Just another WordPress site

პროფესორი თენგიზ ცერცვაძე: ეს განცხადება ც ჰეპატიტის პროგრამაზე სისხლის სამართლის დანაშაულია

0 3,081

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, კატეგორიულად გამორიცხავს და სიცრუეს უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით ნამკურნალებ პაციენტებს, წელიწადნახევარში ან ორში ღვიძლის სიმსივნე უჩნდებათ.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი  ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ეს უპასუხისმგებლო განცხადებაა.

„გავეცანი იმ წერილს, რომელიც ქალბატონმა მარინა ბერიკაშვილმა ინტერნეტით გაავრცელა და საქართველოში ონკოლოგური დაავადებების მატებას ეხება. მე, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ვისაუბრებ, დანარჩენზე სხვა სპეციალისტებმა გააკეთოთ კომენტარი.

საუბარი, თითქოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით ნამკურნალებ პაციენტებს, წელიწადნახევარში ან ორში უჩნდებათ ღვიძლის სიმსივნე და დადიან თურქეთში სამკურნალოდ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მზად ვარ ნებისმიერ ოპონენტთან კამათში დავადასტურო ძალიან მყარი არგუმენტებით, რომ ეს ნაწილი, რაც წერილშია მოყვანილი, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს, ეს  არაკომპეტენტური და ძალიან ცუდი წერილია. დიამეტრიალურად საწინააღმდეგოა იმის, რაც სინამდვილეშია, შესაბამისად, ძალიან ცუდ სამსახურს უწევს C ჰეპატიტით ინფიცირებულებს და მოქალაქეების იმ ნაწილს, ვინ არასაკმარისი ჩახედულობის გამო, შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს და დაიჯეროს, თუნდაც ნაწილი, რაც აქ არის.

ხშირად მინახავას კონკრეტული პირების მიერ არაობიექტური და არაკომპეტენტური გაშუქება, მაგრამ ამის მსგავსი რაც ამ სტატიაშია, პირველად ვნახე.

არანაირი ღვიძლის კიბოს მატება პროგრამულ ავადმყოფებში არ არის. პირიქით, ცნობილია მსოფლიო გამოცდილებით და ეს დასტურდება ჩვენი ძალიან დიდი გამოცდილებით, არცერთ ქვეყანას არ აქვს ასეთი გამოცდილება, როგორც ჩვენ. C ჰეპატიტით მკურნალობა თანამედროვე პირდაპირი მოქმედების პრეპარატებით, რომელებიც კი არ ზრდის ღვიძლის კიბოს სიხშირეს, არამედ ამცირებს მას დრამატულად. მაგრამ, იმისთვის რომ სწორად გაიგოს მოსახლეობამ, პაციენტებმა და სპეციალისტებმა, მინდა გავაკეთო ასეთი განმარტება: ზოგადაც C ჰეპატიტის ვირუსი ონკოგენურია, ის ხელს უშლის სიმსივნის განვითარებას, ძირითადად იმ სტადიაზე, როდესაც პაციენტს C ჰეპატიტის გამო უვითარდება ციროზი.

რაც უფრო დიდი ხანია პაციენტი ინფიცირებული C ჰეპატიტის ვირუსით, მით მეტია კიბოს გაჩენის შანსი.

როცა პანციენტები ჩვენთან მოდიან სამკურნალოდ, ზოგიერთ მათგანს C ჰეპატიტი 10-20-25- 30 წელია აქვს. ბუნებრივია, 20 წლიანი ვირუსთან კონტაქტის გამო, ღვიძლის უჯრედებში შექმნილია წინაპირობა, იქ განვითარდეს კიბო. როდესაც ასეთი პაციენტი პროგრამით მკურნალობს და 98%-ით ის განიკურნება, ეს ამცირებს შემდგომში ამ პაციენტებში კიბოს განვითარების რისკს, მაგრამ მთლიან რისკს არ სპობს.

მთელ მსოფლიოში ასეა, ნამკურნალებ პაციენტებში გარანტია იმის, რომ მათ კიბო გაუჩნდებათ არ არსებობს, მაგრამ პრინციპულად მთავარია ის ნაწილი, სადაც ქალბატონი წერს, ნამკურნალებ პაციენტებში კიბო გახშირდა, ანუ მისი მოსაზრებით რომ ვთქვათ, მკურნალობა ხელს უწყობს კიბოს განვითარებას. ამ დროს კი დიამეტრულად პირიქითაა, მკურნალობა ამცირებს კიბოს განვითარების რისკს, მათშიც კი ვინც ვირუსის ზემოქმედებას განიცდიდა ხანგრძლივი დროის მანძილზე. ეს რომ ასეა, ეს დამტკიცებულია მთელ მსოფლიოში.

45 ათასზე მეტი პაციენტია ჩვენთან ნამკურნალები, მათგან 98%-ზე მეტი განკურნებულია. ამ პაციენტებიდან, მხოლოდ რამდენიმე ათეულს განუვითარდა კიბო, რაც გარდაუვალი იყო, რადგან ამ პაციენტების ღვიძლის უჯრედები ათეული წლის მაძილზე განიცდიდნენ სისხლზე ზემოქმედებას.

ღვიძლის კიბო უვითარდება C ჰეპატიტით და ციროზის პაციენტის 2-დან 6%-მდე. ეს ნიშნავს, რომ ყოველი 100 C ჰეპატიტით და ციროზის პაციენტიდან, ვისაც მკურნალობა არ ჩაუტარებია, საერთოდ არ მიმართა ექიმს, აქედან დაახლოებით 5 პაციენტს განუვითარდება ღვიძლის კიბო. ჩვენთან ნამკურნალებ პაციენტებში ეს პროცენტი გაცილებით დაბალია. 5-ჯერ ნაკლებია კიბოს სიხშირე ნამკურნალებ პაციენტებში“, -აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი განმარტავს, რომ პაციენტების შესახებ ინფორმაციაში რამის შეცვლა შეუძლებელია, რადგნ მათ შესახებ ინფორმაცია პირდაპირ მიდის ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში, სადაც გადაცდომაც კი გამორიცხულია.

„ჩვენ მასალებში შეუძლებელია რამის შელამაზება ან ვინმეს შეცდომაში შეყვანა ჩვენ მიერ, რადგან თითოეული პაციენტის შესახებ სრულია ინფორმაცია, როგორც კი ის ერთვება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში, განთავსებულია ბაზაში, რომლის მენეჯმენტი ხდება არამარტო ჩვენთან, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში, არამედ ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ავტორიტეტული და მკაცრი ორგანიზაციაა ინფექციურ დაავადებებზე კონტროლით. თითოეული შემთხვევა, იქ საუკეთესო ექიმების მიერ მიკროსკოპის ქვეშ განიხილება. აქ მცირე გადაცდომაც კი გამორიცხულია“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე

მისი თქმით, როცა მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა წარმატებულია, რადგან საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სრულფასოვანი ელიმინაციის პროგრამა მიმდინარეობს, პაციენტების შეცდომაში შეყვანა სისხლის სამართლის დანაშაულია.

„ასეთ დროს, ასე უსინდისოდ შეცდომაში შეყვანა პაციენტების, რომ მათი პროგრამაში მონაწილეობის მიღებამ შეიძლება ხელი შეუწყოს კიბოს გახშირებას, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, რადგან შეიძლება ვიღაცამ დაიჯეროს და ამით მისი სიცოცხლე რისკის ქვეშ დადგეს.

როგორ შეიძლება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ეჭვის ქვეშ დადგეს, ერთი არაკომპეტენტური, არაპროფესიონალი პიროვნების მიერ გამოქვეყნებულ რაღაც აბსურდის არასწორი მონაცემების გამო?!

იქ საუბარია, რომ გაიზარდა მიმართვიანობა თურქეთში ონკოლოგიური პაციენტების. ჯერ ერთი, იქ საუბარი არ არის ღვიძლის კიბოზე, არამედ საუბარია ზოგადად კიბოზე, მათ შორის ლეიკემიაზე. ჩვენ არ ვიცით მომართვიანობამ მოიამატა თუ არა ღვიძლის კიბოზე, თუ მოიმატა ამის მიზეზი არ არის ის, რომ პროგრამით ჩატარებულმა მკურნალობამ შეუწყო ხელი თუ, ის რომ ადამიანებმა ისწავლეს როგორ იმკურნალონ უცხოეთში და ამ შესაძლებლობას მეტი პაციენტი იყენებს“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

Leave A Reply

Your email address will not be published.