Just another WordPress site

რამაზ შაინიძე აჭარიდან პერსონა 2019 -ის ტიტულს განათლების განვითარებისთვის მიიღებს

0 3,339

რეგიონში განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პერსონა 2019- ს ბატონი
რამაზ შაინიძე მიიღებს

პერსონა 2019 – გახსნის საზეიმო ცერემონია ამა წლის მაისის თვეში გამართება, პროექტის ოფიციალური წარმდგენი გახლავთ ორგანიზაცია ქართული განათლება და ორგანიზაცია ქართული გვარები, პროექტის მხარდამჭერი საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ასოციაცია , თინათინ მაჩაიძის სამედიცინო ცენტრი და ევროპული განათლების აკადემია ბი დი სი გახლავთ. პროექტის მედია მხარდამჭერები კი ჟურნალი ,,თქვენი სახე”  ონლაინ პლატფორმა faqtnews.ge, რეგიონალური მაუწყებლობა ტვ დია  და კატალოგი ,,საქართველოს ოქროს სახეები”  გახლავთ. პროექტი საქართველოში 2013 წლიდან იმართება და სფეროს განვითარებისთვის ყოველწლიურად 50 ადამიანს აჯილდოებს, მათ შორის რეგიონებიდან. აქვე გთავაზობთ ნომინანტს აჭარის რეგიონიდან ბატონ რამაზ შაინიძის ბიოგრაფიას, რომელიც რეგიონში განათლების განვიტარებისტვის პერსონა 2019 -ზე გახლავთ წარდგენილი.

რამაზ შაინიძე დაიბადა 10.04.1978 წელს ქ. ბათუმში
1993 წელს დაამთავრა ქ. ბათუმის #6 ქართული საშუალო სკოლა.
განათლება:
1993-1996წწ ბათუმის აგრო-ეკონომიკური კოლეჯი-სპეციალობა საბუღალტრო-ეკონომიკური,
1996-2002 წწ საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი-ეკონომიკა მენეჯმენტის სპეციალობით,
2002-2005 წწ საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი დარგობრივი ეკონომიკისა და მართვის კათედრაზე (ასპირანტი) დისერტაციის თემა: ,,აჭარის ბუნებრივი რესურსების პოტენციალი და მისი გამოყენების ეკონომიკურ-ორგანიზაციული პრობლემები’’
სამუშაო გამოცდილება:
2013წ მასწავლებელი-კიევის საერთაშორისო უნივერიტეტის ბათუმის ფილიალი;
2008-2012წწ მასწავლებელი-ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ,,მასკი’’ ბათუმის ფილიალი;
2010-2015წწ სასწავლო კურსების ხელმძღვანელი კვალიფიქაციის ამაღლება და გადამზადების ცენტრი, „ბათუმის ბიზნეს აკადემია“;
2010წ მასწავლებელი- ეკონომიკა და მართვის კათედრაზე თბილისის ევროპული უნივერსტიტეტის ბათუმის ფილიალი;
2006-2009წწ მასწავლებელი-ეკონომიკურ მეცნიერებათა კათედრაზე – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2008 წ მასწავლებელი-სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის საერთაშორისო უნივერსიტეტი ,,გორგასალი’’ ბათუმის ფილიალი;
2002-2006წწ მასწავლებელი დარგობრივი ეკონომიკისა და მართვის კატედრაზე, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი;
2005 წლიდან დღემდე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანი და გარემო“-ს გამგეობის თავმჯდომარე;
2010 წლიდან დღემდე შპს „ბათუმის ბიზნეს აკადემი“-ის საქმის მწარმოებელი და მენეჯერი; 2017 წლიდან დღემდე შპს ,, A-R SHAINIDZE BUSINESS COMPANY’’ დამფუძნებელი
პუბლიკაციების რაოდენობა:
1. 2006წ სატყეო ტერმინოლოგოოს ენციკლოპედიური ლექსიკონი (დამხმარე სახელმძღვანელო) დაბეჭდილია ქ. ბათუმში
2. 2006წ აჭარის სატყეო პოტენციალი და მისი გამოყენება აგრარულ მეცნიერებათა პრობლემები (სამეცნიერო შრომათა კრებული XXXV) სტატია
3. 2006წ ტყის მერქნით რესურსეზე მიმდინარე ექვივალენტური მომავალი ღირებულების გასაზღვრის დისკონტის განაკვეთის კონცეფცია (აგრარულ მეცნიერებათა პრობლემები სამეცნიერო შრომათა კრებული XXXV) სტატია
4. 2007წ ტყის ბუნებრივი განახლების პროცესების შესწავლის და ჩატარებული ღონისძიებების შედეგები ხელვაჩაურის სატყეო მეურნეობის თხილნარის სატყეოში (ISSN 1512-2000X აგრარულ მეცნიერებათა პრობლემები სამეცნიერო შრომათა კრებულიXXXVIII) სტატია
5. 2007წ მეღორეობის დარგის მნიშვნელობა და განვითარების პერსპექტივა აჭარაში (მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებები რეგიონის აგროსამრეწველო სექტორში) სტატია
6. 2007წ აჭარის ტყეებში არსებული პრობლემები და მისი გამოსწორების გზები (ქ.თბილისი პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი) სტატია
7. 2009წ აჭარის ტყეების ბიოლოგიური მრავალფეროვნების ზოგადი დახასიათება (საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,კოლხა) სტატია
8. 2009წ ტყე და მოსახლეობის ეკომიგრაცია (აჭარის მაგალითზე) (ქ. ქუთაისი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) სტატია
9. 2010წ ხელვაჩაურის რაიონის ტყის სიხშირის თანამედროვე მდგომარეობა და მისი როლი სატყეო პოტენციალის განსაზღვრაში (ISSN 1512-2000X აგრარულ მეცნიერებათა პრობლემები სამეცნიერო შრომათა კრებული) სტატია
10. 2010 აჭარის სუბალპური ტყეების ძირითად ფორმაციებში ტყის ბუნებრივი განახლება (ISSN 1512-2000X აგრარულ მეცნიერებათა პრობლემები სამეცნიერო შრომათა კრებული) სტატია
საგრანტო პროექტებში მონაწილეობა: 2009 წ პროექტი: „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სატყეო პოტენციალის შესწავლა“-პროექტის მენეჯერი (დამფინანსებელი: საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი) (ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სახელობის გრანტი)
საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა: 2008 წ ღონისძიება: საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ,,თანამედროვე ტექნოლოგიები და მასალები. მოხსენება: ტყე და მოსახლეობის ეკომიგრაცია (აჭარის მაგალითზე) (ქ. ქუთაისი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი); 2009წ ღონისძიება: საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,კოლხა 2009’’, მოხსენება: უაკ 630, აჭარის ტყეების ბიოლოგიური მრავალფეროვნების ზოგადი დახასიათება (ქ. ქუთაისი)
ადგილობრივ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა: 2007 წ ღონისძიება: ეკონომიკური განვითარების თანამედროვე ტენდენციები პოსტკომუნისტურ ქვეყნებში, მოხსენება: აჭარის ტყეებში არსებული პრობლემები და მისი გამოსწორების გზები (ქ. თბილისი პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი)
განხორციელებული პროექტები
2010-2015 წწ ახალგაზრდების პროფესიული გადამზადება სხვადასხვა სპეციალობებში: ტურიზმის ბიზნესი; ფინანსები და საბანკო საქმე; საბუღალტრო და საგადასახადო საქმე; მენეჯმენი; მარკეტინგი; ფარმაცია; პერსონალური კომპიუტერის პროგრამები.

2013წ ხულოს მუნიციპალიტეტში კომპიუტერისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლის ხელშეწყობის ღონისძიებები (უფასო კურსები)
პროგრამის მიზანი –ძირითადად ხულოს მუნიციპალიტეტში სასკოლო ასაკის ბავშვების და მოსახლეობის გარკვეული ნაწილზე კომპიუტერული ტექნიკის, ძირითადი საოფისე პროგრამების შესწავლა. ინტერნეტისა და მისი სარგებლობის შესწავლა. – ინფორმაციული ტექნოლოგიების საწყისების შესწავლა – ტექსტებთან მუშაობა ტექსტებთან მუშაობის საწყისი უნარები ტექსტური რედაქტორის გარშემო ფაილის შენახვა, დაბეჭდვა, გახსნა, ახალი ფაილის შექმნა. დოკუმენტის რედაქტირება. დოკუმენტის დაფორმატება. ცხრილების აგება. –ინტერნეტის რესურსების გამოყენება. საწყისი ცნობები ბრაუზერის გამოყენება. ელექტრონული ფოსტა. ძიება ინტერნეტში. – პრეზენტაციის მომზადება საწყისი ცნობები პრეზენტაციის შესახებ. პრეზენტაციის ჩვენება ეკრანზე. – ელექტრონული ცხრილები საწყისი ცნობები. მონაცემების შეტანა და რედაქტირება. ფორმულები და ფუნქციები. ფურცლის დაფორმატება. დიაგრამები. ბეჭდვა.
2014 წ “საზაფხულო დასაქმების” პროექტის ორგანიზება
ა) სტუდენტთა დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტების საბუთების მიღება და მათი შერჩევა ქ. ბათუმის მერიის მუნიციპალური პროგრამის „საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა“ ქვეპროგრამის „ახალგაზრდობის საქმეთა ღონისძიებები“ ღონისძიების „სტუდენტური დასაქმება“ დადგენილი კრიტერიუმების შეაბამისად;
ბ) დასაქმების პროგრამაში მონაწილეთა ჩარიცხვის საბუთების წარმოება;
გ) დასაქმების პროგრამით დასაქმებული სტუდენტების გადანაწილება კენჭისყრით ქ. ბათუმის სხვადასხვა უწყებებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში მოთხოვნის საფუძველზე;
დ) სამუშაო დღეებში დასაქმებული სტუდენტების ყოველდღიური მონიტორინგი;

საქართველოში შეღავათიანი აგრო-კრედიტის ფარგლებში ვამზადებთ და ვეხმარებით მოქმედ და დამწყებ მეწარმეებს ბიზნესის განვითარებაში. მომზადებული გვაქვს 200-მდე ბიზნეს-გეგმა
2017 წ უფასო ტრეინინგ სემინარი თემაზე: აჭარაში არსებული ტყის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები
ჩატარებული კვლევები:
1. 2015 წ ,,აჭარაში არსებული ბამბუკის რესურსის საერთო მაჩვენებლის დადგენა და მათი გავრცელების არეალი’’
2. 2016 წ აჭარაში შემოსული უცხოელი და ადგილობრივი ტურისტების მოსაზრებების კვლევა გიდებით მომსახურეობაზე’’
3. 2016 წ ,, მომხმარებელთა მზადყოფნის კვლევა ბამბუკისგან დამზადებული კერძების შეთავაზებაზე’’
4. 2017 წ ,,სხალთისა და ხიხანის ხეობაში შემოსულ ვიზიტორთა მოსაზრებების კვლევა და ანალიზი’’
5. 2018 წ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი ტურისტული ბაზრის კვლევა- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი ტურისტული ბაზრის კვლევა მოიცავს საქართველოს 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის (რომელიც წარმოადგენს ან ტურისტს ან ექსკურსანტს) აჭარაში ვიზიტის აღწერას
6. 2018 წ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უცხოელ ვიზიტორთა ბაზრის კვლევა – აჭარაში უცხოეთის მოქალაქეების ვიზიტის აღწერა
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

Leave A Reply

Your email address will not be published.