Just another WordPress site

პროფესორი ნანა ჯიქია პერსონა 2019 -ის ტიტულს განათლების განვითარებისთვის მიიღებს!

0 2,668

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა საქართველოში 2013 წლიდან იმართება და იგი პროექტის ბორდის მეშვეობით სფეროს განვითარებისთვის და ხელშეწყობისთვის ყოველწლიურად 50 წარმატებულ ადამიანს ავლენს და აჯილდოებს პერსონას ტიტულით. განათლება, მედიცინა, კულტურა, სამოქალაქო სექტორი, მედია სექტორი, ბიზნესი, საჯარო სექტორი, პოლიტიკა  ეს ის სფეროებია რომელიდანაც მირებულ სარეკომენდაციო წერილების საფუძველზეც ხდება სარეკომენდაციო წერილების მიღება. პროექტს ამ ხნის მანძილზე, სხვადახვა დროს დაჯილდოებული ყავს ისეთი ადამიანები როგორებიც არიან ნანი ბრეგვაძე, ნოდარ ემხვარი, ბესიკ იაშვილი, გივი ბერიკაშვილი, მანანა თოდაძე, გიორგი უშიკიშვილი, დიანა ტრაპაიძე, ნოე სულაბერიძე, ლეილა აბაშიძე, კახი კავსაძე, მარიკა კვალიაშვილი ნუკრი კაპანაძე, ნაზი ნადირაძე და სხვები. პერსონა 2019 -ის საზეიმო მირების ცერემონიალი ამა წლის 29 მაის გაიმართება, რომელსაც პომპეზურად რესტორანი პატრიოტი უმასპინძლებს. თუმცა მანამდე კი წარმოგიდგენთ კიდევ ერთ არაჩვეულებრივ ქალბატონ ნანა ჯიქიას, რომელიც  პერსონა 2019 -ის ტიტულს განათლების განვიტარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღებს. ქალბატონმა ნანამ წარმატებით დამთავრეა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური და იურიდიული ფაკულტეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა ტექსტოლოგიის განხრით.
გახლავათ ორი სადისერტაციო ნაშრომის და ერთი წიგნის ავტორი.
დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის დამფუძნებელი და  რექტორი. პროფესორი.
ფაზისის აკადემიის ნამდვილი წევრი და აკადემიკოსი ასევე
ტაო-კლარჯეთის აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრი.
მას მიღებული აქვს ჯილდოები. შემდეგი ჯილდოები: წლის ლიდერი ქალი 2017
ტაო-კლარჯეთის სამეცნიერო აკადემიის მეგობრობის  ვარსკვლავისა და დროშით.
ქართულ-ებრაულ ურთიერთობაში შეტანილი წვლილისთვის-მედლით.
ქალბატონი ნანა 1996 წლიდან დღემდე, მუშაობს საგანმანათლებლო სისტემაში.გახლავთ ლექტორი, კითხულობდა ლექციებს ივანე ჯავახიშვილის სახ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის საბაზრო ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში, უნივერსიტეტ ,,რიტორიკაში’’, დამოუკიდებელ უნივერსიტეტ ,,აღმაშენებელში’’.
სხვადასხვა დროს მქონდა შემდეგი ადმინისტრაციული თანამდებობები
საბაზრო ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული სამსახურის უფროსი , დამოუკიდებელ უნივერსიტეტ..აღმაშენებლის’’ რექტორი.

გახლავთ დავით აღმაშენებლის აკადემიის რექტორი
.გარდა აკადემიური პროგრამებისა დავით აღმაშენებლის სახელობის  ,აკადემია წარმატებით ახორციელებს შემდეგ პროგრამებს ,,მაღალმთიანი რეგიონების ახალგაზრდების განათლება-განვითარების პროგრამას’’.ამ პროექტის ფარგლებში ჩვენთან უფასო სწავლებას გადიან დუშეთის,მესტიის და სხვა მაღალმთიანი რეგიონის ახალგაზრდები. ასევე ,,შშმ პირების განათლება-განვითარების პროგრამა,,რომლის ფარგლებში უფასოდ ვასწავლით სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს მათთვის სასურველ მოკლევადიან პროგრამებზე.
სწორედ მათთვის ტარდება მორიგი პროექტი  ,,საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული ქართველების მასტერკლასები’’.ამ პროექტის ფარგლებში აკადემიას სტუმრობდნენ:  ჩიკაგოს,ავსტრიის,ბელგიის,საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ჰოლანდიის, გერმანიის, შვედეთის წარმატებული ადამიანები, რომლებიც გვიზიარებენ თავიანთი წარმატების საიდუმლოს და სტიმულს აძლევენ ჩვენს ახალგაზრდებს მომავლის და კარიერის დაგეგმვაში.
აკადემიაში ყოველთვიურად ტარდება საჯარო ლექციები. პროექტის ფარგლებში ,,საჯარო მოხელის საჯარო ლექცია’’ აკადემია სტუმრობდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრები, საჯარო მოხელეები, მინისტრები რაც თავისთავად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი ახალგაზრდებისთვის.

- Advertisement -

ნანა ჯიქია: .მუდმივი შრომა და სწრაფვა სიახლეებისკენ-სწორედ ეს გახლავთ წარმატების მიზეზი.ახალგაზრდა ყოველთვის გრძნობს როცა მასზე ზრუნავენ. ჩვენ მათ ვუქმნით მშვიდ, კომფორტულ გარემოს და ამავდროულად ვზრუნავთ, აიმაღლონ მოტივაცია.
მათთვისვე ტარდება ინგლისური ენის პრაქტიკული კურსები უცხოელი პედაგოგებისგან.
1,2 ან 3 თვით ვიწვევთ უცხოელ პედაგოგებს პრაქტიკული ინგლისურის კურსის ჩასატარებლად
აკადემია პირველია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ვინც დისტანციურ სწავლებას ახორციელებს რეგიონების მაშტაბით შშმ პირთათვის და არამხოლოდ მათთვის.პროექტში ჩართულია ადგილობრივი ექსპერტებიპრეზიდენტის მრჩეველი შშმ პირთა საკითხებში სიმონ პეტრიდისი, არასამთავრობო ორგანიზაცია შშმ პირთა უფლებებისთვის დამფუძნებელი, დავით აღმაშენებლის აკადემიის საპატიო პროფესორი თამაზ მჟავანაძე, აგრეთვე ჩართულია საერთაშორისო დონეზე აღიარებული პროფესორები მარეკ სამპერმანსიბელგიის სამეფო კარის იურისტი, ლიუვენის უნივერსიტეტის პროფესორი. ჯეფრი სილვერმანი კენტუკის უნივერსიტეტის მაგისტრი ექსპერტი დისტანციურ საკითხებში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია განათლების ევროპული და ამერიკული მოდელის დანერგვა-განვითარება,გამოცდილების გაზიარება.სწორედ ამ მიზანს ემსახურება მასტერკლასები რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული ადამიანები გვიზიარებენ.
წინ,ბევრი გეგმა და სურვილია.
ვეცდებით,დავნერგოთ დროის შესაბამისი სიახლეები,რათა ქვეყანას მოტივირებული,პროფესიონალი და დასაქმებაზე ორიენტირებული კადრები შევთავაზოთ!

წარმატებები ქალბატონ ნანა ჯიქიას!

Leave A Reply

Your email address will not be published.