს გადასცა , რაც გულისხმობდა კონკურსის ოფიციალურად საქართველოში რეგისტრაციას სამეწარმეო საქმიანობის გათვალისწინებით. ასე რომ 2016  წლის მერე კონკურსი მისტერ ვალენტინი საქართველოს ჩატარების უფლება ინგა სიორიძემ მოიპოვა,რაც საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება. 2016 წლიდან კონკურსი მისტერ ვალენტინი საქართველოს კვლავ მაინც კახი ხაბეიშვილი ატარებდა 2019 წლის თებერვლის დასაწყისში საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა , რომ  შპს მისტერ ვალენტინი საქართველო -ს ოფიციალური მფლობელი გახლავთ გიორგი მასხულია, რომელიც სილამაზის კონკურს მის და მისტერ გოლდენ ბრენდს ატარებს. ამავდროულად კახი ხაბეიშვილის ფეისბიქ გვერდიდან  კონკურსის ფინალამდე რამოდენიმე დღით ადრე ირკვევა, რომ საქართველოში მისტერ ვალენტინი საქართველო აღარ გაიმართება და იგი ბესთ მისტერ ვალენტინის სახელწოდებით ჩატარდება. აქვე აღსანიშნავია, რომ მედია საშუალებების მიერ 2019 წელს კონკურსი მისტერ ვალენტინი ანონსდებოდა.  რა ხდება სინამდვილეში ამის გარკვევას factnews.ge ზემოთ ხსენებულ პირებთან ეცადა.

ინგა სიორიძე; ჩემი პროფესიონალური გამოცდილებიდან გამომდინარე გია ჯაჯანიძემ მიიღო გადაწყვეტილება , რომ მე ცამეტარებინა მისტერ ვალენტინი საქართველო., რომელიც დავარეგისტრირე და შევუდექი საქმიანობას. ასევე მცირე ხანში გია ჯაჯანიძემ მთხოვა, რომ აღნიშნული კონკურსის ჩატარებისგან თავი შემეკავებინა. რა თქმა უნდა ვინაიდან მე ვიყავი შპს მისტერ ვალენტინი საქართველოს მფლობელი, კახი ხაბეიშვილს ჩემს მიმართ ქონდა შიშის განცდა, რაც გამოიხატა მის მიერ ჩემს მიმართ ატვირთულ ვიდეო მასალაში. ამა წლის თებერვლის დასაწყისში მე მივიღე გადაწყვეტილება და კომპანია გადავეცი ლანდა და გიორგი მასხულიებს.

კახი ხაბეიშვილმა დასმულ კითხვაზე გვიპასუხა,  რომ  რა მნიშვნელობა ქონდა ჩვენთვის რა სახელწოდებით ჩატარდებოდა კონკურსი მისტერ ვალენტინი საქართველოს თუ ბესთ მისტერ ვალენტინის სახელით, არადა ფაქტია, რომ ამ ორ სახელწოდებას შორის აშკარა განსხვავებაა. ფეისბუქ გვერდზე ხაბეიშვილის მიერ  მისტერ ვალენტინი საქართველოს ფეიჯზე და მის პირად გვერდზე შეცვლილი მონაცემებით დასტურდება, რომ კონკურსი მისტერ ვალენტინი საქართველოს მაგივრად 13 თებერვალს ბესთ მისტერ ვალენტინი გაიმართება.

 

გიორგი მასხულია ადასტურებს, რომ კახი ხაბეიშვილთან ქონდა კომუნიკაცია რითაც გამოიკვეთა , რომ კახი ხაბეიშვილი 13 თებერვალს ბესთ მისტერ ვალენტინს ატარებს. ხოლო მისივე განცხადებით მომავალ წელს მისტერ ვალენტინი საქართველოს თავად გამართავს. მე გამოვიჩინე კეთილი ნება და კახი ხაბეიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში იურიდიულად არ ქონდა უფლება კონკურსის ჩატარების წელს მივეცი უფლება, რომ მისტერ ვალენტინი საქართველო ჩაეტარებინა.თუმცა არ დათანხმდა ჩემს მიერ წაყენებულ პირობებს და მან აწ უკვე მედიით დაანონსებულ მისტერ ვალენტინი საქართველო 2019 -ს შეუცვალა სახელი, რითაც შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება და მედია. მე ასევე შევხვდი გია ჯაჯანიძეს და მასთან კომუნიკაციის შედეგად მივიღ ე თანხმობა, რომ მე ჩამეტარებინა აღნიშნული კონკურსი.

პ.ს: თერთმეტი წელია საქართველოში მისტერ ვალენტინი საქართველო ტარდებოდა, 2019 წლის დასაწყისშიც ცნობილი გახდა, რომ მისტერ ვალენტინი საქართველო 2019 – ის ფინალი 13 თებერვალს გაიმართებოდა თუმცა დღეს ცნობილი ხდება, რომ  აღნიშნულ კონკურს ბესთ მისტერ ვალენტინი ჩაანაცვლებს. გიორგი მასხულიას განცხადებით იგი სასამართლოში  სარჩელის შეტანას გეგმავს რითაც დისკვალიფიკაციას უცხადებს გასულ წლებში ჩატარებულ მისტერ ვალენტინი საქართველოს კონკურსებს. ჩვენ არ ვიცით რა მოხდება, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ საქართველო ცნობს მისტერ ვალენტინი საქართველოს და არა ბესთ მისტერ ვალენტინს.

ავტორი: სოსო კავკავაშვილი.

Leave A Reply

Your email address will not be published.