Just another WordPress site

პრობლემური აქტივების ბიურომ ყალბი სასამართლო გადაწყვეტილების დოკუმენტი შექმნა

0 396

მარიკა არევაძის საადვოკატო ჯგუფის განცხადებით პრობლემური აქტივების ბიურომ სასამართლო გადაწყვეტილების ყალბი დოკუმენტი შექმნა რომელიც მსესხებლებს გაუგზავნა , ეგრეთ წოდებულ სასამართლო გადაწყვეტილებაში გამსესხებლის სასრგებლო განჩინება იყო ასახული რომელსაც თან სამოტივაციო ნაწილი ერთვოდა.

როგორც ადვოკატი მარიკა არევაძე factnews.ge სთან საუბრისას აცხადებს დოკუმენტი მათ ერთ ერთმა პირმა მიაწოდათ , რის შემდეგაც ისინი გაეცვნენ აღნიშნულ დოკუმენტს , რომლის შემდგომ მათ მიმართეს საქართველოს პროკურატურას, უზენაეს სასამართლოს და თავად შპს პრობლემური აქტივების ბიუროს, ადვოკატი ჩვენთან საუბარში აგრეთვე ადასტურებს, რომ  გამოძიება ამ თემაზე დაიწყო და იგი გამოკითხვაზეა დაბარებული. მისივე განცხადებით ეს ქმედება შპს პრობლემური აქტივების ბიუროს მხრიდან მსესხებლების მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლაა და იგი დააზიანებს ქართული სასამართლოს იმიჯს და რეპუტაციას.

მარიკა არევაძის საადვოკატო ბიურო: რამდენიმე კვირის წინ ჩვენთან მოხვდა ე.წ. “დოკუმენტი”, რომელიც კომპანიამ თავად დაწერა, დაარქვა სასამართლო გადაწყვეტილება და გაუგზავნა მის კლიენტებს.

ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილების დაწერის უფლება არ აქვს არავის, გარდა სასამართლოსი, ჯგუფის ხელმძღვანელმა წერილობითი ფორმით მიმართა საქართველოს პროკურატურას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და თავად ამ კომპანიას.

პროკურატურაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. გამოძიების ფარგლებში მნიშვნელოვანია პროკურატურას მივაწოდოთ ინფორმაცია ყველა იმ შემთხვევის შესახებ, როდესაც ასეთი გადაწყვეტილების დაგზავნა/მიწოდებას ქონდა ადგილი.

ინფორმაციას ფესიბუქ გვერდზე მარიკა არევაძის საადვოკატო ჯგუფი ავრცელებს.

მოამზადა იოსებ კავკავაშვილმა

Leave A Reply

Your email address will not be published.